ცეფანორმი – ბუნებრივი საშუალება ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად
6 აგვ 2025

მუდმივი დაღლილობა, განწყობის ხშირი ცვალებადობა, მკერდის მგრძნობელობა, არარეგულარული ციკლი – ბევრი ქალისთვის ეს ნიშნები კარგად ნაცნობია. ხშირად ამ სიმპტომების მიზეზი ჰორმონალური დისბალანსია, განსაკუთრებით კი – პროლაქტინის დონის ცვლილება. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას უზრუნველყოფს მცენარეული მედიკამენტი ცეფანორმი.
ცეფანორმი ანტიჰიპერპროლაქტინემიური პრეპარატია, რომლის ძირითადი მოქმედი ნივთიერება Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტია. ეს ნივთიერება საუკუნეების განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ქალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
ცეფანორმი მოქმედებს ჰიპოფიზზე, რომელიც ორგანიზმში პროლაქტინის გამოყოფას აკონტროლებს. როდესაც პროლაქტინის დონე მაღალია, პრეპარატი მის სეკრეციას ამცირებს. ხოლო პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევაში, ცეფანორმი მის ნორმალიზებას უზრუნველყოფს.
ცეფანორმის გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგ შემთხვევებში:
კლიმაქსის დროს მედიკამენტი ჰორმონების რეგულირებით ამსუბუქებს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ალები, უძილობა, გაღიზიანება და ემოციური ლაბილობა.

მედიკამენტი ასევე ინიშნება ყვითელი სხეულის უკმარისობისა და ჰორმონალური მიზეზით გამოწვეული უნაყოფობის დროს. საქმე ისაა, რომ ყვითელი სხეული მენსტრუალური ციკლის მეორე, ლუთეინურ ფაზაში გამოყოფს პროგესტერონს – ჰორმონს, რომელიც ოვულაციის შემდგომ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის შენარჩუნებასა და მის ჯირკვლოვან ქსოვილად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაცია და ორსულობის შენარჩუნება მოხდეს.
პროლაქტინის მაღალი დონე თრგუნავს ყვითელი სხეულის ფორმირებას, შესაბამისად, პროგესტერონის წარმოქმნას. ცეფანორმი კი პროლაქტინის დონის დარეგულირებით, ხელს უწყობს ლუთეინური ფაზის ნორმალურ განვითარებას, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ზრდის დაორსულების შანსს.
მედიკამენტის რეკომენდებული დოზაა 1 კაფსული დღეში ერთხელ. მისი მიღება სასურველია ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 თვეა, მენსტრუალური სისხლდენის დღეების გამოტოვების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ცეფანორმი ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია, მისი გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში არ არის რეკომენდებული. ესენია:
გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ცეფანორმის გამოყენება დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს მედიკამენტის ეფექტიანობა.
ასე რომ, თუ გაწუხებთ არარეგულარული ციკლი, წინამენსტრუალური სიმპტომები, მასტოპათია ან ჰორმონალური დარღვევებით განპირობებული უნაყოფობა, შესაძლოა, ცეფანორმი სწორედ ის ბუნებრივი საშუალება აღმოჩნდეს, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ექიმთან დროული ვიზიტი და ზუსტი დიაგნოზი გამოჯანმრთელების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობებია.
6 აგვ 2025