| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | folic acid |
მეტიფოლი / Metifol
ფოლატის შემცველი საკვები დანამატი
ფოლიუმის მჟავა 400 მკგ.
მეთილფოლატი ფოლიუმის მჟავის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმაა, რომელიც აღარ საჭიროებს ღვიძლში მეტაბოლიზმს. მას სწრაფად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი ფოლიუმის მჟავასგან განსხვავებით, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა და შეწოვა ხშირ შემთხვევაში გართულებულია.
სხვა ინგრედიენტები:
შემავსებელი, იზომალტი (E953), ცელულოზა (E460), სტაბილიზატორი, პოლივინილპოლიპიროლიდონი (E1202), პოლივინილპიროლიდონი (E1201), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b), დამხმარე ნივთიერება: სტევია (Stevia rebaudiana).
1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
მეტიფოლის გამოყენება რეკომენდებულია 11 წლიდან.
|
დღიური მიღების დოზა |
1 ტაბლეტი |
DRVs* |
|
ფოლიუმის მჟავა (მეთილფოლატი Methylfolate) |
400 µg |
200 |
*DRVs: რეკომენდებული საკვები ნივთიერებების რაოდენობა.
• ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
• ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა;
• პრეეკლამფსია;
• მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკა;
• არაბალანსირებული კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე;
• ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ,
მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გაფრთხილებები:
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
• საკვები დანამატი ვერ ცვლის ნორმალურ კვებას
• მეტიფოლის მიღებამდე ორსულობის, ძუძუთი კვების პერიოდში ან სხვა მედიკამენტების გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან
შეფუთვის ფორმა:
მეტიფოლი წარმოდგენილია 30 ტაბლეტიანი შეფუთვით, ორალური გამოყენებისთვის, გამჭვირვალე პოლივინილქლორიდის/ალუმინის შემცველ ბლისტერში.