აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Manyo – კორეული Clean Beauty ბრენდი

უკან

Manyo – კორეული Clean Beauty ბრენდი

21 ოქტ 2026

კორეული კოსმეტიკა

 

 

კორეული კანის მოვლის ინდუსტრია დიდი ხანია, ლიდერობს სილამაზის ტრენდების განსაზღვრაში, ხოლო Manyo (ასევე ცნობილი Manyo Factory-ს სახელით) ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელია. ბრენდი ბუნებრივ ინგრედიენტებსა და ფერმენტაციის მოწინავე ტექნოლოგიას აერთიანებს, რათა კანს სიღრმისეული მოვლით ჯანსაღი იერი შესძინოს. 

ბრენდის ისტორია

Manyo Factory 2012 წელს დაარსდა სამხრეთ კორეაში. ბრენდის სახელი კორეული სიტყვიდან „마녀“ (მანიო) მოდის და ჯადოქარს ნიშნავს. ეს დასახელება ბრენდის ფილოსოფიას ასახავს – Manyo ცდილობს, მისი პროდუქტები ისეთივე ეფექტური იყოს კანის პრობლემების მოსაგვარებლად, როგორც მაგია.

ბრენდის პირველი ლეგენდარული პროდუქტი Galactomyces Niacin Special Treatment Essence იყო, რომელმაც სამხრეთ კორეასა და მეზობელ აზიურ ქვეყნებში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. პირველივე სამ წელიწადში აზიის მასშტაბით 500 000 ცალი გაიყიდა, 2019 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 800 000-ს მიუახლოვდა. სწორედ ეს პროდუქტი დარჩა ბრენდის მთავარ პროდუქტად გაყიდული ერთეულების რაოდენობით.

დროთა განმავლობაში ბრენდი L&P Cosmetics-ის შვილობილ კომპანიად ჩამოყალიბდა და ახალი სახელი – Manyo – მიიღო, თუმცა მას დღემდე ორი დამფუძნებელი, Kim Hyun Soo და Hwang Kwan Ik, უძღვება. დღეს Manyo ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კორეული ბრენდია, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბაზრებზეც გავიდა.

ბრენდის ხედვა და ფილოსოფია

Manyo-ს ძირითადი კონცეფცია მარტივია: ბუნება საუკეთესო გადაწყვეტას გვთავაზობს კანის მოვლისთვის. ბრენდი ორიენტირებულია ბუნებრივ, მცენარეულ ინგრედიენტებზე, რომლებიც ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მიხედვითაა შერჩეული. Manyo-ს ფილოსოფია სამ ღირებულებას ეყრდნობა – სისუფთავე, გამჭვირვალობა და ეფექტურობა.

ამასთანავე, ბრენდი Clean Beauty-ს პრინციპებით მოქმედებს. პროდუქტები დამზადებულია ხელოვნური საღებავების, სინთეზური სურნელებისა და მკაცრი დანამატების გარეშე, რაც მათ ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე და აკნესკენ მიდრეკილისთვის, ვარგისს ხდის. Manyo-ს მიღებული აქვს მნიშვნელოვანი სერტიფიკატები, მათ შორის Eco-Cert და USDA.

ბრენდი შთაგონებას პოულობს ფერმენტაციის მეცნიერებაში, ბალახეულ მედიცინასა და პრობიოტიკებში. მისი ფოკუსი კანის ბუნებრივი ბარიერის აღდგენაზეა მიმართული, პარალელურად კი - ტონისა და ტექსტურის გაუმჯობესებაზე. ბრენდის სავიზიტო „10-Ups“ მიდგომა კონკრეტულ სარგებელს გულისხმობს – ტონის, ჰიდრატაციისა და ბარიერის გაძლიერების ჩათვლით.

Manyo-ს მთავარი ტექნიკური უპირატესობა ფერმენტაციის ტექნოლოგიაა. ბრენდმა შეიმუშავა Galactomy Active™ – გალაქტომიცესი, რომელიც სპეციალური მეთოდით ფერმენტდება მისი აქტიურობის 4.8-ჯერ გასაძლიერებლად. ფერმენტაციის დროს ტურმალინის დამატება საფუვრის უფრო ინტენსიურ ზრდას ასტიმულირებს და ეფექტიანობას ზრდის.

ბრენდის ინოვაციური კომპლექსებია ასევე Panthetoin™ – პანთენოლისა და ექტოინის უნიკალური 4:1 ნაზავი ინტენსიური ჰიდრატაციისა და დამშვიდებისთვის; Plussome™ – მიწოდების სპეციალური სისტემა, რომელსაც დამამშვიდებელი ინგრედიენტები კანში სწრაფად შეჰყავს; და 4GF – ზრდის ფაქტორების კომპლექსი (EGF, FGF, TGF, IGF), რომელიც კანის რეგენერაციასა და ელასტიკურობას უწყობს ხელს.

