ჰერპესის სამკურნალო კრემი – რა უნდა ვიცოდეთ ზოვირაქსის შესახებ?
30 ივნ 2025

ზოვირაქსის კრემი თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში იწარმოება. ის კანის მარტივი ჰერპეს ვირუსის სამკურნალოდ არის განკუთვნილი. კრემის ყოველი 1 გ აქტიური ნივთიერების სახით 50 მგ აციკლოვირს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით პრეპარატში ასევე შედის პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, არლაცელი 165, პოლოქსამერ 407, ნატრიუმ ლაურილ სულდატი, დიმეთიკონი 20 და გასუფთავებული წყალი.
კრემის გარდა ასევე ხელმისაწვდომია ზოვირაქსის ტაბლეტები, ზოვირაქსის ფხვნილი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად და ზოვირაქსის ამპულა. რაც შეეხება ზოვირაქსის კრემს, ის 2-გრამიან ალუმინის ტუბებშია მოთავსებული და პსპ-ში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ზოვირაქსი წარმოადგენს ანტივირუსულ საშუალებას, რომელიც გამოიყენება როგორც პირველადი, ასევე მორეციდივე ჰერპესული ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის გენიტალური ჰერპესისა და ტუჩის ჰერპესის დროს.
იგი ეფექტიანია კანის ჰერპეს ვირუსის წინააღმდეგ და მოქმედებს ვირუსის გამრავლების პროცესის შეჩერებით, რაც გამონაყარისა და სხვა სიმპტომების შემცირებას უწყობს ხელს.
პრეპარატი იცავს ჰერპესის პირველადი ინფექციის განვითარებისა და რეციდივისგან იმ პაციენტებს, რომლებსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ.
გარკვეულ შემთხვევაში ზოვირაქსი გამოიყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში, ასევე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ, როგორც ანტივირუსული თერაპიის ნაწილი.
ზოვირაქსს მიმართავენ Varicella zoster-ის მიერ გამოწვეული ინფექციების, როგორიცაა ჩუტყვავილა და ჰერპეს ზოსტერის, სამკურნალოდ.

აუცილებელია, ზოვირაქსი ზუსტად იმ დოზითა და სიხშირით გამოიყენოთ, როგორც ის ექიმის მიერ არის დანიშნული. თუ რომელიმე დეტალში დარწმუნებული არ ხართ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
პრეპარატი ჩვეულებრივ დღეში 5-ჯერ, დაახლოებით 4-საათიანი ინტერვალით გამოიყენება. როგორ წესი, ღამით დოზა არ მიიღება. მკურნალობა უნდა დაიწყოთ მაშინვე, როგორც კი ჰერპესის პირველივე ნიშნებს შეამჩნევთ — მაგალითად, სიწითლეს, წვას ან ქავილს. კრემი უშუალოდ დაზიანებულ ადგილას მცირე რაოდენობით უნდა დაიტანოთ.
ტუჩის ჰერპესის მკურნალობა, როგორც წესი, 4 დღეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სასქესო ორგანოების ჰერპესის — 5 დღეს. ზოგჯერ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება მაქსიმუმ 10 დღემდე, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ სიმპტომები დროულად არ შემსუბუქდება. გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ და ექიმს მიმართოთ.
ზოვირაქსი განკუთვნილია მხოლოდ კანისთვის. ის დაზიანებულ ადგილზე ფრთხილად, სუფთა ხელებით უნდა დაიტანოთ. გამოყენებამდე და შემდეგ ხელების დაბანა აუცილებელია. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს პირში, თვალების ირგვლივ ან ინტიმურ ზონებში, ასევე არ უნდა აირიოს სხვა საშუალებებთან ან წყალთან.
თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ზოვირაქსის დოზირება, მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა იგივე რჩება, რაც ჯანმრთელ მოზრდილებში.
ზოვირაქსი ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება იმავე სქემით, როგორითაც მოზრდილებში. ამ ასაკობრივ ჯგუფებში სპეციალური დოზირება საჭირო არ არის.

როგორც თითქმის ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება ზოვირაქსის გამოყენების შემდეგაც გამოვლინდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ახასიათებს.
სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია, თუმცა მათი გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კრემის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას.
სიმპტომებში შედის:
სხვა გვერდით მოვლენებს შორის არის კანის სიწითლე და კონტაქტური დერმატიტი (იშვიათი). უჩვეულო გვერდითი ეფექტებია დროებითი წვა ან ჩხვლეტა და კანის სიმშრალე ან აქერცვლა.
თუ ზოვირაქსის გამოყენების შემდეგ რაიმე უჩვეულო ან მძიმე რეაქციას შეამჩნევთ, თუნდაც ის ინსტრუქციაში არ იყოს მითითებული, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
30 ივნ 2025