კაგოცელი 12გ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 12,70 ლ რეგულარული ფასი 16,50 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
40256_1888
მწარმოებელი:
ნიარმედიკ პლუსი
არცერთი:
გამოყენების ჩვენებები კაგოცელს® იყენებენ მოზრდილებში და 3 წლიდან ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალების სახით გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს, ასევე როგორც სამკურნალო საშუალებას მოზრდილებში ჰერპესის დროს.

გამოყენების ინსტრუქცია

კაგოცელი®

Kagocel®


სარეგისტრაციო ნომერი:
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კაგოცელი® (Kაგოცელ®)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ არსებობს.
ქიმიური დასახელება: ნატრიუმის მარილი სოპოლიმერის (14)-6-0-კარბოქსიმეთილ--D-გლუკოზის, (14)--D-გლუკოზის და (2124)-2, 3, 14, 15, 21, 24, 29, 32-ოქტაჰიდროქსი-23-(კარბოქისმეტოქსიმეთილ)-7, 10-დიმეთილ-4, 13-დი(2-პროპილ)-19,22,26,30,31 - პენტაოქსაჰეპტაციკლო [23.3.2.2.16.20. 05.28. 08.27 09.18. 012.17]დოტრიაკონტა-1,3,5(28), 6,8(27), 9(18),10, 12(17), 13,15-დეკაენა.
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: კაგოცელი® - 12 მგ. დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი - 10 მგ, კალციუმის სტეარატი - 0,65 მგ, ლუდიპრესი (პირდაპირი დაპრესის ლაქტოზა, ლუდიპრესის შემადგენლობა: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი (კოლიდონი 30), კროსპოვიდონი (კოლიდონი ჩL)) - 100 მგ-ანი მასის ტაბლეტის მიღებამდე.

აღწერილობა: კრემისფერი ყავისფერამდე მრგვალი ორმხრვიამობურცული ტაბლეტები ჩანართებით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტივირუსული საშუალება.
ათქ კოდი: [ჟ05AX]

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კაგოცელის® მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს ინტერფერონის პროდუქციის ინდუცირების უნარი. კაგოცელი® იწვევს ადამიანის ორგანიზმში ეგრეთ წოდებული გვიანი ინტერფერონის წარმოქმნას, რომელიც წარმოადგენს - და -ინტერფერონების ნარევს, რომლებსაც გააჩნია მაღალი ანტივირუსული აქტივობა. კაგოცელი® იწვევს ინტერფერონის პროდუქციას პრაქტიკულად უჯრედების ყველა პოპულაციაში, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმის ანტივირუსულ პასუხში: თ- და B- ლიმფოციტებში, მაკროფაგებში, გრანულოციტებში, ფიბრობლასტებში, ენდოთელიურ უჯრედებში. კაგოცელის® ერთი დოზის შიგნით მიღებისას ინტერფერონის ტიტრი სისხლის შრატში აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობებს 48 საათის შემდეგ. ორგანიზმის ინტერფერონული პასუხი კაგოცელის® შეყვანაზე ხასიათდება სისხლის ნაკადში ინტერფერონის ხანგრძლივი (4-5 დღემდე) ცირკულაციით. ნაწლავებში ინტერფერონის დაგროვების დინამიკა კაგოცელის® შიგნით მიღებისას არ ემთხვევა მოცირკულირე ინტერფერონის ტიტრების დინამიკას. სისხლის შრატში ინტერფერონის პროდუქცია აღწევს მაღალ მნიშვნელობებს კაგოცელის® მიღებიდან მხოლოდ 48 საათის შემდეგ, იმ დროს, როდესაც ნაწლავში ინტერფერონის პროდუქციის მაქსიმუმი აღინიშნება უკვე 4 საათის შემდეგ.
კაგოცელი®, თერაპიულ დოზებში დანიშვნისას, არ არის ტოქსიკური, არ გროვდება ორგანიზმში. პრეპარატს არ გააჩნია მუტაგენური და ტერატოგენური თვისებები, არ არის კანცეროგენული და არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური მოქმედება.
ყველაზე მაღალი ეფექტურობა კაგოცელით® მკურნალობისას მიიღწევა მისი დანიშვნისას არაუგვიანეს მე-4 დღისა მწვავე ინფექციის დაწყებიდან. პროფილაქტიკური მიზნებით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ვადებში, მათ შორის უშუალოდ ინფექციის გამომწვევთან კონტაქტის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
ორგანიზმში შეყვანიდან 24 საათის შემდეგ კაგოცელი® გროვდება ძორითადად ღვიძლში, ნაკლები ხარისხით ფილტვებში, თიმუსში, ელენთაში, თირკმელებში, ლიმფოკვანძებში. დაბალი კონცენტრაცია აღინიშნება ცხიმოვან ქსოვილში, გულში, კუნთებში, სათესლეებში, ტვინში, სისხლის პლაზმაში. თავის ტვინში კაგოცელის® დაბალი შემცველობა აიხსნება პრეპარატის მაღალი მოლეკულური მასით, რომელიც აძნელებს მის შეღწევას ჰემატოენცეფალურ ბარიერში. სისხლის პლაზმაში პრეპარატი იმყოფება ძირითადად შეკავშირებული სახით.
კაგოცელის® ყოველდღიური მრავალჯერადი შეყვანისას განაწილების მოცულობა მერყეობს ფართო საზღვრებში ყველა გამოკვლეულ ორგანოში. განსაკუთრებით გამოხატულია პრეპარატის დაგროვება ელენთაში და ლიმფურ კვანძებში. შიგნით მიღებისას საერთო სისხლის ნაკადში ხვდება შეყვანილი დოზის დაახლოებით 20%. შეწოვილი პრეპარატი ცირკულირებს სისხლში, ძირითადად, მაკრომოლეკულებთან შეკავშირებული ფორმით: ლიპიდებთან - 47%, ცილებთან - 37%.
პრეპარატის შეუკავშირებელი ნაწილი შეადგენს დაახლოებით 16%-ს.
გამოყოფა: ორგანიზმიდან პრეპარატი გამოიყოფა, ძირითადად, ნაწლავებით: შეყვანიდან 7 დღის შემდეგ გამოიყოფა შეყვანილი დოზის 88%, მათ შორის 90% - ნაწლავებით და 10% - თირკმელებით. ამოსუნთქულ ჰაერში პრეპარატი არ არის აღმოჩენილი.

