| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | SVR - ესვიერი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ცალი |
SVR - ესვიერი ნაკრები Sebiaclear შრატი ცხიმიანი კანისთვის და მიცელარული წყალი
ნაკრების შემადგენლობაშია:
1. SVR - ესვიერი შრატი ცხიმიანი კანისთვის Sebiaclear Serum
2. SVR - ესვიერი მიცელარული წყალი Sebiaclear Eau Micellaire
SVR - ესვიერი შრატი ცხიმიანი კანისთვის Sebiaclear Serum
შრატი რეკომენდებულია მგრძნობიარე, ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი მოზრდილთა კანისთვის. თხელი, ულტრანაზი ტექსტურის, გამჭვირვალე შრატი ადვილად შეწოვება და კანს ხდის ერთგვაროვანს. ანტიოქსიდანტური ფორმულა უზრუნველყოფს კანის 8 საათიან დატენიანებას. შეიცავს 28% დერმატოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს. შედეგი დგება 7 დღეში. გამონაყარის საწინააღმდეგო მოქმედება - გლუკონოლაქტონი 14 % + ნიაცინამიდი 4 % -ს გააჩნია გამონაყარის, ლაქების, ფერისმჭამელების, ნარჩენი შრამების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და კრავს ფორებს. დაბერების საწინააღმდეგო კომპლექსი - RETINOID-LIKE რეტინოიდი + ჰიალურონის მჟავა ებრძვის დაბერების ნიშნებს. იცავს კანს და უზრუნველყოფს ნაოჭების გადასწორებას. დაბინძურების საწინააღმდეგო ფარი - მცენარეული ანტიოქსიდანტი + დაბინძურების საწინააღმდეგო შაქარი: იცავს კანს გარე გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან და შემდგომი დაზიანებისგან. ჰიპოალერგიული. არაკომედეგონური. წარმოადგენს საუკეთესო ბაზას მაკიაჟისთვის. გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი. რეკომენდაცია: კომბინირებული კანისთვის გამოიყენეთ დამატენიანებელთან ერთად.
გამოყენების წესი: დაიტანეთ ყოველდღიურად დილით და/ან საღამოს მთელს სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.
მოცულობა 30 მლ.
SVR - ესვიერი მიცელარული წყალი Sebiaclear Eau Micellaire
მიცელარული წყალი ერთდროულად წმენდს, ასუფთავებს და აშორებს მაკიაჟს სახიდან და თვალიდან. რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. აშორებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს კანიდან ისე, რომ არ აშრობს მას. აახლებს და ასუფთავებს კანს. მიცელარული წყლის შემადგენელი გლუკონოლაქტონი წმენდს ფორებს, ხოლო მიცელები წმენდს კანსა და აშორებს მაკიაჟს სახიდან და თვალიდან. არ შეიცავს საპონს, ალკოჰოლს, საღებავებსა და პარაბენებს.
გამოყენების წესი: გაიწმინდეთ სახე და თვალები კოსმეტიკური ბამბის დისკით დილით და/ან საღამოს. არ საჭიროებს ჩამობანას.
მოცულობა 75 მლ.
დამზადებულია საფრანგეთში