Round Lab – კორეული მინიმალიზმის ბრენდი
19 ოქტ 2026

კორეული კანის მოვლის ინდუსტრია დიდი ხანია, ლიდერობს სილამაზის ტრენდების განსაზღვრაში. ამ დინამიკურ ბაზარზე, სადაც ბრენდები ხშირად ერთმანეთს ეჯიბრებიან მრავალსაფეხურიანი რუტინითა და ათობით აქტიური ინგრედიენტით, Round Lab („რაუნდ ლაბი“) საპირისპირო, გაბედულ გზას ადგას – ნაკლები პროდუქტი, მოკლე შემადგენლობა, მაგრამ მაქსიმალური ეფექტიანობა. ბრენდი მთლიანად კორეის ნახევარკუნძულის ბუნებრივ ინგრედიენტებს იყენებს და ნაზი, გამჭვირვალე მინიმალიზმით გამოირჩევა.
„რაუნდ ლაბი“ 2017 წელს დაარსდა სამხრეთ კორეაში. ბრენდი მკაფიო მიზნით ჩამოყალიბდა – მას უნდა შეექმნა კანის მოვლის ისეთი საშუალებები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ დაღლილობას შეამსუბუქებდა და მარტივ, სტაბილურ შედეგს მოიტანდა. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სოციალურ ქსელებში და მალევე დაიმსახურა ყველა ასაკის მომხმარებლის ნდობა.
ბრენდის პირველი და ყველაზე ცნობილი პროექტი 1025 Dokdo ხაზია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კორეელების გულში. სახელი 1900 წლის 25 ოქტომბერს დოკდოს კუნძულთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენას უკავშირდება. ხაზი ბრენდის პირველი პროექტი იყო და მასში ისტორიული მეხსიერების თემა ჩააქსოვეს – ბრენდი მოგებული თანხის ნაწილს სამხრეთ კორეაში დოკდოს სკოლას სწირავდა.
ხაზის ექვსპროდუქტიანი კრებული 2018 წელს გამოვიდა კვლევისა და შემუშავების დასრულების შემდეგ. მალევე კი ლიდერის პოზიცია დაიკავა სამხრეთ კორეაში Lalavla-ს (Watson) გაყიდვების სიაში. ამასთანავე, კოსმეტიკის შეფასების კორეის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროფესიულ აპლიკაცია Hwahae-ზე ზედიზედ სამი წელი პირველი ადგილი შეინარჩუნა.
დაარსების შემდეგ Round Lab-მა თანდათან მოიპოვა მსოფლიო აღიარება და საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა. მიუხედავად ამ სწრაფი ზრდისა, ბრენდმა უარი არ თქვა კორეულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ Clean Beauty ფილოსოფიასა და ბუნებრივ ინგრედიენტებზე.
Round Lab-ის მთავარი პრინციპია რადიკალური სიმარტივე – ნაკლები პროდუქტი, ნაკლები ინგრედიენტი, მოკლე, მაგრამ მაღალეფექტიანი ფორმულები. მაშინ, როცა კორეული ინდუსტრიის დიდი ნაწილი აქტიური ინგრედიენტებისა და კანის მოვლის საფეხურების გამრავლების გზას ადგას, Round Lab-მა ესთეტიკური მინიმალიზმი აირჩია. ბრენდის კონცეფციით, უკეთესია ოთხი საფეხურის თანმიმდევრული შესრულება, ვიდრე ათსაფეხურიანი რუტინა, რომელსაც ერთ კვირაში მიატოვებ.
ბრენდის ინგრედიენტები კორეის ნახევარკუნძულის სუფთა წყლებიდან და მთებიდან მოდის. Round Lab მუდმივად ეძებს კორეის მასშტაბით საუკეთესო ნედლეულს – ღრმა ზღვის წყალს დოკდოსა და ულინდოს კუნძულებთან, არყის წვენს ინჯეს ტყეებში, ხოლო ჭარხალას გეომუნდოს რეგიონში. ყველა პროდუქტი 100%-ით კორეაშია დამზადებული.
