| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Echosline - ეკოსლაინი |
| ბრენდის ქვეყანა |
ნაკრები KERATIN KIT ეკოსლაინი - Echosline
Echosline - ეკოსლაინი სასაჩუქრე ნაკრები Keratin Veg - მოვლის პროდუქტები დაზიანებული, ქიმიურად დამუშავებული ან ბუნებრივად სწორი თმისთვის. იდეალურია მათთვის, ვისაც გაკეთებული აქვს კერატინის პროცედურა, ან ხშირად უწევს თმის გასწორება თერმული ხელსაწყოებით. ასევე, მათთვის, ვისაც სურს თმაზე ბუნებრივი სისწორის ეფექტის შენარჩუნება. ფორმულა გაჯერებულია მცენარეული კერატინით, სოიოსა და ხორბლის ცილოვანი ამინომჟავებით, რაც ხელს უწყობს თმის სტრუქტურის აღდგენას, დატენიანებასა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვას. არ შეიცავს სულფატს, სილიკონსა და პარაბენს.
შამპუნი Keratin Veg - გამდიდრებულია მცენარეული კერატინითა და პროტეინებით. ნაზად, მაგრამ საფუძვლიანად ასუფთავებს დაზიანებულ თმას. შეიცავს მოლეკულებს, რომლებიც აუცილებელია თმის სტრუქტურის აღდგენისთვის. ანიჭებს ელასტიურობას, სიცოცხლესა და ტონუსს. ვეგანურია და არ შეიცავს სილიკონებს, SLES-ს, SLS-ს.
ნიღაბი Keratin Veg - დაზიანებული თმის აღმდგენი ნიღაბი კერატინით. ხელს უწყობს კვებას და დატენიანებას. იცავს გასწორებულ და დამუშავებულ თმას, არბილებს, ანიჭებს ბზინვარებას და სარკისებრ ეფექტს. ვეგანური პროდუქტი, სულფატების გარეშე.
ფლუიდი Keratin Veg - ამაგრებს თმის სტრუქტურას და ანიჭებს ფერს ბზინვარებას. აქვს მსუბუქი ტექსტურა - კვებავს თმას დამძიმების გარეშე და არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას. შეიცავს არგანის ზეთს, სოიოსა და ხორბლის ამინომჟავებს. ვეგანური პროდუქტი, სულფატების გარეშე.
ეკოსლაინის სხვა სასაჩუქრე ნაკრებები:
Echosline - ეკოსლაინი სასაჩურე ნაკრები ARGAN 1883
Echosline - ეკოსლაინი სასაჩურე ნაკრები Discipline 1890
დაზიანებული, ქიმიურად დამუშავებული ან ბუნებრივად სწორი თმისთვის
ყველა პროდუქტი ვეგანურია. სულფატებისა და პარაბენების გარეშე. შედგება 95%-ზე მეტი ნატურალური ინგრედიენტისგან და შეფუთულია ბიოდეგრადირებად მასალებში
თმის პროფესიონალური მოვლის პროდუქტები
იტალია, Pettenon Cosmetics Italy
შამპუნი 300 მლ;
ნიღაბი 300 მლ;
შრატი 100 მლ .
ვეგანური კერატინით გამდიდრებული პროდუქტების სერია, რომელიც ეფექტური მოქმედებით გამოირჩევა დაზიანებული, გაუხეშებული, გამოფიტული თმისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ასაკოვანი ან დამუშავებული თმისთვის, როდესაც თმის ღერებში გალეულია ბუნებრივი კერატინის შემცველობა და თმას დაკარგული აქვს ჯანსაღი, ელასტიური, ბუნებრივად მბზინავი იერსახე.
Echosline იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა. მისი შექმნის მიზანი სტილისტებისთვის მაღალი ხარისხისა და ეფექტიანი პროდუქციის მიწოდება იყო — სილამაზესთან ერთად, თმის სიჯანსაღეზეც რომ ეზრუნათ. დაარსების დღიდან ბრენდი ეფუძნება ინოვაციას, რაც მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაზე მორგებაში გამოიხატება.