ხოლუდექსანი: მედიკამენტი ღვიძლის დაცვისა და გაჯანსაღებისთვის
30 ოქტ 2025

ხოლუდექსანი (Choludexan) ღვიძლის დამცავი პრეპარატია, რომელიც ამ ორგანოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. მას ხშირად ნიშნავენ ქოლესტერინული კენჭების, ქოლესტაზის და ღვიძლის სხვა დაავადებისა თუ დაზიანების დროს.
ქართულ ბაზარზე ხოლუდექსანი 300 მგ. კაფსულების ფორმით არის ხელმისაწვდომი და ძირითადად ამ დოზირებით გვხვდება. ხელმისაწვდომი არ არის ხოლუდექსანის სიროფი ან ტაბლეტები.
ეს პრეპარატი აფთიაქებიდან რეცეპტით გაიცემა და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. ხოლუდექსანი პსპ-ს ონლაინ აფთიაქშიც შეგიძლიათ შეიძინოთ. მოდით, მანამდე პრეპარატთან დაკავშირებული დეტალები მიმოვიხილოთ.
ხოლუდექსანი მედიკამენტია, რომელიც ღვიძლის სამკურნალოდ და დასაცავად გამოიყენება. იგი ნაღვლის წვენის გამოყოფას აძლიერებს და მის ტოქსიკურობას ამცირებს. ამავდროულად, აქვეითებს ქოლესტერინის წარმოქმნასა თუ შეწოვას, შედეგად კი ქოლესტერინის კენჭების დაშლას უწყობს ხელს და ახალი კენჭების წარმოქმნას აბრკოლებს. გარდა ამისა, პრეპარატი ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს და ამ ორგანოში იმუნურ რეაქციებს ამშვიდებს, ეს კი ღვიძლის ჯანმრთელ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ამ ყველაფერს პრეპარატის მოქმედი ნივთიერება, ურსოდეზოქსიქოლის მჟავა, აკეთებს.
ეს წამალი არაერთი მდგომარეობის დროს გამოიყენება, ანუ ხოლუდექსანის ჩვენებებია:
ეს წამალი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული ხართ (დამხმარე ნივთიერებები უმჯობესია ანოტაციაში გადაამოწმოთ). ხოლუდექსანით მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის მაშინაც, თუ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადება გაქვთ.
დაზუსტებული არ არის, რამდენად უსაფრთხოა ეს წამალი ორსულობის ან ლაქტაციის დროს. უცნობია, აღწევს თუ არა იგი დედის რძეში, ამიტომ უმჯობესია, ხოლუდექსანის მიღებისას ძუძუთი კვება შეწყდეს. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში არაჰორმონული კონტრაცეფციული საშუალებები უნდა გამოიყენონ ან ესტროგენის დაბალი შემცველობის პერორალურ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს მიმართონ.
ცნობილია, რომ ხოლუდექსანი ზოგიერთ პრეპარატთან ურთიერთქმედებს, მათ შორის ესტროგენებთანაც. ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებს (განსაკუთრებით კლოფიბრატს), ესტროგენებს, ნეომიცინს ან პროგესტინებს შეუძლია ნაღვლის წვენის ქოლესტერინით შევსება გააძლიეროს. ეს პრეპარატს ხელს შეუშლის, რომ ნაღვლის ქოლესტერინული კენჭები ეფექტიანად დაშალოს. საგულისხმოა ისიც, რომ პრეპარატის შეწოვას ხელს უშლის ანტაციდები, რომლებიც ალუმინის იონებს და იონმცვლელ კუპრს (ქოლესტირამინს) შეიცავს.
გაითვალისწინეთ, რომ ხოლუდექსანის ეფექტიანობა პაციენტის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული, ექიმები კი ამ წამლის დანიშვნამდე არაერთ ფაქტორს ითვალისწინებენ. იმისათვის, რომ ნაღვლის კენჭები ეფექტიანად დაიშალოს, ისინი სუფთად ქოლესტერინული უნდა იყოს, არ იძლეოდეს ჩრდილს რენტგენოგრამაზე და ზომით 15-20 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ნაღვლის ბუშტის ფუნქცია მთლიანად უნდა იყოს შენარჩუნებული, ხოლო კენჭებით კი — მაქსიმუმ ნახევრად იყოს შევსებული. საჭიროა, რომ ბუშტის სადინარის გამტარობა შენარჩუნებული იყოს, ხოლო ნაღვლის საერთო სადინარი კი — კენჭებისაგან თავისუფალი.
მკურნალობის ეფექტიანობის კონტროლისთვის რეკომენდებულია, რომ 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ხოლუდექსანის კაფსულები დღე-ღამეში ერთხელ (ძილის წინ) ან ორჯერ მიიღება. კაფსული მთლიანად უნდა გადაყლაპოთ ჭიქა წყლის მიყოლებით.
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას, ასევე ნაღვლის კენჭების დაშლის მიზნით ხოლუდექსანი ხანგრძლივად მიიღება დღე-ღამეში 10-15 მილიგრამი ოდენობით სხეულის მასის თითო კილოგრამზე (ანუ 10-15 მგ./კგ. დოზით). ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას პრეპარატი რამდენიმე თვით ინიშნება, ნაღვლის კენჭების დასაშლელად კი — 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. ამ ხანგრძლივობას ექიმი ადგენს. თუკი მკურნალობის დაწყებიდან 12 თვეში ნაღვლის კენჭები ნაწილობრივ მაინც არ დაიშალა, მისი გაგრძელება მიზანშეწონილი აღარ იქნება.
განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკისათვის ხოლუდექსანი 300 მგ. დოზით (ანუ თითო კაფსული) მიიღება დღე-ღამეში 2-ჯერ, რამდენიმე თვით (საშუალო ხანგრძლივობა 3 თვეა).
ეს წამალი 300 მგ. დოზით ინიშნება ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდაც. კაფსული ძილის წინ მიიღება, მკურნალობის ხანგრძლივობა კი, როგორც წესი, 10-14 დღეა.
სხვა პრეპარატების მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ხოლუდექსანმაც გამოიწვიოს. შეიძლება განვითარდეს დიარეა, რაც დოზაზეა დამოკიდებული. იშვიათია ნაღვლის კენჭების ჩაკირვა და ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. თუკი უსიამოვნო სიმპტომები ძალიან შეგაწუხებთ ან მკურნალობასთან ერთად თავისით არ გაივლის, უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
ხოლუდექსანი 300-ის ფასი შეიძლება ცვალებადი იყოს. ეს სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეა დამოკიდებული, ამიტომ უმჯობესია, იგი შეძენამდე შეამოწმოთ შესაბამის ვებსაიტებზე. ხოლუდექსანის ფასი, პსპ-ს ფილიალებში მისი ხელმისაწვდომობა და სხვა დეტალები შეგიძლიათ PSP-ს ონლაინ აფთიაქში მოიძიოთ.
პრეპარატი მშრალ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ, ოთახის ტემპერატურაზე. წამლის ვარგისიანობის ვადა გამოშვებიდან 3 წელია. გამოშვების თარიღი წამლის შეფუთვაზე უნდა გადაამოწმოთ.
30 ოქტ 2025