ბრენდის სამეცნიერო მიდგომა ბუნებრივ ინგრედიენტებს დერმატოლოგიურ კვლევას უთავსებს. Round Lab-ის ყველა პროდუქტი დერმატოლოგიურადაა ტესტირებული და დამზადებულია პარაბენების, ალკოჰოლისა და ხელოვნური სურნელის გარეშე, რაც მათ მგრძნობიარე კანისთვისაც უსაფრთხოს ხდის. ბრენდი ასევე cruelty-free-ია და პროდუქციას ცხოველებზე არ ტესტავს. სწორედ ეს გამჭვირვალე მიდგომა გახდა მისი პოპულარობის საფუძველი მთელ მსოფლიოში.
Round Lab-ის ასორტიმენტი რამდენიმე ძირითად ხაზადაა დაყოფილი, თითოეული კი კონკრეტული ბუნებრივი ინგრედიენტისა და კანის საჭიროების გარშემოა აგებული.
1025 Dokdo ბრენდის ფლაგმანური ხაზია, აგებული ულინდოსა და დოკდოს კუნძულების ღრმა ზღვის წყალზე, რომელიც აღმოსავლეთ ზღვის დაახლოებით 1 500 მეტრი სიღრმიდან მოიპოვება. ეს წყალი მდიდარია მინერალებით – კალციუმით, მაგნიუმით, თუთიითა და რკინით, რაც კანის ტენიან ბალანსს ინარჩუნებს და მას მინერალებით ავსებს. ხაზი ნაზ ექსფოლიაციასა და ღრმა ჰიდრატაციას აერთიანებს და კანს გლუვ, სუფთა იერს ანიჭებს.
Birch Juice არყის წვენზე დაფუძნებული დამატენიანებელი ხაზია ინჯეს ტყეებიდან. არყის წვენი 17 ამინომჟავას, მინერალებს, ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს შეიცავს. მას ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი თვისებები აქვს, კანს ამშვიდებს, ატენიანებს და მის ბარიერს აძლიერებს. ხაზი განსაკუთრებით შესაფერისია მშრალი და დეჰიდრატირებული კანისთვის.
Geomundo Mugwort ჭარხალაზე დაფუძნებული დამამშვიდებელი ხაზია. ჭარხალა კორეული კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ინგრედიენტია – ცნობილია ანტიბაქტერიული თვისებებით, კანს ამშვიდებს, აკნესკენ მიდრეკილ და გაღიზიანებულ კანს ეხმარება და მის ბუნებრივ ბარიერს აძლიერებს.

„რაუნდ ლაბის“ მზისგან დამცავი ბრენდის ერთ-ერთი ვირუსული ბესტსელერია და კორეაში პოპულარულ Hwahae აპლიკაციაზე საუკეთესო მზისგან დამცავად დასახელდა. პროდუქტმა სილამაზის არაერთი ჯილდო მოიპოვა და დღეს კორეაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მზისგან დამცავად მიიჩნევა.
ეს ქიმიური ფილტრის მქონე პროდუქტი SPF50+ და PA++++ დაცვას გვთავაზობს. SPF50+ UVB სხივებისგან იცავს, რომლებიც კანის დამწვრობას იწვევს, ხოლო PA++++ UVA სხივებისგან ძალიან მაღალ დაცვას ნიშნავს – სწორედ ეს სხივები უკავშირდება კანის ხანგრძლივ დაზიანებასა და ნაადრევ დაბერებას. დამატებით, პროდუქტი ლურჯი შუქისგანაც იცავს.
Round Lab spf-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს – მზისგან დამცავიცაა და დამატენიანებელი კრემიც. ფორმულა შეიცავს რამდენიმე მოქმედ ინგრედიენტს: არყის წვენი ატენიანებს და ამშვიდებს კანს, ჰიალურონის მჟავა ხანგრძლივად ატენიანებს და ავსებს კანს, ნიაცინამიდი კანის ტონს ათანაბრებს და პიგმენტურ ლაქებს ამცირებს, ხოლო ადენოზინი კოლაგენის წარმოებას ასტიმულირებს და კანს ბევრად უკეთეს იერს ანიჭებს. პროდუქტი ასევე შეიცავს ულინდოს კუნძულის ღრმა ზღვის წყლიდან მიღებულ ბუნებრივ მინერალებს.