ბრენდის კიდევ ერთი ძლიერი მხარე ხელმისაწვდომი ფასია, პრემიუმ ხარისხთან ერთად. Manyo პროდუქტებს საშუალო ფასობრივ სეგმენტში სთავაზობს მომხმარებელს, რაც კანის მაღალხარისხიან კორეულ მოვლას უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხდის ხელმისაწვდომს.

 

 

Manyo-ს ყველაზე პოპულარული პროდუქტები

 

Manyo-ს ყველაზე პოპულარული პროდუქტები 

 

Manyo Pure Cleansing Oil – ღრმა გამწმენდი ზეთი

Manyo Cleansing Oil ბრენდის ყველაზე ცნობილი პროდუქტია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კორეულ გამწმენდ საშუალებად მიიჩნევა. მსოფლიოში უკვე 20 მილიონზე მეტი ცალი გაიყიდა, პროდუქტმა კი სილამაზის არაერთი ჯილდო მოიპოვა.

გამწმენდი ზეთი კანს ნაზად, მაგრამ ეფექტურად წმენდს – ის შავ და თეთრ წერტილებს ხსნის, ფორებში ჩარჩენილ მაკიაჟსა და მინარევებს აშორებს. კანთან შეხებისას ზეთი რძისებრ ტექსტურად გარდაიქმნება, რაც წმენდას ამარტივებს. პარალელურად პროდუქტი აღადგენს კანის ბუნებრივ ტენიან ბარიერსა და pH ბალანსს, კანს კი სუფთა და გლუვ იერს უნარჩუნებს.

ზეთის შემადგენლობა 14 მცენარეულ ზეთს მოიცავს. არგანის ზეთი კვებავს კანს და ცხიმის გამომუშავებას არეგულირებს, ჟოჟობას ზეთი ვიტამინებითა და ომეგათი ავსებს ტენის დონეს. 

დამოუკიდებელი ტესტების მიხედვით, ზეთი კანის ზედაპირიდან დაბინძურებისა და მტვრის 99.74%-ს აშორებს. 

ამასთანავე, პროდუქტი ყველა ტიპის კანისთვისაა ვარგისი, აკნესკენ მიდრეკილი კანის ჩათვლით, საღამოს მაკიაჟის მოსახსნელადაც გამოდგება და დილის დამატენიანებელ საწმენდადაც.

Manyo Bifida Biome ხაზი – კანის ბარიერის აღდგენა

Bifida Biome-ის ხაზი კანის ბარიერის აღდგენასა და მგრძნობიარე კანის მოვლაზეა ორიენტირებული. ხაზი კანის მიკრობიომს აძლიერებს, რაც კანს უფრო მდგრადს ხდის გარემოს ზეგავლენის მიმართ და სიჯანსაღეს უნარჩუნებს. ის განსაკუთრებით გამოსადეგია იმ კანისთვის, რომელსაც დამატებითი დამშვიდება და გამძლეობა სჭირდება.

Manyo Galactomy ხაზი – ტონის გათანაბრება და ბზინვარება

Galactomy-ს ხაზი კანის ტონის გათანაბრებასა და ბუნებრივ ბზინვარებაზეა გათვლილი. ხაზის საფუძველი გალაქტომიცესის ფერმენტია, რომელიც კანს ინტენსიურად ატენიანებს და კოლაგენის სინთეზს უწყობს ხელს. 

ნიაცინამიდი კანის ტონს ათანაბრებს, პიგმენტურ ლაქებს ამცირებს და ცხიმის გამომუშავებას არეგულირებს. 

სწორედ ამ ხაზიდან იღებს სათავეს ბრენდის ლეგენდარული Galactomyces Essence.

Manyo Glutathione ხაზი – პიგმენტური ლაქების მოვლა

Glutathione-ის ხაზი პიგმენტური ლაქებისა და არათანაბარი ტონის მოვლისთვისაა შემუშავებული. გლუტათიონი ცნობილი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის ბზინვარებასა და ტონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ხაზი გამოსადეგია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კანის ერთგვაროვანი და ნათელი იერი.

PSP, როგორც K-Beauty-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, აგრძელებს მსოფლიოში პოპულარული ბრენდების ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას. 

Manyo-ს Clean Beauty ფილოსოფია, ბუნებრივი ინგრედიენტები და ფერმენტაციის ტექნოლოგია მას იდეალურ არჩევანად აქცევს მათთვის, ვისაც კანის ნაზი, მაგრამ ეფექტიანი მოვლა სურთ. 

 

21 ოქტ 2026