ქრონოფერი — ეფექტიანი პრეპარატი რკინადეფიციტური ანემიის დროს
8 აგვ 2025

ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის გართულება, ფერმკრთალი კანი და სხვა სიმპტომები, შესაძლოა, ორგანიზმში რკინის დეფიციტზე მიგვანიშნებდეს.
ამ დროს ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი დანიშნულება აუცილებელია. სააფთიაქო ქსელებში ერთ-ერთი მედიკამენტი რკინადეფიციტული ანემიის დროს, ან პროფილაქტიკისთვის — ქრონოფერია.
ქრონოფერი — იტალიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც შექმნილია რკინის დეფიციტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ქრონოფერი აქტიური კომპონენტების სახით შეიცავს რკინის ბისგლიცინატს, რკინის სულფატს, რკინის პიროფოსფატსა და ასკორბინის მჟავას.
ამ შედგენილობით პრეპარატი არ იწევს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას, შეიწოვება უფრო ეფექტურად, უზრუნველყოფს რკინის სწორ გადანაწილებას და მობილიზაციას ორგანიზმში, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, ასტიმულირებს იმუნურ ფუნქციას და სხვა. მაგალითად:
რკინის ბისგლიცინატი არ იწვევს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას, რადგან კუჭში მოხვედრისას არ მონაწილეობს ჰიდროლიზში, რკინის იონები ხვდებიან პირდაპირ ციტოპლაზმაში, შედეგად კი, არ რჩება თავისუფალი Fe++ იონების სახით, ამგვარად არასასურველ გვერდით მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოირიცხება და დოზის გადაჭარბებით მიღების შემთხვევაშიც არ იქმნება საფრთხე.
რაც შეეხება რკინის სულფატს, ჰემოპოეზური მოქმედების მოხდენით, იგი ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს. რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს კი, სუბსტრატულად უზრუნველყოფს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ამავდროულად მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას ახდენს და ცილების კარგად ათვისებასაც უწყობს ხელს.
რკინის პიროფოსფატი კი, ტრანსპორტული, გადამტანი მოდულატორია. იგი ხელს უწყობს რკინის მობილიზაციას ორგანიზმში და უზრუნველყოფს რკინის სწორ გადაადგილებას ტრანსფერინსა და ფერიტინს შორის.

ჩვენებები, როდესაც მკურნალმა ექიმმა ქრონოფირი შეიძლება დაგინიშნოთ შემდეგია:
ქრონიფირის გამოყენების წესი და დოზირება უნდა გამოგიწეროთ თქვენმა მკურნალმა ექიმმა ჩივილის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ანოტაციაში კი, შემდეგი რეკომენდაციაა:
ქრონოფერის უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
8 აგვ 2025