აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ფლუიფორტი — მედიკამენტი, რომელიც ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება

უკან

ფლუიფორტი — მედიკამენტი, რომელიც ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება

5 აგვ 2025

ფლუიფორტი სიორფი ფასი პსპ-ში

 

სასუნთქი გზების ანთება და ნახველის დაგროვება მრავალი ადამიანისთვის ხშირი და დამღლელი პრობლემაა. სწორედ მათ მოსაგვარებლად შეიქმნა ფლუიფორტი (Fluifort) — მედიკამენტი, რომელიც გამოირჩევა ლორწოს გამათხელებელი, ამოსახველებელი და სასუნთქი გზების გამწმენდი მოქმედებით. ის ხელმისაწვდომია როგორც სიროფი, ისე პაკეტში დაფასოებული ფხვნილის ფორმით. პრეპარატის ორივე ვერსიის შეძენა შეგიძლიათ პსპ-ს აფთიაქებში და მათი ფასი დაახლოებით 30-35 ლარს შეადგენს.

ფლუიფორტის ორივე ფორმა ეფექტიანად გამოიყენება როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ბრონქიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, ფარინგიტის, რინიტის და სხვა მსგავს მდგომარეობათა სამკურნალოდ. სიროფი განსაკუთრებით შესაფერისია ბავშვებისთვის, ხოლო ფხვნილი — მოზრდილებისთვის.

როგორია ფლუიფორტის მიღების წესები და დოზირება?

ფლუიფორტის სიროფის და ფხვნილის დოზირება განსხვავდება ასაკისა და ფორმის მიხედვით. მედიკამენტის მიღებისას აუცილებელია ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინება, განსაკუთრებით კი ბავშვების შემთხვევაში.

ფლუიფორტი სიროფის სახით

მოზრდილები იღებენ ერთიანად 30 მლ-ს დღეში ერთხელ, ან ორ დოზად — 15 მილილიტრს.

ბავშვები:

  • 1-დან 5 წლამდე: 2.5 მლ ორჯერ დღეში.
  • 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5 მლ ორჯერ დღეში.

საჭიროებისამებრ, ექიმის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდაც დღეში სამ მიღებამდე. 

ფლუიფორტი ფხვნილის (პაკეტის) სახით

ფლუიფორტის ფხვნილი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და მიიღება დღეში ერთხელ ერთი პაკეტი. ფხვნილი იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში და საჭიროა კარგად მორევა. პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროსაც, რადგან მისი ბიოშეღწევადობა მაღალია და მეტაბოლიზმი უმეტესწილად თირკმელებში ხდება.

ფლუიფორტის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. პრეპარატი ეფექტიანად გამოიყენება როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მდგომარეობების შემთხვევაში — ზოგჯერ 4-დან 6 თვემდეც. საბოლოო გადაწყვეტილება მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ექიმმა უნდა მიიღოს.

 

ფლუიფორტე სიროფის ყიდვა პსპ-ში

რა უკუჩვენებები ახასიათებს მედიკამენტს?

ფლუიფორტს, ისევე, როგორც სხვა პრეპარატებს, გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია მკურნალობის დაწყებამდე.

ამ მედიკამენტის გამოყენება აკრძალულია იმ შემთხვევებში, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

  • ჰიპერმგრძნობელობა — ანუ ალერგიული რეაქცია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულოვანი დაავადება;
  • ორსულობა, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფლუიფორტის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემი პრეპარატის აქტიური ნივთიერების — კარბოცისტეინის ლიზინის მარილის დედის რძეში გადასვლის შესახებ.

ახალშობილებისთვის და 1 წლამდე ბავშვებისთვის კი ფლუიფორტის მიღება ასევე არ არის დაშვებული.

გარდა ამისა, სიროფი შეიცავს საქაროზას, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია და ფლუიფორტი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე გამოიყენონ.

გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ფლუიფორტი არის მედიკამენტი, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიცემა, გარკვეულ შემთხვევებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ფლუიფორტის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

 

ფლუიფორტი პაკეტის ყიდვა

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ფლუიფორტმა?

კლინიკური და პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფლუიფორტი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს და მას უმეტესად კარგად იღებს ადამიანის ორგანიზმი. თუმცა, შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები:

საჭმლის მომნელებელი სისტემა:

  • დიარეა;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • ღებინება;
  • მუცლის ტკივილი.

კანის და ალერგიული რეაქციები:

ნერვული სისტემა:

სასუნთქი სისტემა:

  • სუნთქვის ხანმოკლე გაძნელება.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში გამოვლენილა ჰიპოგეზიისა (გემოს დაქვეითება) და პაროსმიის (ყნოსვის შეცვლილი აღქმა) შემთხვევები. ეს მოვლენები კი უკავშირდებოდა ფლუიფორტის საშუალებით რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობას.

გაითვალისწინეთ, რომ, ფლუიფორტის გამოყენებისას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებისა, შეიძლება სხვა არასასურველი რეაქციებიც გამოვლინდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გავლა.

5 აგვ 2025