აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნაკრები DISCIPLINE KIT 1890 ეკოსლაინი - Echosline

#97364_3073
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიEchosline - ეკოსლაინი
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
ნაკრები DISCIPLINE KIT, ურჩი თმის შამპუნი 300მლ; ურჩი თმის ნიღაბი 300მლ; ურჩი თმის შრატი 100მლ. თმას ანიჭებს ელასტიურობას და აბრეშუმისებრ ბზინვარებას. ატენიანებს და კვებავს კულულებს, უზრუნველყოფს თერმულ დაცვას და იცავს გარემოს უარყოფითი გავლენისგან. განკუთვნილია დაუმორჩილებელი, რთულად მოსავლელი, აფუებისკენ მიდრეკილი, გამომშრალი თმისთვის.
57.00₾
95.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ნაკრები DISCIPLINE KIT ეკოსლაინი - Echosline 

Echosline - ეკოსლაინი სასაჩუქრე ნაკრები Discipline - მოვლის პროდუქტები ჩახლართვისა და აფუებისკენ მიდრეკილი, მშრალი, დაუმორჩილებელი თმისთვის. ძირითადი ინგრედიენტებია სელისა და არგანის ზეთები, კაკაოს კარაქი. არბილებს თმას, ხსნის ჩახლართულობის ეფექტს, ამარტივებს დავარცხნას. ხელს უწყობს ფორმის შენარჩუნებას, განსაკუთრებით, ტენიან პირობებში. არ შეიცავს SLS/SLES-ს

ნაკრების შემადგენლობაშია

შამპუნი Discipline არგანისა და სელის ზეთითა და კაკაოს კარაქის შემცველობით. ეს ინგრედიენტები არბილებენ და მატებენ თმას ბზინვარებას, დამძიმების გარეშე. 

ნიღაბი Discipline - უხეში, დაუმორჩილებელი, აფუებისკენ მიდრეკილი თმისთვის. არბილებს თმას, ხსნის აფუების ეფექტს, ამარტივებს დავარცხნას. კაკაოს კარაქზე დაფუძნებული სპეციალური თერმოაქტიური ტექნოლოგიის წყალობით ვარცხნა ბევრად უფრო ადვილია და გაშრობის ან გასწორების დრო საგრძნობლად მცირდება.

შრატი Discipline - აბურდული თმის საწინააღმდეგო შრატი - იდეალურია დაუმორჩილებელი, გაფუებული და მძიმედ მოსავლელი თმისთვის. სველ თმაზე მოქმედებს როგორც აფუების საწინააღმდეგო საშუალება, აწესრიგებს და ინტენსიურად კვებავს მას. მშრალზე კი უზრუნველყოფს თმის სიგლუვესა და ბზინვარებას. უნარჩუნებს მას სისწორეს და ამცირებს მოცულობას. სწრაფად შეიწოვება და არ აცხიმიანებს თმას.

გამოყენების წესი

  • წაისვით შამპუნი Discipline სველ თმასა და სკალპზე, ნაზად აიქაფეთ და კარგად ჩამოიბანეთ.
  • შამპუნის გამოყენების შემდეგ, დაიტანეთ Discipline ნიღაბი პირსახოცით შემშრალებულ თმაზე. სასურველია, ჩამოივარცხნოთ მსხვილკბილებიანი სავარცხლით, რათა კარგად გადანაწილდეს მთელს სიგრძეზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
  • გამოიყენეთ Discipline შრატი საჭიროებისამებრ: 1. წაისვით რამდენიმე წვეთი ნოტიო თმის სიგრძეზე, როგორც აფუების საწინააღმდეგო საშუალება. თანაბრადად გადაინაწილეთ და შემდეგ დაიწყეთ სტილისტური დამუშავება. არ საჭიროებს ჩამობანას. 2. სითბოსგან დაცვის გასაუმჯობესებლად შეისხურეთ მშრალ თმაზე თმის უთოს გამოყენებამდე. 

თმის ტიპი

დაუმორჩილებელი, გაფუებისკენ მიდრეკილი და მძიმედ მოსავლელი თმისთვის

ინგრედიენტები

ყველა პროდუქტი ვეგანურია. არ შეიცავს SLS-ს და SLES-ს. შედგება 95%-ზე მეტი ნატურალური ინგრედიენტისგან და შეფუთულია ბიოდეგრადირებად მასალებში

პროდუქტის კლასიფიკაცია

თმის პროფესიონალური მოვლის პროდუქტები

მწარმოებელი ქვეყანა

იტალია, Pettenon Cosmetics Italy

მოცულობა

შამპუნი 300 მლ;

ნიღაბი 300 მლ;

შრატი 100 მლ. 

Echosline - ეკოსლაინის სხვა პროდუქტები იხილეთ აქ: 

Echosline - ეკოსლაინი სასაჩურე ნაკრები Keratin Veg 1876

Echosline - ეკოსლაინი სასაჩურე ნაკრები ARGAN 1883

სერია შესახებ ინფორმაცია

Discipline სერიის პროდუქტები შექმნილია ურჩი, აფუებადი და რთულად მართვადი თმის მოსავლელად. ხაზი მოიცავს შამპუნებს, სპრეებს, შრატებსა და ნიღბებს, რომლებიც დამზადებულია სელის ზეთის, არგანის ზეთისა და კაკაოს კარაქისგან. ამ პროდუქტების მიზანია თმის დაცვა, აფუების დამორჩილება, თმის ღერებისთვის სიგლუვის, სირბილის და ელასტიურობის მინიჭება.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Echosline იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა. მისი შექმნის მიზანი სტილისტებისთვის მაღალი ხარისხისა და ეფექტიანი პროდუქციის მიწოდება იყო — სილამაზესთან ერთად, თმის სიჯანსაღეზეც რომ ეზრუნათ. დაარსების დღიდან ბრენდი ეფუძნება ინოვაციას, რაც მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაზე მორგებაში გამოიხატება.