| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pure - ფიური |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 90 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | N-acetylcysteine |
| დოზა | 600mg |
აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციას, ხელს უწყობს გლუტათიონის გამომუშავებას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას .
Nაცეტილ Lცისტეინ 600 90 კაფსულა ფიური - Pure
ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას, გლუტათიონის გამომუშავებას და დეტოქსიკაციას!
N-აცეტილ-L-ცისტეინი ამინომჟავა ცისტეინის წარმოებული გოგირდშემცველი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეთიონინის, ტაურინის და გლუტათიონის მეტაბოლიზმში, აქვს მუკოლიზური მოქმედება - განპირობებული მისი უნარით დაარღვიოს მუკოპოლისაქარიდული ჯაჭვის დისულფიდური ბმები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლარიზაციას და ნახველის სიბლანტის დაქვეითებას.
· აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ ანტიოქსიდანტურ სისტემას (₁)
· ხელს უწყობს გლუტათიონის გამომუშავებას (₁)
· აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას (₄)
ხელს უწყობს ფილტვის ქსოვილის და სასუნთქი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან
აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში და დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, საიდანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტათიონი. გლუტათიონი არის რეაქტიული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი და ციტოპროტექტორი, რომელიც ანეიტრალებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ხელს უშლის გლუტათიონის შემცირებას და ზრდის მის უჯრედშიდა სინთეზს.
აცეტილცისტეინს აქვს პირდაპირი ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაც განპირობებულია მის ფორმულაში რეაქტიული სულფჰიდრილის ჯგუფების (SH) არსებობით. ის ანეიტრალებს რეაქტიული ჟანგბადის სახეობებს (ROS) და იცავს უჯრედს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.
N-აცეტილ-L-ცისტეინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და რადიოპროტექტორული (იცავს ორგანიზმს რადიაციის და რენტგენის გამოსხივებისგან) მოქმედება, არის ძლიერი დეტოქსიკანტი, ანეიტრალებს მძიმე მეტალებს (ტყვია, დარიშხანი), ქიმიკატებს, ამცირებს ვერცხლისწყლის, ამიაკის ტოქსიურ ეფექტს (მაგალითად, ვერცხლისწყლის ამალგამი სტომატოლოგიაში), იცავს ორგანიზმს აკროლეინის (შეიცავს თამბაქოს კვამლი), გამონაბოლქვი აირების და სხვა მავნე გარემო ფაქტორებისგან, ასევე იცავს ღვიძლს და ტვინის უჯრედებს ალკოჰოლის, გარკვეული სამკურნალო და ტოქსიური ნივთიერებების დამაზიანებელი მოქმედებისგან, წარმოადგენს ანტიდოტს პარაცეტამოლით, ამინოგლიკოზიდებით, ფენოლებით, ალდეჰიდებით, ალკოჰოლით და საკვებით მოწამვლის დროს.
რეკომენდებულია ფიური NAC-ის მიღება მწეველებში ხანგრძლივად, სასუნთქი სისტემის დაავადებების თავიდან აცილების მიზნით - ასუფთავებს ბრონქებს, იცავს და აღადგენს თამბაქოს მოხმარებით დაზიანებულ ფილტვის ქსოვილს, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას.
N-აცეტილცისტეინი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
· სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები
· ორგანიზმის დეტოქსიკაცია გარკვეული მედიკამენტებით (პარაცეტამოლი) დოზის გადაჭარბების დროს, ასევე ტოქსიური ლითონებით, ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევაში (როგორც ანტიდოტი)
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)
· რესპირატორული დაავადებები რომელსაც თან ახლავს ბლანტი და სეროზულ-ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზია, ბრონქული ასთმა, ატელექტაზი, სინუსიტი, კისტოზური ფიბროზი (როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი)
· მომზადება ბრონქოსკოპიის, ბრონქოგრაფიის, ასპირაციული დრენაჟისთვის
· სასუნთქი გზებიდან ბლანტი სეკრეტის მოცილება ტრავმების და ოპერაციების შემდეგ
· მწეველობა
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: N-აცეტილ-L-ცისტეინი - 600 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილის პალმიტატი.
მიიღება 1 კაფსულა 1-3-ჯერ დღეში კვებებს შორის 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოშვების ფორმა: №90 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან
Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.
Pure encapsulation®-ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას.
ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური