აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

შვეიცარიული ხარისხი და სიზუსტე - Microlife-ის არტერიული წნევის საზომი აპარატები

უკან

შვეიცარიული ხარისხი და სიზუსტე - Microlife-ის არტერიული წნევის საზომი აპარატები

17 ივნ 2025

Microlife-ის არტერიული წნევის საზომი

მაღალი ან დაბალი წნევა ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს, განსაკუთრებით შუა და ხანდაზმულ ასაკში. სწორედ ამიტომ, სახლის პირობებში წნევის კონტროლი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელ პირობას წარმოადგენს… დღესდღეობით კი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდი, რომელიც წნევის მონიტორინგის მიმართულებით წამყვან პოზიციას იკავებს მსოფლიო ბაზარზე, არის Microlife.

Microlife — ბრენდი, რომელსაც ენდობიან ექიმები და პაციენტები

Microlife არის შვეიცარიული კომპანია, რომელიც 1981 წელს დაარსდა და დღეს გლობალური ლიდერია სამედიცინო დიაგნოსტიკური მოწყობილობების წარმოებაში. კომპანიის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს არტერიული წნევის მონიტორინგის, ცხელების კონტროლისა და სასუნთქი გზების ჯანმრთელობის მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარება.

ამ ყველაფერს კი საფუძვლად უდევს სამეცნიერო და კლინიკური კვლევების მდიდარი ნუსხა. შესაბამისად, ბრენდის თითოეული პროდუქტი მაღალი სიზუსტით, სანდოობითა და გრძელვადიანი გამძლეობით გამოირჩევა. 

მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ ბრენდის კონცეფცია ოთხ მთავარ პრინციპზე დგას, რომელთაგან თითოეული ხანგრძლივი წარმატების გარანტია: სიზუსტე, სანდოობა, გამძლეობა და პრაქტიკულობა, შვეიცარიული ხარისხი.

 

ელექტრო წნევის აპარატი

როგორ გამოვიყენოთ Microlife-ის ელექტრო წნევის აპარატი სწორად?

როგორც კონცეფციის ნაწილში აღვნიშნეთ, სიმარტივე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რაც ბრენდის თითოეულ პროდუქტში პრაქტიკულად ჩანს. ამრიგად, Microlife-ის ელექტრონული წნევის აპარატებიც იოლად გამოსაყენებელია, თუმცა შედეგის სიზუსტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა:

  1. სწორად მოემზადეთ წნევის გაზომვამდე — ეს ნიშნავს, რომ გაზომვამდე მინიმუმ 30 წუთით არ უნდა მიიღოთ კოფეინი, სიგარეტი ან ალკოჰოლი. სასურველია, თავი აარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას და მოდუნდეთ.
  2. შეარჩიეთ სწორი პოზიცია — ზოგადად, წნევის გაზომვისას რეკომენდებულია მჯდომარე პოზიცია. მიეყრდენით საზურგეს, ფეხებს ნუ გადააჯვარედინებთ. ხელის მტევანი კი, რომელზეც აპარატი გიკეთიათ, მაგიდის ზედაპირზე დადეთ.
  3. სწორად გაიკეთეთ მანჟეტი — ის იდაყვის ზემოთ, 2 სანტიმეტრის დაშორებით უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, არც ძალიან მჭიდროდ გადაიჭიროთ და არც მეტისმეტად მსუბუქად შემოიხვიოთ. ასევე, საჰაერო მილაკი ხელის შიდა მხარეს მოათავსეთ.
  4. არ ილაპარაკოთ წნევის გაზომვისას — პროცესში თავი შეიკავეთ ყოველგვარი მოძრაობისა და საუბრისგან, რადგან შესაძლოა, ამან შედეგის სიზუსტეზე იქონიოს გავლენა.
  5. დაიცავით რუტინა — რეკომენდაციების მიხედვით, წნევა დღეში ორჯერ, ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ; მაგალითად, დილას გაღვიძების შემდეგ და საღამოს, ძილის წინ. აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი, რათა ექიმმა სწორი დიაგნოზი დასვას და თერაპია მართოს.

წნევის აპარატი

რამდენ ხანში უნდა გამოცვალოთ აპარატის მანჟეტი?

მანჟეტი წნევის აპარატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ძველდება. მისი შეცვლის საჭიროება კი დამოკიდებულია გამოყენების სიხშირესა თუ მოვლის ხარისხზე:

  • საშუალოდ რეკომენდებულია მისი გამოცვლა 1.5-დან 2 წელიწადში ერთხელ;
  • თუ აპარატით რამდენიმე ადამიანი სარგებლობს, მანჟეტი უფრო ხშირად უნდა განახლდეს;
  • ვიზუალური დაზიანება, გახეხილი ან გაწყვეტილი სამაგრი, სილიკონის მილაკის დაზიანება ან გაზომვის სიზუსტის დაკარგვა — ეს ყველაფერი მანჟეტის შეცვლის პირდაპირი მიზეზებია.

 

წნევის აპარატი

რატომ უნდა აირჩიოთ Microlife?

Microlife-ის აპარატები განსაკუთრებულად გამოირჩევა თავისი უნიკალური AFIB ტექნოლოგიით, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების გადამწყვეტი რისკების პრევენციას. აპარატი არა მხოლოდ წნევას ზომავს, არამედ მაღალი სიზუსტით აფიქსირებს ფიბრილაციის პირველ ნიშნებს, რაც გულის არარეგულარული რიტმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში ფორმაა. ასეთი გაფრთხილება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დროული დიაგნოსტიკისა და გულ-სისხლძარღვთა სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ამასთან, ბრენდის სანდოობას ამყარებს მისი მჭიდრო პარტნიორობა წამყვან სამედიცინო ინსტიტუტებთან. მაგალითად, Microlife აქტიურად თანამშრომლობს ბაზელის უნივერსიტეტთან და სხვა კლინიკურ დაწესებულებებთან, რაც საშუალებას აძლევს, მუდმივად განავითაროს და დახვეწოს საკუთარი პროდუქტები თანამედროვე მედიცინის მოთხოვნების შესაბამისად. სხვა სიტყვებით, ამგვარი თანამშრომლობები გარანტიას იძლევა, რომ Microlife-ის მიერ წარმოებული მოწყობილობები ეფუძნება უახლეს სამეცნიერო მიგნებებსა თუ რეალურ გამოცდილებას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, Microlife-ის აპარატები იდეალურად ერგება ნებისმიერ მომხმარებელს. მათი ეკრანი ფართო, ნათელი და ადვილად გარჩევადია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისთვის ან მათთვის, ვისაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. აპარატის მენიუ მარტივად გასაგებია, გაზომვის პროცესი კი — მაქსიმალურად კომფორტული.

რაც მთავარია, Microlife-ის წნევის აპარატების უმეტესობა არის კლინიკურად დამოწმებული მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით — მათ შორის BHS (ბრიტანული ჰიპერტენზიის საზოგადოება), ESH (ევროპული ჰიპერტენზიის საზოგადოება) და AAMI (ამერიკული სამედიცინო ინსტრუმენტების ასოციაცია). ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მოდელი გამოდის ბაზარზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლის მრავალსაფეხურიან ტესტირებას და უმაღლესი დონის სიზუსტესა თუ სანდოობას ავლენს.



17 ივნ 2025