აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

EPA-DHA 90 კაფსულა ფიური - Pure

#89018_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაomega 3
მოკლე აღწერა

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ,ნერვული სისტემის დაავადებები, თვალის დაავადებები.

160.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Pure - ფიური EPA-DHA 90 კაფსულა

100%-ით ეკოლოგიურად სუფთა ახალი ტექნოლოგიით მიღებული შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები

ფიური® EPA/DHA  - მიიღება უნიკალური მოლეკულური დისტილაციის ტექნოლოგიით ისეთი თევზებისგან, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან მჟავებს (ქაფშია, სარდინი, სკუმბრია) და გაწმენდილია მოლეკულურ დონეზე მძიმე მეტალების და ტოქსინებისგან, არ აქვს თევზის სუნი და გემო.

ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არ სინთეზირდება ორგანიზმში, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია საკვებით, ან საკვები დანამატებით.

ომეგა -3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესში, ამცირებს ანთებას, გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  ჯანმრთელობაზე და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, მისი დეფიციტი დაკავშირებულია შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებასთან, დეპრესიასთან, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან.

ფიური® EPA/DHA :

· ხელს უწყობს იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, სისტემის მხარდაჭერას (1)

· აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას

· ხელს უწყობს მეხსიერების, კონცენტრაციის, მხედველობის მხარდაჭერას

· აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილობას (4-5)

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია.

· ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ამნეზია, დემენცია.

· იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია

· ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები

· თვალის დაავადებები

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: 10 კკალ, 1 გ ცხიმი, ქოლესტეროლი < 5 მგ, თევზის ცხიმის კონცენტრატი - 1000 მგ (ქაფშია, სარდინი, სკუმბრია): EPA (ეკოზაპენტაენის მჟავა) - 300 მგ, DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) - 200 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინის კაფსულა (ჟელატინი, გლიცერინი, წყალი), ტოკოფეროლის ნარევი. 

დოზირება:

მიიღება 1-2 კაფსულა დღეში  ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოშვების ფორმა: №90 კაფსულა.

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. 

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან.

References:

1. Corder KE, et. Al. J of Sports Sci Med. 2016 Feb 23;15(1):176-83.

2. von Schacky C, et. al. Ann Intern Med. 1999 Apr 6;130(7):554-62.

3. Hongjiang C, et. al. J of Mol and Cell CardiologyVolume 35, Issue 7, July 2003, Pages 769-775

4. Bartram HP, et. al. Gastroenterology. 1993 Nov;105(5):1317-22.

5. Adam O, et. al. Rheumatol Int. 2003 Jan;23(1):27-36