აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ფრისო — ჩვილთა კვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევი პრებიოტიკებითა და ნუკლეოტიდებით

უკან

ფრისო — ჩვილთა კვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევი პრებიოტიკებითა და ნუკლეოტიდებით

5 აგვ 2025

ფრისო გოლდი

ფრისო ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევია, რომელიც ნიდერლანდებში იწარმოება. ის პრებიოტიკებსა და ნუკლეოტიდებს შეიცავს. პსპ-ს აფთიაქებში ხელმისაწვდომია: ფრისო 1 გოლდი, ფრისო 2 გოლდი, ფრისო 3 გოლდი, ასევე ფრისო 1 ვომი კომფორტი და ფრისო 2 ვომი კომფორტი. 

რისგან შედგება ფრისო გოლდი და რისთვის არის კარგი? 

ფრისო გოლდი, სავაჭრო დასახელებაში 1, 2 და 3 ნუმერაციით, შესაბამისად, განკუთვნილია 0-დან 6 თვემდე, 6 თვიდან და 1 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის, იმ შემთხვევებში, როცა დედის რძე არ არის ხელმისაწვდომი ან მისი რაოდენობა არ არის საკმარისი. ეს ფორმულა შეიქმნა ისე, რომ მაქსიმალურად დაახლოებული იყოს დედის რძის შედგენილობასთან და ჩვილის სრულფასოვნად გამოკვება უზრუნველყოს.

ნარევში სპეციალურად დამუშავებული ცილები იოლად შეიწოვება ბავშვის ჯერ კიდევ ფორმირებად ორგანიზმში. პროპორცია შრატსა და კაზეინს შორის შეესაბამება დედის რძეს (60:40), რაც კუჭ-ნაწლავის დატვირთვას ამცირებს და უკეთეს ათვისებას ხელს უწყობს.

ფრისო გოლდი ასევე შეიცავს გალაქტოოლიგოსაქარიდებს, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის, განსაკუთრებით ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაცილების, ზრდასა და გამრავლებას. ეს კომპონენტები მონელების პროცესს აუმჯობესებს და ორგანიზმს საკვების უკეთ ათვისებაში ეხმარება.

ნუკლეოტიდები, რომლებიც ფორმულაში შედის, ჩვილის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის არის აუცილებელი. ისინი ასევე ხელს უწყობს ნაწლავის ეპითელიუმის განახლებას და ტვინის ფუნქციური აქტივობის სტიმულირებას.

ნარევი მდიდარია ლინოლეინისა და α-ლინოლეინის მჟავებით — ესენი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის განვითარებაში, კერძოდ კი მიელინის გარსის წარმოქმნაში, რაც ნერვული იმპულსების ეფექტიან გადაცემას უზრუნველყოფს.

ფრისო გოლდის ანტიოქსიდანტური კომპლექსი შედგება β-კაროტინისგან, ვიტამინ A-სა და C-სგან, ასევე სელენისგან, რომლებიც ჩვილის ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავს და იმუნურ დაცვას აძლიერებს.

დამატებით, ფორმულა შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა ტაურინი, ინოზიტოლი, ქოლინი და სელენი — ყველა ეს ნივთიერება ბავშვის ზოგად განვითარებას და მეტაბოლურ ბალანსს უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ ფრისო გოლდი არ შეიცავს გლუტენს, კრისტალურ შაქარს და გამდიდრებულია რკინით, რაც ჩვილს ანემიის თავიდან აცილებაში ეხმარება და ორგანიზმში ჟანგბადის უკეთ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

რისგან შედგება ფრისო ვომი კომფორტი და რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება იგი? 

ფრისო ვომი კომფორტი სპეციალურად შემუშავებული სამმაგი მოქმედების ადაპტირებულ ნარევია, რომელიც ჩვილთა კვებისთვისაა განკუთვნილი. ფრისო 1 ვომი კომფორტი და ფრისო 2 ვომი კომფორტი, შესაბამისად, 0-დან 6 თვემდე, 6 თვიდან ზევით ასაკის ბავშვებში გამოიყენება, რეფლუქსისა და ნაწლავური პრობლემების შემთხვევაში.

ნარევის ანტირეფლუქსური მოქმედება მასში შემავალი კერატის ხის წებოვანი ნივთიერების საშუალებით არის მიღწეული. კერატის ხე ტროპიკული მცენარეა, რომლის ნაყოფი კაკაოს წააგავს. იგი ხასიათდება უნიკალური თვისებით – ცხელი წყლის ზემოქმედებით წარმოქმნის ჟელატინისმაგვარ მასას, რომელიც ნარევის სტრუქტურას ამაგრებს. ბრინჯის სახამებლისგან განსხვავებით, კერატის ხის შემადგენლობა არ მიიჩნევა საკვებ დანამატად – ის არ შეიწოვება, და მოუნელებლად გადის ნაწლავების სიგრძეზე. საბოლოოდ, ის ფერმენტირდება მსხვილ ნაწლავში, პირობით-პათოგენური ბაქტერიების მიერ.

რეფლუქსის შემთხვევაში, ამ სახით შესქელებული ნარევი ღებინების სიხშირესა და სიმწვავეს ამცირებს, ასევე კუჭის მჟავიანობას (pH) აბალანსებს.

ყაბზობის დროს კერატინის მიერ წარმოქმნილი ჟელატინური მასა არბილებს განავალს, ამსუბუქებს მის გადაადგილებას ნაწლავებში და ამცირებს დისკომფორტს. მსხვილ ნაწლავში ფერმენტაციის შედეგად, ფეკალური მასა ხდება რბილი, რაც ხელს უწყობს შეკრულობის შემსუბუქებას და ამცირებს სპაზმურ ტკივილებსა და გაზების დაგროვების ალბათობას.

