ენდომეტრიოზი - რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ
1 აპრ 2024

სარჩევი:
ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები
ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება. ჩვეულებრივ, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი ყოველთვიურად იზრდება და იშლება მენსტრუალური ციკლის პერიოდში. მაგრამ ენდომეტრიოზის დროს ეს ლორწოვანი გარსი საშვილოსნოს გარეთ ჩნდება, მაგალითად, საკვერცხეებზე, ფალოპის მილებზე ან მენჯის სხვა ორგანოებზე.
ლორწოვანი გარსის ეს ნაწილები ისევე ფუნქციონირებენ, როგორც საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი გარსი. ისინი სქელდებიან, იშლებიან და იწყება სისხლდენა ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს. რადგან ისინი საშვილოსნოს გარეთ არიან, სისხლს წასასვლელი არსად აქვს. ამის გამო იწყება ტკივილი, ანთება და სხვა გართულებები.
ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუალური ციკლის დროს. ასევე ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი ზომების მიღება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ დაავადებას და შეაჩეროთ სხვა გართულებების განვითარება.
ენდომეტრიოზის მთავარი სიმპტომია მენჯის ტკივილი. ის დაკავშირებულია მენსტრუაციის პერიოდებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს აქვს მძიმე მენსტრუალური ტკივილი, ენდომეტრიოზის მქონე ადამიანები ხშირად აღწერენ მენსტრუალურ ტკივილს, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად უარესს. ტკივილი ასევე შეიძლება გაძლიერდეს დროთა განმავლობაში.
ენდომეტრიოზის სიმპტომები შემდეგია:
სხვა სიმპტომები მოიცავს: დაღლილობა, დიარეა, ყაბზობა, შებერილობა ან გულისრევა. ეს სიმპტომები უფრო ხშირია მენსტრუაციამდე ან მის დროს.
ტკივილის სიმძიმე არ არის პირდაპირ კავშირში სხეულში ენდომეტრიოზის რაოდენობასთან ან მასშტაბთან. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ქსოვილის მცირე რაოდენობა მძიმე ტკივილით. ან ენდომეტრიოზის ბევრი ქსოვილი მსუბუქი ტკივილით.
ენდომეტრიოზის სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებაში აგვერიოს. მათ შორისაა მენჯის ანთებითი დაავადება, საკვერცხის ცისტები, ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), რომელიც იწვევს დიარეის შეტევებს, ყაბზობას და კუჭის სპაზმებს.
აუცილებლად აღსანიშნია, რომ ენდომეტრიოზის მქონე ზოგიერთ ადამიანს არ აქვს არანაირი სიმპტომი.
ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ზოგიერთი შესაძლო მიზეზი შემდეგია:
ფაქტორები, რომლებიც ზრდის ენდომეტრიოზის რისკს, მოიცავს:
ნებისმიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმიდან სისხლის გადინებას მენსტრუაციის დროს, ასევე გახლავთ ენდომეტრიოზის რისკ ფაქტორი.
ენდომეტრიოზის სიმპტომები ხშირად ვლინდება მენსტრუაციის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. სიმპტომები შეიძლება გაუმჯობესდეს ორსულობის დროს. დროთა განმავლობაში მენოპაუზის დროს ტკივილი შეიძლება უფრო მსუბუქი გახდეს.
ენდომეტრიოზის მთავარი გართულებაა დაორსულების პრობლემა. ენდომეტრიოზით დაავადებულთა ნახევარს უჭირს დაორსულება.
დაორსულებისთვის აუცილებელია, რომ კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოთავისუფლდეს. შემდეგ კვერცხუჯრედმა უნდა გაიაროს ფალოპის მილში და განაყოფიერდეს სპერმის უჯრედით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიმაგრდება საშვილოსნოს კედელზე და დაიწყებს განვითარებას. ენდომეტრიოზმა შეიძლება დაბლოკოს მილი და ხელი შეუშალოს კვერცხუჯრედისა და სპერმის გაერთიანებას.
ეს მდგომარეობა ასევე მოქმედებს ნაყოფიერებაზე არაპირდაპირი გზით. მაგალითად, შეიძლება დაზიანდეს სპერმატოზოიდი ან კვერცხუჯრედი.
მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ენდომეტრიოზით, მაინც შეუძლია დაორსულება. ჯანდაცვის პროფესიონალები ზოგჯერ ენდომეტრიოზით დაავადებულებს ურჩევენ, არ გადადონ ბავშვის გაჩენა. ეს იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება.
ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა იწყება მენსტრუალური სიმპტომებისა და მენჯის ქრონიკული ტკივილის გამოკვლევით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტესტები და სკრინინგის ხელსაწყოები, გარანტირებულად თქმა რთულია ვის აქვს ეს მდგომარეობა. ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ კომპლექსური საკითხია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისი სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებაში აგვერიოს.
მკაფიო სურათის მისაღებად ექიმები იყენებენ ულტრაბგერით ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ სკანირებას, რათა მოძებნონ საკვერცხის ენდომეტრიოზი ან დაავადების ღრმა კვანძოვანი ფორმები. ხშირად საჭიროა უფრო დეტალური გამოკვლევა ლაპაროსკოპიის პროცედურებით. ამ დროს ექიმი მუცლის შიდა სივრცეს პატარა კამერით ათვალიერებს.
ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადება და სრულიად განკურნება არ ხდება. თუმცა, ენდომეტრიოზის მკურნალობა გულისხმობს დაავადების მართვასა და გართულებების თავიდან აცილებას.
აქ არის მკურნალობის რამდენიმე გავრცელებული ფორმა:
დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება მკურნალობის პროცესში. მაგალითად, ენდოველი არის ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ჰორმონს - პროგესტოგენ დიენოგესტს. გერმანული წარმოების ვიზანნა გახლავთ ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს 2 მგ. დიენოგესტს.
დუფასტონი არის პროგესტერონის სინთეზური ანალოგი, რომელიც ექიმის მიერ ინიშნება მენსტრუალური ციკლის დასარეგულირებლად, ენდომეტრიოზისა და დისმენორეის დროს.
შეგახსენებთ, რომ თითოეული მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ენდომეტრიოზის სიმპტომები. განსაკუთრებით თუ გაქვთ მტკივნეული, არარეგულარული პერიოდები ან უნაყოფობის პრობლემები.
ზოგიერთი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაგისვათ ექიმმა:
შეგახსენებთ, რომ დაავადების დროულად აღმოჩენა და პროცედურების დაწყება დაგეხმარებათ სიმპტომები მაქსიმალურად შეამციროთ და თავიდან აირიდოთ გართულებები.
1 აპრ 2024