აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ქოლინ პლიუსი ორთომოლი - Orthomol

#88026_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაcholine+silymarin
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
120.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ქოლინ პლიუსი

ღვიძლის, ცნს-ის და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის!    

ორთომოლ® ქოლინ პლიუსი შექმნილია  ღვიძლის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად.

ორთომოლ® ქოლინის პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:

ქოლინი არის ვიტამინი B4, რომელიც ახდენს ცხიმების ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტული მოქმედება.  

ქოლინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ორგანიზმი, თუმცა, მისი  რესურსი შეიძლება სწრაფად ამოიწუროს, რადგან მონაწილეობს ყველა მეტაბოლურ პროცესში, ამიტომ რეკომენდებულია მისი შევსება მიკრონუტრიენტების სახით. 

სილიმარინი  მიიღება მცენარე ბაყაყურასგან, მონაწილეობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციაში, ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს და  ფერმენტულ აქტივობას.

არტიშოკი არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს, აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზს).

რეკომენდებულია ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 2 კაფსულა (0.8 გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV*
ქოლინი 165 მგ  
სილიმარინი   125 მგ  
არტიშოკი 270 მგ  


* NRV = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: ქოლინის ბიტარტრატი (46%), სილიმარინი (Silybum marianum-დან) (29%), დამცავი აგენტი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

ორთომოლ® ქოლინ პლიუსის მიღების წესი:

მიიღება 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ  სასურველია დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად დილით და საღამოს. ორთომოლ®ქოლინ პლიუსის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.