B12 ანკერმანი — რა უნდა ვიცოდეთ ანემიის საწინააღმდეგო საშუალებაზე
5 აგვ 2025

B12 ანკერმანი, როგორც სახელწოდებიდანაც ნათელია, ვიტამინი B 12-ის შემცველი პრეპარატია. ის ანემიის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც გერმანიაში, შემოგარსული ტაბლეტების ფორმით იწარმოება. ტაბლეტი 1000 მგ-იანი დოზითაა წარმოდგენილი და პსპ-ს აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. B 12 ანკერმანის ერთ შეფუთვაში 50 ტაბლეტია.
B 12 ანკერმანი ორგანიზმში B12-ის დეფიციტისას ამ ვიტამინის შესავსებად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ B12-ის უკმარისობა სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესს არღვევს, რამაც შესაძლოა ჰიპერქრომული მაკროციტული ანემია გამოიწვიოს.
გარდა ჰემატოლოგიური ცვლილებებისა, B12-ის დეფიციტი ხშირად იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებსაც, მათ შორის ფუნიკულარულ სპინალურ დაავადებას, რაც ზურგის ტვინზე მოქმედი მძიმე ნევროპათიაა.
ვიტამინ B12-ის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით — მაგალითად, არასრულფასოვანი კვების ფონზე, როდესაც ორგანიზმი საკმარისად ვერ იღებს ამ ვიტამინს, ან როცა ირღვევა მისი შეწოვის პროცესი, რაც დაკავშირებულია მალაბსორბციასთან. დეფიციტის გამომწვევი შეიძლება იყოს თეძოს ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ცელიაკია, აგრეთვე ბრმა მარყუჟის სინდრომი ან იშვიათ შემთხვევები, როცა დარღვევა თანდაყოლილია.

B 12 ანკერმანის მიღებამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ ციანოკობალამინის (ვიტამინ B12-ის აქტიური ნივთიერება) ან სხვა კომპონენტების მიმართ, რომლებიც მედიკამენტის აღწერაშია მითითებული.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ცვლილებები ან ნევროლოგიური დარღვევები აღგენიშნებათ. ასეთ დროს მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე ჩატარებულ იქნას სისხლის სრული ანალიზი, რეტიკულოციტების დათვლა და სიმპტომების შეფასება. მკურნალობის პირველ ეტაპზე ეს მაჩვენებლები უნდა შემოწმდეს ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ, ხოლო მკურნალობის წარმატების შემთხვევაში — ყოველ ნახევარ ან ერთ წელიწადში. გართულებების დროს ანალიზების ჩატარება შეიძლება უფრო ხშირად გახდეს საჭირო.
გაითვალისწინეთ, რომ B 12 ანკერმანის მიღებისას შეიძლება შეინიშნოს ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. მაგალითად, B12-ის შეწოვას აფერხებს გარკვეული წამლები — მათ შორის კოლხიცინი, ნეომიცინი, ამინოგლიკოზიდები, ამინოსალიცილის მჟავა, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბიგუანიდები, ქოლესტირამინი, ქლორამფენიკოლი, კალიუმის პრეპარატები, მეთილდოპა, მჟავიანობის დამთრგუნველები (როგორიცაა ომეპრაზოლი და ციმეტიდინი), ასევე ალკოჰოლი. ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან აპირებთ რაიმე მედიკამენტის მიღებას, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატების შემთხვევაშიც.
რაც შეეხება ორსულობასა და ძუძუთი კვების პერიოდს — ასეთ დროს B12-ის დღიური რეკომენდებული დოზა 4 მგ-ს შეადგენს. ვიტამინი გადადის დედის რძეში, თუმცა მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაშიც კი, ნაყოფსა და ჩვილზე უარყოფითი გავლენა ამ ეტაპზე დაფიქსირებული არ არის. პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება ამ პერიოდშიც შესაძლებელია, თუმცა გადაწყვეტილება აუცილებლად ექიმმა უნდა მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი შეიცავს ლაქტოზასა და სუკროზას. თუ თქვენ გაქვთ შაქრებთან დაკავშირებული აუტანლობა, სანამ მკურნალობას დაიწყებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
B 12 ანკერმანი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვასა თუ სხვა მექანიზმების გამოყენებაზე.

