ქოლესფიტოლი — საკვები დანამატი სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად
30 ივნ 2025

ქოლესფიტოლი ბელგიაში წარმოებული საკვები დანამატია, რომელიც ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. ქოლესტერინის დასაწევი საშუალება 240 მგ წითელ საფუვრიან ბრინჯის (Monascus purpureus) ფხვნილს, მათ შორის 10 მგ მონაკოლინ K-ს, ასევე 25 მგ ზეთისხილის ნაყოფის (Olea europaea) მშრალ ექსტრაქტს შეიცავს, რომელიც სტანდარტიზებულია 5 მგ ჰიდროქსიტიროსოლზე და არ შეიცავს ციტრინინს.
საკვებ დანამატში ასევე ასევე შედის: სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავები, მაგნიუმის მარილები, პოლივინილის სპირტი, ტალკი, მაკროგოლი, პოლისორბატი; კარმინები და რკინის ოქსიდი.
PSP-ში ქოლესფიტოლი რეცეპტის გარეშე გაიცემა. აფთიაქების ქსელში საკვები დანამატის 28-ტაბლეტიანი შეფუთვაა ხელმისაწვდომი.
ქოლესფიტოლი ორგანიზმში ქოლესტერინის ჯანსაღი დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევა.
პროდუქტის ეფექტიანობა რამდენიმე აქტიურ კომპონენტზეა დაფუძნებული. მათ შორის მთავარი როლი წითელ საფუვრიან ბრინჯს ენიჭება — კერძოდ, ფერმენტირებულ ბრინჯს (Monascus purpureus), რომელიც ბუნებრივად წარმოქმნილ მონაკოლინ K-ს შეიცავს. ეს ნივთიერება ორგანიზმს „ცუდი“ ქოლესტერინის გამოდევნაში და ამ გზით მისი დონის შემცირებაში უწყობს ხელს.
ქოლესტერინის დამწევი საკვები დანამატის მნიშვნელოვანი კომპონენტია ზეთისხილის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტიც. ის მდიდარია ჰიდროქსიტიროსოლით — ბუნებაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტით. ჰიდროქსიტიროსოლი LDL-ქოლესტერინის დაჟანგვას ამცირებს, რაც თავის მხრივ, სისხლძარღვების კედლებზე მის დაგროვებას უშლის ხელს. ეს არის პროცესი, რომელიც ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების რისკს ზრდის.

ქოლესფიტოლი არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან ამ მდგომარეობებში მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა უცნობია.
ასევე, პროდუქტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის. აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში ქოლესტერინის დონის კორექცია სპეციალისტის მკაცრ კონტროლს საჭიროებს და ამ საშუალების მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დანიშვნას. გაითვალისწინეთ, ქოლესფიტოლის გამოყენება ამ ასაკში შესაძლოა არასასურველ გვერდით ეფექტებთან იყოს დაკავშირებული.
ქოლესფიტოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ შემთხვევებში:

მიღების რეკომენდებული წესი და დოზირება შემდეგნაირია: 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
საკვები დანამატის ეფექტიანობის სრულად წარმოსაჩენად რეკომენდებულია მისი ყოველდღიური, უწყვეტი მიღება მინიმუმ 12 თვის განმავლობაში. მკურნალობის ეფექტი შეიძლება თვალსაჩინო გახდეს რამდენიმე თვის შემდეგ, თუმცა მაქსიმალური სარგებელი, როგორც წესი, ერთი წლის შემდეგ ვლინდება.
ქოლესფიტოლის რეგულარული მიღება და ექიმთან ერთად მკურნალობის პროცესის მონიტორინგი თერაპიის ინდივიდუალური შერჩევის საშუალებას იძლევა და შესაძლო გვერდითი ეფექტების დროულად გამოვლენას უზრუნველყოფს.
30 ივნ 2025