აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ხოფიტოლი – ბუნებრივი საშუალება ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციონირების მხარდასაჭერად

უკან

ხოფიტოლი – ბუნებრივი საშუალება ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციონირების მხარდასაჭერად

7 აგვ 2025

ხოფიტოლი ანოტაცია

 

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობა ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია. ცინარას ფოთლების ექსტრაქტზე დაფუძნებული პრეპარატი ხოფიტოლი წარმოადგენს ბუნებრივ, მცენარეულ საშუალებას, რომელიც სწორედ ამ ორგანოების ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული მედიკამენტი ნაღველმდენი, ჰეპატოპროტექტული და დეტოქსიკაციური მოქმედებით ხასიათდება. იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას და ღვიძლის უჯრედების ფუნქციური აქტივობის ზრდას.

ხოფიტოლი პსპ-ს აფთიაქებში დრაჟეებისა და სიროფის ფორმით არის წარმოდგენილი. მყარი ფორმის პრეპარატის ერთ შეფუთვაში 60 დრაჟეა, შინაგანი გამოყენების ხსნარის ერთ ფლაკონში კი - 120 მილილიტრი სიროფი. ორივე მათგანი ურეცეპტოდ გაიცემა.

რისთვის იყენებენ მცენარეულ პრეპარატს?

ხოფიტოლი არის მცენარეულ კომპონენტებზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელსაც ხშირად მიმართავენ ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და თირკმლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად. მისი ძირითადი მოქმედება განპირობებულია ცინარას ფოთლების ექსტრაქტით, რომელიც ნაღველმდენი, ჰეპატოპროტექტორული და მსუბუქი შარდმდენი თვისებებით არის ცნობილი.

ხოფიტოლი განკუთვნილია ისეთ დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დისკინეზია, ღვიძლის ციროზი და თირკმლის ფუნქციური მოშლილობა.

პრეპარატს ასევე ხშირად იყენებენ ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზმში დაგროვილია მძიმე მეტალები, ნიტროშენაერთები ან სხვა მავნე ნივთიერებები.

ორსულთა შემთხვევებში ხოფიტოლი რეკომენდებულია გესტოზის პრევენციისთვის, ასევე ფეტოპლაცენტარული უკმარისობის და სიყვითლის დროს.

 

ხოფითოლი ფასი

ხოფიტოლის მიღების წესი და დოზები სხვადასხვა ასაკის პაციენტის შემთხვევაში

ხოფიტოლი ჭამამდე მცირე ხნით ადრე მიიღება. პრეპარატის დოზირება კი განსხვავდება ასაკის მიხედვით. გარდა ამისა, ხოფიტოლის სიროფსა და შემოგარსულ ტაბლეტებს სხვადასხვა რეჟიმით იყენებენ.

მოზრდილებისთვის რეკომენდებულია ხოფიტოლის ტაბლეტების მიღება დღეში სამჯერ, თითო მიღებაზე 2-დან 3 ტაბლეტამდე. მკურნალობის სტანდარტული კურსი საშუალოდ სამი-ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება.

ბავშვებში, 6 წლის ასაკიდან ზემოთ, პრეპარატი მიიღება იგივე სიხშირით — დღეში სამჯერ, თუმცა შემცირებული დოზით: ერთ მიღებაზე 1–2 ტაბლეტი.

რაც შეეხება ხსნარს, ხოფიტოლის წვეთების დოზირება მორგებულია ბავშვის ასაკზე:

  • ნულიდან 12 თვემდე — ჩვეულებრივ, საკმარისია 0.3–0.5 მლ ხსნარი, რაც შეესაბამება დაახლოებით 5–10 წვეთს;
  • 1-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის დოზა იზრდება 0.5–1 მლ-მდე, ანუ 10–20 წვეთამდე;
  • 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი, რაც შეესაბამება დაახლოებით 2–3 მლ-ს;
  • ხოლო 12 წლის ზემოთ უკვე მიზანშეწონილია ნახევრიდან ერთ ჩაის კოვზამდე ხსნარის მიღება.

ნებისმიერ შემთხვევაში, დოზის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, და სასურველია, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი მედიკამენტის მიღებისას? 

ხოფიტოლი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება და გვერდით მოვლენებს იშვიათად იწვევს. თუმცა, მაღალი დოზით ან ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლოა მსუბუქი დიარეა განვითარდეს. ამგვარი რეაქცია უმეტესად პრეპარატის ნაღველმდენ მოქმედებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხოფიტოლი ბუნებრივ, მსუბუქ პრეპარატად არის მიჩნეული, არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. მაგალითად, თუ პაციენტს ნაღველკენჭოვანი დაავადება ან სანაღვლე გზების ბლოკირება აწუხებს, პრეპარატის მიღებას თავი უნდა აარიდოს, რათა არასასურველი გვერდითი ეფექტებისგან მეტად დაზღვეული იყოს.

ხოფიტოლით მკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევენ ასევე პირებს, რომელთაც ცინარას ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აღენიშნებათ.

გაითვალისწინეთ, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ხოფიტოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ — მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასების შემდეგ.

დაბოლოს, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ გაჩნდება რაიმე სახის დისკომფორტი ან გვერდითი ეფექტი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და დოზის გადახედვა.

7 აგვ 2025