ფრისო ვომი, ფრისო გოლდის მსგავსად, გამდიდრებულია ნუკლეოტიდებითა და პრებიოტიკებით, რაც ხელს უწყობს ჩვილის იმუნური სისტემის განვითარებას და ჯანსაღი მიკროფლორის ჩამოყალიბებას. მას აქვს დადასტურებული კლინიკური ეფექტი და რეკომენდებულია ევროპის პედიატრიული გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის საზოგადოების (ESPGHAN) მიერ.

 

ფრისო მომზადების დოზა

ფრისო გოლდის მომზადების წესი და დოზები სხვადასხვა ასაკისთვის 

ნარევის მოსამზადებლად, პირველ რიგში, დაიბანეთ ხელები და სათანადოდ გაასუფთავეთ ყველა ის ნივთი, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ. უზრუნველყავით ბოთლების, საწოვარებისა და საზომი კოვზის სრულფასოვანი სტერილიზაცია — მოათავსეთ ისინი მდუღარე წყალში მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში.

შემდეგ, აადუღეთ წყალი და დააცადეთ დაახლოებით 40°C-მდე გაგრილება.

საჭირო რაოდენობის შეგრილებული წყალი ჩაასხით ბოთლში და თითოეულ 30 მლ წყალზე დაამატეთ ზუსტად ერთი საზომი კოვზი ფხვნილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ კოვზი მშრალი და სუფთა იყოს.

ბოთლს დაახურეთ საწოვარა და ფრთხილად შეანჯღრიეთ, სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება და ნარევი ერთგვაროვან მასად არ იქცევა.

დარწმუნდით, რომ ნარევი გაგრილდა სხეულის ტემპერატურამდე — დაახლოებით 37°C-მდე — და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ჩვილის კვება.

მომზადებული ნარევი აუცილებლად გამოიყენეთ ერთი საათის განმავლობაში.

 

ფრისო 1 გოლდი:

წონა / ასაკი

კვება/დღეში

წყალი (მლ)

კოვზი (ც.)

<3 კგ / 0–2 კვირა

7

60

2

3–4 კგ / 2–4 კვირა

6

90

3

4–5 კგ / 1–2 თვე

5–6

120

4

5–6 კგ / 2–4 თვე

5

150

5

>6 კგ / >4 თვე

5

180

6

1 საზომი კოვზი უდრის 4,3 გრამს. 100 მლ ნარევის მოსამზადებლად 90 მლ წყალს 3 საზომი კოვზი ფხვნილი დაუმატეთ.

 

ფრისო 2 გოლდი:

ასაკი (თვე)

კვება/დღეში

წყალი (მლ)

კოვზი (ც.)

6–8

4

180

6

>8

3

180

6

1 საზომი კოვზი უდრის 5,0 გრამს. 100 მლ ნარევის მოსამზადებლად 90 მლ წყალს 3 საზომი კოვზი ფხვნილი დაუმატეთ.

 

ფრისო 3 გოლდი:

ბავშვის წონა/ასაკი

კვების სიხშირე დღეში

წყალი (მლ)

კოვზის რაოდენობა

12<

3

180

6

1 საზომი კოვზი უდრის 5,5 გრამს. 100 მლ ნარევის მოსამზადებლად 90 მლ წყალს 3 საზომი კოვზი ფხვნილი დაუმატეთ.

 

ფრისო მომზადების წესი

ფრისო ვომ კომფორტის მომზადების წესი და დოზები 

ნარევის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია, დაიბანოთ ხელები და კარგად გაასუფთავოთ ყველა ნივთი, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ. ეს ნივთები უნდა გაასტერილოთ მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში, რათა მიკრობული დაბინძურება თავიდან აიცილოთ.

შემდეგ, აადუღეთ წყალი და დააცადეთ დაახლოებით 40 გრადუს ცელსიუსამდე გაცივება.

ბოთლში ჩაასხით საჭირო რაოდენობის გაგრილებული წყალი და დაამატეთ 1 საზომი კოვზი ფხვნილი ყოველ 30 მლ წყალზე.

დაამაგრეთ საწოვარა ბოთლზე და კარგად შეანჯღრიეთ, სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება და ნარევი ერთგვაროვანი არ გახდება.

კვება დაიწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნარევი სხეულის ტემპერატურამდე, ანუ დაახლოებით 37 გრადუს ცელსიუსამდე გაგრილდება.

მომზადებული ნარევი გამოიყენეთ 1 საათის განმავლობაში და არასდროს შეინახოთ დარჩენილი მასა მომდევნო კვებისთვის.

 

ფრისო 1 ვომ კომფორტი:

ბავშვის წონა/ასაკი

კვების სიხშირე დღეში

წყალი (მლ)

საზომი კოვზების რაოდენობა

<3 კგ / 0–2 კვირა

7

60

2

3–4 კგ / 2–4 კვირა

6

90

3

4–5 კგ / 1–2 თვე

5–6

120

4

5–6 კგ / 2–4 თვე

5

150

5

>6 კგ / >4 თვე

5

180

6

 

ფრისო 2 ვომი კომფორტი (6-12 თვე):

ბავშვის წონა/ასაკი

კვების სიხშირე დღეში

წყალი (მლ)

კოვზის რაოდენობა

6–8

4

180

6

>8

3

180

6

ორივე შემთხვევაში, 1 საზომი კოვზი უდრის 4,3 გრამს. 100 მლ ნარევის მოსამზადებლად 90 მლ წყალს 3 საზომი კოვზი ფხვნილი დაუმატეთ.



5 აგვ 2025