
| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | thymus+gentiana lutea+brionia |
გამოყენების ინსტრუქცია
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
ფლუზეფი
100 მლ შეიცავს :
მოქმედი ნივთიერება : Gentiana lutea – “ნაღველასებრი ყვითელი”, იგივე – დიდი ყვითელი გენტიანას მშრალი ექსტრაქტი –0,097 გ; Thymus serpyllum - მხოხავი ბეგქონდარას მშრალი ექსტრაქტი – 0,97 გ; Brionia dionica ( ბრიონია, ლეშურა) ორსახლიანი ლეშურას მშრალი ექსტრაქტი – 9*10– 6გ; რკინის ფოსფატი – 9*10–12 გ; რძემჟავა 9*10–12 გ;
დამატებითი ნივთიერებები: ეთილის სპირტი 43% –59 მლ; გაწმენდილი წყალი.
თვისებები :
ნაღველასებრი ყვითელის ექსტრაქტი შეიცავს : გენციანინს, გლიკოზიდებს, C ვიტამინს, ინულინს, შაქარსა და პექტინებს, რომლებიც ამცირებენ გაციების სიმპტომებს. მხოხავი ბეგქონდარასა და ლეშურას ექსტრაქტები შეიცავენ ეთერზეთებს, რომლებიც იმუნური სისტემის სტიმულატორებია და ამცირებენ ანთებით პროცესებსა და ტკივილის ინტენსივობას სახსრებში ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისას.
რეკომენდაცია გამოყენებისათვის :
როგორც დამატებითი წყარო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა, რომლებიც ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ხელს უწყობენ ორგანიზმის წინააღმდეგობისუნარიანობის გაზრდას სხვადასხვა აგრესიული ზემოქმედების მიმართ ( გაციება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები), ასევე შინაგანი დამცველობითი ფაქტორების გააქტიურებას ცხვირის ლორწოვანსა და ზედა სასუნთქ გზებში.
უკუჩვენებები :
ინდივიდუალური აუტანლობა ბად–ის კომპონენტების მიმართ.
მიიღება კვებამდე 30 წუთით ადრე, ან 1 საათის შემდეგ. წვეთები ჩვეულებრივ მიიღება სუფთა სახით. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას 1 სუფრის კოვზ წყალში. გადაყლაპვამდე სითხე სასურველია გააჩერო მცირე დროით პირში.
ბავშვებში 12 წლამდე 5–5 წვეთი, 12 წელს ზევით და მოზრდილებში 10 წვეთი 3–8–ჯერ პირველი ორი დღის განმავლობაში და შემდეგ – 2–3–ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი
შენახვის წესი:
მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურზე არაუმეტეს +25 გრადუსისა, ჰაერის შეფარდებით ტენიანობაზე არაუმეტეს 75 %–ისა .
გამოშვების ფორმა :
20 მლ–იანი მუქი მინის ფლაკონების საწვეთურიანი სახურავით.
მწარმოებელი :
“Biomir” ტაშკენტი.
“Citco Cemicals” England-ის შეკვეთით.
არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.