B 12 ანკერმანი მიიღება ექიმის დანიშნულების ან პრეპარატის ანოტაციის მიხედვით. მნიშვნელოვანია, წამალი სწორად მიიღოთ, რათა მან ეფექტიანად იმოქმედოს. მკურნალობის ხანგრძლივობას და მიღების სქემას, დაავადების სიმძიმისა და სიმპტომების მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს.
რაც შეეხება B 12 ანკერმანის მიღების წესს, ეს ძალიან მარტივია - შემოგარსული ტაბლეტი უნდა მიიღოთ დაუღეჭავად, წყალთან ერთად. წამლის დალევა უმჯობესია დილით, უზმოზე.
სხვადასხვა სიმპტომის შემთხვევაში დოზები შემდეგნაირია:
|
მდგომარეობა |
ინიციალური მკურნალობა |
ხანგრძლივი მკურნალობა |
|
ჰემატოლოგიური და მძიმე ნევროლოგიური სიმპტომები (ანალიზით დადასტურებული) |
პარენტერული გზით (ინიექციით) |
დღეში 1–2 შემოგარსული ტაბლეტი |
|
იზოლირებული მძიმე ნევროლოგიური სიმპტომები (ანალიზით დადასტურებული) |
პარენტერული გზით (ინიექციით) |
დღეში 1–2 შემოგარსული ტაბლეტი |
|
ჰემატოლოგიური და/ან ნევროლოგიური სიმპტომები (ანალიზით დადასტურებული) |
დღეში 2-ჯერ 2 შემოგარსული ტაბლეტი (ჯამში 4 ტაბლეტი) |
დღეში 1–2 შემოგარსული ტაბლეტი |
|
ჰემატოლოგიური და ნევროლოგიური დარღვევები სიმპტომების გარეშე (ანალიზით დადასტურებული) |
დღეში 2-ჯერ 1–2 ტაბლეტი (ჯამში 2–4 ტაბლეტი) |
დღეში 1–2 შემოგარსული ტაბლეტი |
|
გასტრექტომიის ან რეზორბციის დარღვევების შემთხვევაში |
დღეში 1–2 შემოგარსული ტაბლეტი |
დღეში 1–2 შემოგარსული ტაბლეტი |
|
დიეტური მიზეზებით გამოწვეული დეფიციტი (ვეგეტარიანელები და სხვ.) |
დღეში 1–2 შემოგარსული ტაბლეტი |
დღეში 1–2 შემოგარსული ტაბლეტი |
შენიშვნა: ინიციალური მკურნალობა გულისხმობს მკურნალობის საწყის ეტაპს.
როგორც ხედავთ, ინიციალური ეტაპის შემდეგ დოზა მცირდება და გრძელვადიანად დღეში 1-2 ტაბლეტი ინიშნება.
პერნიციოზური ანემიის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობა ხშირ შემთხვევაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში აუცილებელია. ინიციალური მკურნალობის სტანდარტული ხანგრძლივობა დაახლოებით 4 კვირაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ექიმი იღებს.
მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან წინასწარ შეთანხმების გარეშე რეკომენდებული არ არის.
მედიკამენტების უმეტესობის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შესაძლოა, B12 ანკერმანის მიღების შემდეგაც აღინიშნოს, თუმცა ისინი საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
იშვიათ შემთხვევაში პაციენტებს გამოვლენიათ ალერგიული რეაქციები, რომელთა სიმპტომებია სიცხე, გამონაყარი და ქავილი.
მიუხედავად იმისა, რომ B 12 ვიტამინი არ იწვევს მწვავე მოწამვლას, ჭარბი დოზის მიღებისას მაინც რეკომენდებულია, ექიმს მიმართოთ.
აქვე დაიმახსოვრებთ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.
თუ გვერდითი მოვლენები შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რათა საჭირო დახმარება დროულად მიიღოთ და შესაძლო მიზეზები გაარკვიოთ.
5 აგვ 2025