| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Rompharm / რომფარმი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | picloxidine |
ბაქტავიტი
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
კომერციული დასახელება: ბაქტავიტი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: პიკლოქსიდინი.
ფარმაცევტული ფორმა: თვალის წვეთები, ხსნარი
აქტიური ნივთიერება: პიკლოქსიდინის დიჰიდროქლორიდი - 0,500 მგ (0.434მგ პიკლოქსიდინის ექვივალენტური);
შემავსებლები: გაუწყლოებული გლუკოზა, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიური; ინფექციის საწინააღმდეგო.
ათქ კოდი: S01AX16
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
პიკლოქსიდინი არის ფართო სპექტრის ანტისეპტიკი, ბაქტერიოციდული საშუალება.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
მონაცემები არ არის.
თვალის და მისი დანამატების ზედაპირული ინფექციების ანტისეპტიკური მკურნალობა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენების უსფრთხოება დადგენილი არ არის. ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
დოზირება
ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში, დღეში ორჯერ-ექვსჯერ.
მიღების მეთოდი
ოკულარული გამოყენებისთვის.
არასასურველი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი აუტანლობის რეაქციები (გაღიზიანება ან სენსიტიზაცია).
ჭარბი დოზირება
პიკლოქსიდინის ჰიდროქლორიდი 0.05მგ/მლ თვალის წვეთების, ხსნარის ზედმეტი რაოდენობა შეიძლება გამოირეცხოს თვალიდან სტერილური ფიზიოლოგიური მარილიანი ხსნარით.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
თუ გამოიყენება ერთ ადგილობრივ ოფთალმოლოგიური პრეპარატზე მეტი, მედიკამენტების მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალით.
სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
თუ თერაპიის დროს მხედველობა ირღვევა ან სიმპტომები უარესდება, შეწყვიტეთ გამოყენება და მიამრთეთ ექიმს.
მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 10 დღეს. ამის შემდეგ მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს.
ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
თუ ჩაწვეთებისას ვითარდება მხედველობის დაბინდვა, ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მოიცადოს, სანამ მხედველობა დაუბრუნდება ნორმას.
შეფუთვა
მინიმუმ 10,7გ პროდუქტი მოთავსებულია 10მლ მინიმალური მოცულობის გამჭვირვალე პოლიეთილენის ბოთლში, რომელიც აღჭურვილია გამჭვირვალე საწვეთურით და უსაფრთხოების რგოლით დაბეჭდილი ხრახნიანი თავსახურით. ყოველი ეტიკეტირებული ბოთლი და ჩანართი მოთავსებულია ინდივიდუალურ დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში.
ერთი ბოთლის ეტიკეტზე და ინდივიდუალურ მუყაოს შეფუთვაზე მითითებულია სერიის ნომერი და ვარგისობის ვადა.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
2 წელი.
პირველი გახსნის შემდეგ: 4 კვირა.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
გაყიდვის სტატუსი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე