უროსანი — პრეპარატი, რომელიც შარდის ბუშტის ინფექციას დაგავიწყებთ
8 აგვ 2025

მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე მსჯელობისას შარდის ბუშტი თავში იშვიათად თუ მოუვა ვინმეს, მისი ჯანმრთელობა ორგანიზმისათვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია — ის ორგანიზმის გაწმენდის პროცესში ცენტრალურ ადგილს იკავებს, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულება სერიოზულად უნდა აღიქვათ.
შარდის ბუშტის ინფექცია და ანთება საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობებია, ამიტომ ბევრს მოეხსენება, თუ რამხელა დისკომფორტთან შეიძლება ის დაკავშირებული იყოს: ტკივილი და წვა შარდვის დროს, ხშირი შარდვა — ეს ის სიმპტომებია, რომელიც არამხოლოდ კონკრეტულ ეპიზოდში გტანჯავთ, არამედ მნიშვნელოვან დაღს ასვამს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომისუნარიანობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
სწორედ ამიტომ, მედიცინა მუდმივად მუშაობს უსაფრთხო და ეფექტიან საშუალებებზე, რომლებიც აღნიშნულ პრობლემას უმოკლეს ვადაში მოაგვარებენ. ერთ-ერთი ასეთი წამალი მედიცინის არსენალში უროსანია — მცენარეული პრეპარატი, რომელიც შარდის ბუშტის პრობლემებისგან გაგათავისუფლებთ.
უროსანი მცენარეული ექსტრაქტების დაბალანსებული კომბინაციაა, რომელიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციონირებას, პროფილაქტიკურად მოქმედებს შარდის ბუშტის ანთების დროს და ხელს უწყობს მდგრადი იმუნური სისტემის შენარჩუნებას ორგანიზმში. თუ ხართ პიროვნება, რომელიც ბუნებრივ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას, უროსანი ის არის, რასაც ეძებთ — მისი თითოეული კაფსული შეიცავს 300მგ შტოშის ექსტრაქტს, რომელიც ხელს უშლის შარდის ბუშტის ინფექციის განვითარებას — ამ ტიპის ინფექციების უდიდესი ნაწილი ბაქტერია E. Coli-ით არის გამოწვეული, რომელიც ბუსუსებით ეჭიდება შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს, მრავლდება და ანთებითი პროცესების დაწყებას ასტიმულირებს. თუ აღნიშნულ პრობლემას მალევე არ მოაგვარებთ, არსებობს შანსი იმისა, რომ ბაქტერია თირკმელში გადავიდეს და უფრო სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს. კვლევების თანახმად, შტოშში აღმოჩენილი ფლავონოიდური ჯგუფის ნაერთი — პროანტოციანიდინი — ეჭიდება E.Coli ბაქტერიის ბუსუსის დაბოლოებას და ამ გზით ხელს უშლის მის შეკავშირებას შარდის მილაკების ლორწოვან გარსთან. შესაბამისად, ბაქტერია ვერ მრავლდება საშარდე მილიდან შარდის ნაკადით საბოლოოდ გამოიდევნება.
გარდა შტოშის ექსტრაქტისა, უროსანი შეიცავს შემდეგ ნივთიერებებსაც: ოქროწკეპლას ბალახის ექსტრაქტს, ექინაცეის ბალახის ექსტრაქტსა და დათვის კენკრის ნაყოფის ექსტრაქტსაც.
დათვისკენკრას ნაყოფის ექსტრაქტი ხელს უწყობს შარდის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას. მის შემადგენლობაში ვხვდებით აქტიური ნივთიერებებს — ჰიდროქინონსა და არბუტინს, რომელთაც აქვთ ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებაა, რაც საშარდე გზების ინფექციების მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ექინაციას ბალახის ექსტრაქტს, ის იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ძლიერი იმუნიტეტი აუცილებელია შარდის ბუშტის ინფექციების თავიდან ასაცილებლად. ექინაცია, რომელიც ტრადიციულ მედიცინაში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა, სწორედ აღნიშნულ საქმეს აკეთებს, რადგან აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსების და ბაქტერიების მიმართ, ასევე აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის ფუნქციას.
ბოლოს კი ოქროწკეპლას ბალახის ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს, შეინარჩუნოს მდგრადობა ისეთი გარე გამღიზიანებლების მიმართ, როგორიც, მაგალითად ამინდის უეცარი ცვლილებაა. ოქროწკეპლა გამოიყენება შარდის ბუშტის და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ. მისი ფლავონოიდები და საპონინები ზრდიან გლომერულურ ფილტრაციას და ასტიმულირებენ დიდი რაოდენობით წყლის გამოყოფას. ეს თვისება მნიშვნელოვანია შარდის ბუშტის ან საშარდე გზების ბაქტერიული ანთების დროს — შარდის გამოყოფის სტიმულირებით, ოქროწკეპლა ასტიმულირებს ბაქტერიების გამოყოფასაც საშარდე გზებიდან.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი ჩვენებებიდან რომელიმე:
რაც შეეხება უროსანის მიღების წესს, როგორც წესი, პრეპარატი მიიღება დღეში ორჯერ, თითო კაფსული, სითხის მიყოლებით.

მიუხედავად იმისა, რომ უროსანი უსაფრთხო პრეპარატია, მაინც ნუ გამოიყენებთ მას ექიმის კონკრეტული მითითების გარეშე, რადგან ასე შესაძლოა გამოიწვიოთ მნიშვნელოვანი გართულებები.
პირველ რიგში, უკუნაჩვენებია უროსანის მიღება, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ — ამ რჩევის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება მძიმე ალერგიულ რეაქციამდე მიგიყვანოთ.
ასევე, უკუნაჩვენებია უროსანის მიღება კუჭის წყლულის მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლოა კონკრეტულმა მცენარეულმა კომპონენტებმა სიმპტომების გამწვავება გამოიწვიოს.
კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, დაუშვებელია უროსანით მკურნალობა 12 წლამდე ბავშვებშიც. რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, კვლევების ნაკლებობა ამ შემთხვევაშიც შეინიშნება, თუმცა უროსანის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ექიმს მაინც შეუძლია მიიღოს, რისკების შეფასების შემდეგ.
რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, როგორც წესი, ისინი ძალიან იშვიათად ვლინდება და ეს ჩამონათვალი საკმაოდ მოკლეა — კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ფაღარათი, გულძმარვა და შებერილობა.
უროსანი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ უროსანს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ეფექტიანობისა და შესანიშნავი ატანადობის დამსახურებით, უროსანი ექიმებისა და პაციენტების საყვარელი არჩევანია — ენდეთ მას და დაივიწყეთ შარდის ბუშტის ინფექციებით გამოწვეული დისკომფორტი.
8 აგვ 2025