აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გასტროვეგი - Gastroveg სტიკი პერორალური 15მლ N20

#108281_2048
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიFortex / ფორტექსი
ბრენდის ქვეყანა ბულგარეთი
რაოდენობა და ფორმა20 პაკეტი
მოქმედი ნივთიერებაsodium alginate+hyaluronic acid
მოკლე აღწერა
გამოიყენება გულძმარვის, კუჭის მომატებული მჟავიანობისა და რეფლუქსის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
35.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

გასტროვეგი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენების ინსტრუქცია.

მიღებამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნული ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენების ინსტრუქციას, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის საჭირო ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას.

სავაჭრო დასახელება: გასტროვეგი

გამოშვების ფორმა: ხსნარი შიგნით მისაღები სტიკებში.

შემადგენლობა: თითოეული 1 სტიკის ხსნარი შეიცავს:

ნატრიუმის ალგინატი              375მგ.

ჰიალურონის მჟავა                     15მგ.

შემავსებელი ნივთიერებები: გლიცერინი (E422), ქსანტანის ფისი (E415), მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი (E218), არომატიზატორი - პიტნა, პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, სუკრალოზა (E955), წყალი.

აღწერა:

გასტროვეგი - ალგინატის და ჰიალურონის მჟავის კომპლექსი, გვიხსნის წვის შეგრძნებას ეპიგასტრიუმში, კუჭისა და საყლაპავის ლორწოვან გარსზე ახდენს დამცველობით, ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენ მოქმედებას.

ნატრიუმის ალგინატი - ბუნებრივი პოლისაქარიდია, რომელსაც იღებენ ყავისფერი წყალმცენარეებისგან. ნატრიუმის ალგინატი კუჭის ლორწოში არსებულ მარილმჟავასთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის გელის მსგავს მოძრავ, დამცავ ბარიერს კუჭის თხიერი შიგთავსის ზედაპირზე. დამცავ ბარიერს აქვს ნეიტრალური მნიშვნელობის PH და იცავს კუჭისა და საყლაპავის ლორწოვან გარსს პეპსინის და მარილმჟავას აგრესიული მოქმედებისგან. ნატრიუმის ალგინატის დამცველობითი თვისების გამო ეპიგასტრიუმში იხსნება ტკივილი და დისპეპსიური მოვლენები როგორებიცაა წვა, ბოყინი სიმჟავით, სიმძიმე.

ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატის სახით) - ფიზიოლოგიური პოლისაქარიდის კომპლექსია, რომელიც შედის ორგანიზმის ქსოვილებისა და სითხეების შემადგენლობაში. ჰიალურონის მჟავის განსაკუთრებულ თვისებად ითვლება ის, რომ წყლის მოლეკულასთან შეერთების შედეგად წარმოქმნის საყლაპავისა და კუჭის ლორწოვან გარსზე დამცავ თხელ ფენას, რომელიც ნარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში, ფარავს ნერვულ დაბოლოებებს და ქმნის მექანიკურ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის კუჭისა და საყლაპავის  ლორწოვანი გარსის  გაღიზიანებას და დაზიანებას.

გამოყენების სფერო:

რეკომენდირებულია გამოყენება როგორც დამხმარე საშუალებისა შემდეგი სიმპტომების დროს:

. გულძმარვა

. ბოყინი სიმჟავით

. კუჭის არეში სიმძიმე და გადავსების შეგრძნება

. კუჭის მომატებული მჟავიანობა

. გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი

რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების დროს:

. გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი

. ფუნქციონალური დისპეპსია

. ჰიპერმგრძნობიარე სალაპავი

. კუჭის წყლულოვანი დაავაება

. გასტრიტი

აგრეთვე შეიძლება გამოყენებული იყოს კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გაღიზიანებისას რომელიც გამოწვეულია სიგარეტის მოწევით, კვების რეჟიმის დარღვევით (ალკოჰოლი, ყავა, ტკბილეული, ცომეული და სხვ.) წამლების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების დროს.(ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები და სხვ.)

უკუჩვენებები:

. მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

. 6 წლამდე ასაკის ბავშვები.

. ორსულობა და ლაქტაცია.

მიღების რეკომენდაციები:

. ბავშვები 6 წლის ზემოთ და უფროსები: 1 სტიკი საჭმლის მიღების შემდეგ. აუცილებლობის შეთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძილის წინაც.

მკურნალობის კურსი 7 დან 14 დღემდე, ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:

. იშვიათად ალერგიული რეაქცია, ღებინება, მუცლის შებერვა.

განსაკუთრებული მითითებები:

. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

. რეკომენდირებულია დავიცვათ 1-2 საათიანი ინტერვალი გასტროვეგისა და სხვა წამლების ერთდროული მიღებისას.

. ბიოლოგიურად აქტიური საკვების დანამატის მიღება დაიწყეთ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

. შიგნით მისაღები ხსნარი 15მლ სტიკებში.20 ცალი სტიკი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: შევინახოთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 25°C ტემპერატურამდე პირობებში. შევინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობა:

24 თვე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი. არ წარმოადგენს სამკურნალო წამალს.