აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Caudalie Premier Cru — კოდალის ასაკის საწინააღმდეგო ხაზი

უკან

Caudalie Premier Cru — კოდალის ასაკის საწინააღმდეგო ხაზი

29 დეკ 2025

 

"Caudalie Premier Cru შევქმენი, რათა ქალებისთვის კანის მოვლის ისეთი პროდუქცია შემეთავაზებინა, რომელიც ასაკობრივი ცვლილებების ყველა ნიშანს, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, ეფექტიანად წაშლის", — ასე აცნობს მატილდა ტომასი, ბრენდის დამფუძნებელი, კოდალის ახალ, ანტიასაკობრივ ხაზს ქალებს.  

ფრანგული ბრენდი კოდალი ცნობილია პროდუქტებითა და ფორმულებით, რომლებიც მეცნიერებას, ბუნებასა და ინოვაციას აერთიანებს.

გაწუხებთ ნაოჭები, მუქი ლაქები, კანის ტექსტურის ცვლილება, მოცულობის დაკარგვა, ან დაუბალანსებელი ტონი — შესაძლოა, გამოსავალი სწორედ Premier Cru ხაზის განახლებულ პროდუქციაში იპოვოთ. 

ბრენდის წარმომადგენლების ცნობით, ამ პროდუქტების ფორმულები შექმნილია იმისთვის, რომ გაააქტიუროს კანის ახალგაზრდული მექანიზმები და შეამსუბუქოს ასაკობრივი ცვლილებების ყველა ნიშანი. 

ამ ბლოგში Premier Cru-ის ოთხი პროდუქტის შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ერთად ქმნიან სრულფასოვან ანტიასაკობრივი მოვლის რიტუალს: შრატი, თვალის კრემი, სახის კრემი და მკვებავი კრემი. წაიკითხეთ ბლოგი, იქნებ თქვენი კანის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტებიც აღმოაჩინოთ. 

 

შრატი Premier Cru — მყისიერი დატენიანება

 

ანოტაციის მიხედვით, კოდალის ეს შრატი ხელახლა ააქტიურებს კანის უჯრედულ მუშაობას, ახალგაზრდულ მექანიზმებს და შესამჩნევად აუმჯობესებს მის ტექსტურას. შრატის შემცველობიდან ჰიალურონის მჟავის მაღალი კონცენტრაცია კანის მყისიერ და ინტენსიურ დატენიანებას უზრუნველყოფს. პროდუქტი ასევე შეიცავს ნიაცინამიდს.

კოდალის Premier Cru The Serum შრატი ყველა ტიპის კანისთვის არის შექმნილი. სახის შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ დილით და საღამოს გაწმენდილ კანზე, სანამ სახის კრემს დაიტანთ.  

 

თვალის კრემი Premier Cru — ნაოჭების, შეშუპებისა და მუქი წრეების წინააღმდეგ

 

როგორც ცნობილია, თვალის არე იოლად რეაგირებს სტრესზე, დაღლილობასა და ასაკობრივ ცვლილებებზე. პროდუქტის აღწერის თანახმად, Caudalie-ს Premier Cru თვალის კრემი სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს. 

97% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით, უსუნო, ვეგანური კოდალის თვალის კრემი ასწორებს ყველა სახის ნაოჭს თვალებისა და ტუჩების ირგვლივ, ამცირებს მუქ წრეებს, შეშუპებას და გამაღიავებელ ეფექტსაც მყისიერად უზრუნველყოფს.

კოდალის ეს თვალის კრემი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. გამოყენების წესი მარტივია — შეგიძლიათ წაისვათ დილით და საღამოს თვალის კონტურსა და ტუჩებზე. დილით, თუ შეშუპება გაწუხებთ, მყისიერი შემსუბუქებისა და გამაძლიერებელი ეფექტისთვის გამოიყენეთ კრემის წვერი ფუნჯის მსგავსად, ამ ხერხით კრემი თვალის კონტურის ქვეშ წაისვით. ხოლო, საღამოს თუკი ლიფტინგის ეფექტის მიღება გსურთ, მაშინ წაისვით კრემი თვალის კონტურზე და შეიზილეთ გარედან შიდა მიმართულებით, ლითონის წვერით. 

როგორც აღწერაშია აღნიშნული, პროდუქტის ლითონის წვერი დაუყოვნებლივ ხსნის შეშუპებას. მეტი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ გამოყენებამდე პროდუქტი მაცივარში მოათავსოთ. 

 

 

98% ბუნებრივი წარმოშობის სახის კრემი Premier Cru 

 

ნაოჭებს, მუქ ლაქებს, მოცულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს კოდალის სახის კრემი Premier Cru-ს ხაზიდან. 

ფრანგული ბრენდის ეს სახის კრემი ყველა ტიპის კანისთვის არის შესაფერისი. პროდუქტი არის ვეგანური, არაკომედოგენური და შეიცავს 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს. სახის კრემის გამოყენება მარტივია, შრატის შემდეგ, შეგიძლიათ დაიტანოთ სახეზე დილით და საღამოს. 

 

Caudalie Premier Cru rich 

 

კოდალის  Premier Cru-ს ხაზიდან კიდევ ერთი სახის კრემი, რომელიც კანის გამაახალგაზრდავებელი მოქმედებით გამოირჩევა, კონკრეტულად მშრალი კანისთვის არის განკუთვნილი. კრემი შეიცავს აქტიური ფორმულას: TET8™, ვინიფერინს, ჰიალურონს, ბიოკერამიდს. სწორედ აქტიური ფორმულა TET8™ არის გამორჩეული, რომელიც ერთდროულად დაბერების 8 ნიშნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს; ესენია: ზედაპირულ და ღრმა ნაოჭები, სიმკვრივის დაქვეითება, მოცულობისა და ელასტიკურობის დაკარგვა, პიგმენტური ლაქები, გაუწყლოება და სახის მკრთალი, არაერთგვაროვანი ფერი. 

მშრალი კანისთვის განკუთვნილი, კოდალის მკვებავი კრემი Premier Cru rich შეგიძლიათ გამოიყენოთ დილით ან/და საღამოს, აუცილებლად გაწმენდილ სახის კანზე, შრატის შემდეგ. 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კანის ახალგაზრდული ენერგიის აღდგენა, ტექსტურის გათანაბრება და ასაკობრივი ნიშნების სრული კონტროლი — Premier Cru-ს ეს ხაზი თქვენს საჭიროებებზე მორგებული გამოსავალია. 

29 დეკ 2025