აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Caudalie Resveratrol — ინტენსიური მოვლა ნაოჭებისა და დაბერების წინააღმდეგ

უკან

Caudalie Resveratrol — ინტენსიური მოვლა ნაოჭებისა და დაბერების წინააღმდეგ

8 დეკ 2025

 

ყოველდღიური სტრესი, გარემოს მავნე ზემოქმედება, ჰორმონალური ცვლილებები და ბევრი სხვა მიზეზი ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენასთან ერთად, ხშირად იწვევს ნაოჭების წარმოქმნას, კანზე სიმკვრივის დაკარგვასა და დაღლილ იერსახეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თავის მოვლისა და  ნაოჭების საწინააღმდეგო ისეთი პროდუქტების შერჩევა, რომლებიც გარემოფაქტორებსაც გაითვალისწინებს და ამავდროულად, მეცნიერულ მიღწევებსა და ბუნებრივ კომპონენტებს გააერთიანებს.

დღის კრემი, ღამის კრემი, მყისიერი გამამკვრივებელი შრატი და თვალის გელ-კრემი — ფრანგული ბრენდის, კოდალის (Caudalie) Resveratrol სერია გთავაზობთ კანის გამკვრივებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო მოვლის შესაბამის მიდგომას. ამ ბლოგში სწორედ აღნიშნულ პროდუქტებს მიმოვიხილავთ.

 

Caudalie Resveratrol ლიფტინგ კრემი ქაშმირი 

 

კოდალის ეს დღის კრემი ქაშმირი ლიფტინგის ეფექტით გამოირჩევა, ანუ პროდუქტი ასწორებს ნაოჭებსა და ამკვრივებს კანს. კრემის ქაშმირივით რბილი ტექსტურა მარტივად შეიწოვება, ხოლო ნატურალური ინგრედიენტები — 97% ბუნებრივი, მათ შორის რესვერატროლი, ჰიალურონი და ვეგანური კოლაგენის ბუსტერები აფრიკული წითელი ხის ფესვებიდან. ეს კომპონენტები ერთად მუშაობენ, რათა 5-ჯერ გაზარდონ კანის ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავება, გაასწორონ ნაოჭები და აღადგინონ კანის სიმკვრივე.

პროდუქტი ჰიპოალერგიულია, არაკომედოგენურია და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა პარაბენები, სილიკონი ან მინერალური ზეთები. ის იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.

გამოყენება მარტივია, დაიტანეთ დილით გაწმენდილ სახესა და ყელზე, დამოუკიდებლად ან შრატის შემდეგ.

 

Caudalie Resveratrol ლიფტინგი — ღამის კრემი

 

მცენარეული ექსტრაქტებით გაჯერებული ეს ღამის კრემი ასწორებს ნაოჭებს, ატენიანებს და აძლიერებს კანს, რის შედეგადაც დილით სახე გამოიყურება დასვენებულად და გაახალგაზრდავებულად. ეს პროდუქტი შეიცავს რესვერატროლს, ჰიალურონის მჟავასა და ვეგანური კოლაგენის გამაძლიერებელს, რომელიც ხელს უწყობს კანის სიმკვრივის აღდგენას.

ღამის კრემის სასიამოვნო არომატი, ისევე როგორც დღის კრემის, შეიცავს ბაზილიკის, ციტრონელისა და გვირილის ნოტებს, რაც ძილის წინ სიმშვიდის შეგრძნებას გაძლევთ. პროდუქტი ჰიპოალერგიულია, არაკომედოგენურია და თავისუფალია სინთეტიკური დანამატებისგან, რაც მას ყველა ტიპის კანისთვის უსაფრთხოს ხდის.

გამოყენების წესი მარტივია, დაიტანეთ საღამოს გაწმენდილ სახესა და ყელზე, დამოუკიდებლად ან შრატის შემდეგ.

 

 

 

 

Caudalie Resveratrol Instant Firming — შრატი დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად

 

რესვერატროლისა და ჰიალურონის მჟავის ექსტრაქტებით გაჟღენთილი ეს შრატი ებრძვის დაბერების ნიშანებს, ასევე ხელს უწყობს კანის დარბილებასა და გაახალგაზრდავებას. მყისიერი ლიფტინგი, რასაც შენიშნავთ გამოყენებისთანავე, ასევე უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და დატენიანებას.

კოდალის ეს შრატი ტექსტურით მსუბუქია და ადვილად შეიწოვება. პროდუქტის მსუბუქი ტექსტურა აადვილებს გამოყენებას, ხოლო 30 მლ მოცულობა ხდის მას მოსახერხებელს ყოველდღიური რუტინისთვის. 

რაც შეეხება გამოყენების წესს, დაიტანეთ დილით ან საღამოს გაწმენდილ კანზე, კრემის გამოყენებამდე.

 

Caudalie-ის გელ-კრემი ლიფტინგის ეფექტით

 

კოდალის თვალის გელ-კრემი აერთიანებს რესვერატროლს, ჰიალურონის მჟავას და ვეგანურ კოლაგენის ბუსტერს, რაც ზრდის ჰიალურონის ბუნებრივ წარმოებას ორჯერ და კოლაგენს ხუთჯერ. შედეგად, ქუთუთოების ირგვლივ კანი ხდება მკვრივი, გლუვი და შეშუპების გარეშე. 

კოდალის გელ-კრემი ლიფტინგი შეგიძლიათ გამოიყენოთ დილით და საღამოს თვალებისა და ტუჩების ირგვლივ. პროდუქტი შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. 

Caudalie Resveratrol პროდუქტები არის არაკომედოგენური, ჰიპოალერგიული და ნატურალური ფორმულებით შექმნილი, რომლებიც ხელს უწყობენ კანის რეგენერაციას, სიმკვრივის შენარჩუნებასა და ნაოჭების შემცირებას. ამ პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება დღის, ღამის, თვალისა და სახის კრემების კომბინაციით უზრუნველყოფს მოქმედების ყოველმხრივ მიდგომას, მათ შორის, მკვრივ კანს, ბზინვარებასა და ახალგაზრდულ იერს.

 

8 დეკ 2025