მისი ერთ-ერთი მთავარი ძალა თეთრი ნადების არარსებობაა – ფორმულა კანზე მსუბუქად ედება, წებოვან კვალს არ ტოვებს და კანში სწრაფად შეიწოვება, რის გამოც მაკიაჟის ბაზადაც გამოიყენება. Round Lab მზისგან დამცავი ალკოჰოლისა და ხელოვნური სურნელის გარეშეა და ყველა ტიპის კანისთვის, მგრძნობიარე კანის ჩათვლით, გამოსადეგია. მაქსიმალური ეფექტისთვის მისი წასმა მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრეა რეკომენდებული, ხოლო ხანგრძლივი გარეთ ყოფნისას – ყოველ ორ საათში განახლება.
„რაუნდ ლაბის“ დასაბანი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია – მსოფლიოში უკვე 5 მილიონზე მეტი ცალი გაიყიდა. ეს დასაბანი საშუალება განსაკუთრებით პოპულარულია მგრძნობიარე კანის მქონე მომხმარებლებში.
დასაბანის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი დაბალი pH-ია (5.0-6.0), რაც კანის ბუნებრივ pH-თან ახლოსაა. ეს კანის ცხიმისა და ტენის ბალანსს ინარჩუნებს და დაბანის შემდეგ გამოშრობის შეგრძნებას გამორიცხავს, რასაც ზოგიერთი დასაბანი საშუალება ხშირად იწვევს. ტექსტურა კრემისებრიდან მკვრივ, ქაფისებრში გადადის და კანს ღრმად წმენდს. მდიდარი ქაფი ულტრაწვრილ მტვერს, მაკიაჟისა და ცხიმის ნაშთს ეფექტიანად აშორებს, კანის ბუნებრივი ზეთების მოცილების გარეშე.
შემადგენლობა შეიცავს ულინდოს კუნძულის ღრმა ზღვის წყალს, ჰიალურონის მჟავის სამ ტიპსა (განსხვავებული მოლეკულური ზომით, უფრო ღრმა და მრავალშრიანი ჰიდრატაციისთვის) და დამამშვიდებელ ინგრედიენტებს – პანთენოლს, ალანტოინსა და ცერამიდ NP-ს. ეს ინგრედიენტები კანს ამშვიდებს, ატენიანებს და კანის ბარიერს აძლიერებს. პროდუქტი სურნელის გარეშეა, ხოლო გერმანულმა Dermatest-მა მას კანისთვის უსაფრთხოებაზე უმაღლესი, Excellent შეფასება მიანიჭა.
დოკდოს ტონერი ბრენდის კიდევ ერთი ვირუსული ჰიტია, რომელმაც ბრენდს მსოფლიოში სახელი გაუთქვა. ის ღრმა ზღვის წყალზეა დაფუძნებული და ორმაგ ფუნქციას ასრულებს – ნაზად ახდენს ექსფოლიაციას და ამავდროულად ღრმად ატენიანებს კანს. შედეგად, კანი უფრო გლუვი, სუფთა და ერთგვაროვანი ხდება. ტონერი ცნობილია სასიამოვნო, სუფთა შეგრძნებით და დაბანის შემდეგ რუტინის პირველ დამატენიანებელ საფეხურად გამოიყენება.
დოკდოს კრემი მსუბუქი, ბალზამისებრი ტექსტურით გამოირჩევა, რომელიც კანში დნება და დამცავ შრეს ქმნის. ის ღრმა ზღვის წყლის ბუნებრივ მინერალებს შეიცავს, რაც მაღალ ჰიდრატაციას უზრუნველყოფს. კრემში ასევე ჰიალურონის მჟავის სამი ტიპი და სხვადასხვა ცერამიდია, რომლებიც კანს ტენითა და ელასტიკურობით ავსებს და გარემოს ზეგავლენისგან იცავს. კრემი კანის ბუნებრივ განახლებას უწყობს ხელს და მას ჯანსაღ, ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს.
Round Lab პრემიუმ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებელს, რაც ბრენდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა – კანის მოვლის მაღალხარისხიანი კორეული საშუალებები ფართო აუდიტორიისთვის ხდება მისაწვდომი.
19 ოქტ 2026