ხერხემლის თიაქარი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
13 ნოე 2024

მალთაშუა თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხემლის დაავადებაა, რომელიც წარმოადგენს ხერხემლის არხში მალთაშუა დისკის ბირთვის პროტრუზიას და გამოხატულია ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ:
ზომების მიხედვით გამოიყოფა:
მალთაშუა თიაქარი გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, თუმცა უფრო ხშირია კაცებში. ძირითადად გავრცელებულია 30-50 წლის ადამიანებში.
ხერხემალი შედგება მალებისგან და მალთაშუა დისკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სახსროვან-მყესოვანი აპარატით. თავად მალთაშუა დისკი კი შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე ჟელესებრი სტრუქტურის მქონე პულპოზური ბირთვისგან.
ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკზე ჩნდება ნაპრალები, ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და დატვირთვის შემთხვევაში, მისგან ნაწილობრივ ან სრულად გამოიდევნება ჟელესმაგვარი პულპოზური მასა. სწორედ ეს გახლავთ ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, რომელმაც ადამიანი შესაძლოა, ხერხემლის პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც კი მიიყვანოს.
თიაქარი გახლავთ პათოლოგიური მდგომარეობა, რა დროსაც ორგანოები იცვლიან ადგილს და კანქვეშ გამოდიან. თიაქარის გაჩენა შეიძლება უკავშირდებოდეს ასაკს, მემკვიდრეობით წინასწარგანწყობას, მუცლის კედლის ტრავმას, მუცლის წინა კედლის ნერვებისა ან სისხლძარღვების დაზიანებას, პოსტოპერაციულ ნაწიბურს.
გარდა ამისა ხერხემლის თიაქარის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს ხერხემლის ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი ლორდოზი, და კიფოზი.
მალთაშუა თიაქრის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე:
დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია თიაქარის ლოკალიზაციაზე:
კისრის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს:
გულმკერდის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს:
წელის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს:
ხერხემლის თიაქრის სიმპტომებს ახასიათებს:
თიაქრის ყველაზე ხშირი გართულებაა ჩაჭედვა ან ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, რაც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებს.
გარდა ამისა დაავადების გართულების შემთხვევაში შეიძლება, გამოვლინდეს პარეზი - არასრული ან ნაწილობრივი დამბლა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მალთაშუა დისკი სკდება, მისგან გამოდევნილი პულპოზური მასა მთლიანად ავსებს მალთაშუა ხვრელს და სრულ ზეწოლას ახდენს იქ მდებარე სისხლძარღვებზე და ნერვულ დაბოლოებებზე.
მალთაშუა დისკის თიაქარმა შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის დაზიანება (მიელოპათია). ზურგის ტვინის დაზინებას თან ახლავს კიდურების სრული უმოძრაობა, მგრძნობლობის სრული დარღვევა და შარდვისა და ნაწლავის ფუნქციების მოშლა.
დაავადების დიაგნოსტიკა ხდება ექიმი-ნევროლოგის მიერ. ხშირად საჭირო ხდება ნეიროქირურგის და მანუალური თერაპევტის კონსულტაციაც.
მკურნალობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს:
ხერხემლის თიაქრის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ თერაპიასა და ფიზიოთერაპიას. მაგალითად, სპეციალისტები ასეთ დროს ხშირად ნიშნავენ პრეპარატ ქონდროსპეის, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. პრეპარატი აძლიერებს მყესებს და კუნთოვან სისტემას, შედეგად აუმჯობესებს სახსრების და ხრტილოვანი უბნების ქმედითუნარიანობას.
ასევე ეფექტიანია დაავადების მართვის პროცესში სამკურნალო ვარჯიშებისა და მასაჟების ჩართვა. როდესაც დაავადება არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
როგორც თერაპიის პერიოდში, ასევე პოსტოპერაციულად რეკომენდებულია სპეციალური ქამრების ტარება, რომელსაც აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები ხერხემლის სვეტისა და დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად. ეს ქამრები ამცირებენ დატვირთვას ხერხემალზე, ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებას.
მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ჰომეოპათიაც. იგი ემყარება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, დეტოკსიკაციას და ორგანიზმის დამცველობითი უნარების სტიმულაციას. ამის შედეგად ხდება დისკის სტრუქტურის აღდგენა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული ტკივილების მოხსნა.
ქირურგიული ჩარევა უალტერნატივოა ისეთი მძიმე გართულებების საპროფილაქტიკოდ, როგორიცაა თიაქრის ჩაჭედვა, ანთება და სხვა. რაც ადრე ჩატარდება ოპერაცია, გართულებების განვითარების რისკიც მით უფრო ნაკლებია.
რაც შეეხება ჩაჭედილ თიაქარს, მისი მკურნალობის მეთოდი მხოლოდ ოპერაციულია. ოპერაცია უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ (ჩაჭედვიდან პირველ 2 საათში), სასიცოცხლო ჩვენებით.
ხერხემლის მალთაშუა თიაქარის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია: სიმძიმეების აწევისგან თავის არიდება, სწორი ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა, დაბალანსებული კვება, თამბაქოსგან და ალკოჰოლისგან თავის შეკავება, წონის კორექცია, ასევე, ანთებითი პროცესების და სხვა დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.
13 ნოე 2024