გამოყენების ჩვენებები
კაგოცელს® იყენებენ მოზრდილებში და 3 წლიდან ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალების სახით გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს, ასევე როგორც სამკურნალო საშუალებას მოზრდილებში ჰერპესის დროს.

უკუჩვენებები
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- 3 წლამდე ასაკი;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტაზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.

გამოყენების წესი და დოზირება
შიგნით მისაღებად.
გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში პირველი ორი დღე ნიშნავენ - 2-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღეში, მომდევნო ორ დღეს - თითო ტაბლეტს 3 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 18 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.
გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა მოზრდილებში ტარდება 7-დღიანი ციკლებით: ორი დღე - 2-2 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, 5 დღე შესვენება, შემდეგ ციკლი მეორდება. პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირიდან რამოდენიმე თვემდე.
მოზრდილებში ჰერპესის სამკურნალოდ ნიშნავენ 2-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. სულ კურსზე - 30 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 5 დღე.
გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისათვის 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიშნავენ პირველი ორი დღე - თითო ტაბლეტს 2 ჯერ დღეში, მომდევნო ორი დღე - თითო ტაბლეტს 1 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 6 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.
გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისათვის 6 წლიდან ასაკის ბავშვებში ნიშნავენ პირველი ორი დღე - თითო ტაბლეტს 3 ჯერ დღეში, მომდევნო ორი დღე - თითო ტაბლეტს 2 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 10 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.
გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა 3 წლიდან ასაკის ბავშვებში ტარდება 7-დღიანი ციკლებით: ორი დღე - თითო ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, 5 დღე შესვენება, შემდეგ ციკლი მეორდება. პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირიდან რამოდენიმე თვემდე.

გვერდითი მოქმედებები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მძიმდება, ან თუ თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

ორსულ ქალებში, მეძუძურ დედებში გამოყენების შესაძლებლობა და თავისებურებანი
აუცილებელი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდირებული კაგოცელის® გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზირება
შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს რეკომენდირებულია ბევრი სითხის მიღების დანიშვნა, გულისრევის გამოწვევა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
კაგოცელი® კარგად ეხამება სხვა ანტივირუსულ პრეპარატებს, იმუნომოდულატორებს და ანტიბიოტიკებს (ადიტიური ეფექტი).

განსაკუთრებული მითითებები
სამკურნალო ეფექტის მისაღწევად კაგოცელის® მიღება დაწყებული უნდა იქნას დაავადების დაწყებიდან არაუგვიანეს მეოთხე დღისა.

გამოშვების ფორმა
12 მგ ტაბლეტები.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის/პოლივინილდენქლორიდ აპკისა და ალუმინის ფოლგისაგან თერმოშედუღებული საფარით.
1 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვას გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ კოლოფში.

ვარგისობის ვადა
2 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა
შპს “ნიარმედიკ პლუსი”, რუსეთი, 125252, ქ. მოსკოვი, ავიაკონსტრუქტორი მიქოიანის ქ., სახლი 12, ტელეფონი/ფაქსი: +7(495)741-49-89.
მომხმარებელთა პრეტენზიები გაგზავნეთ მისამართზე:
შპს “ნიარმედიკ პლუსი”, რუსეთი, 125252, ქ. მოსკოვი, ავიაკონსტრუქტორი მიქოიანის ქ., სახლი 12, ტელეფონი/ფაქსი: +7(495)741-49-89, ელექტრონული ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი საწარმო
შპს “ჰემოფარმი”, რუსეთი, 249030, კალუგის ოლქი, ქ. ობნინსკი, კიევის გზატკეცილი, სახლი 62, ტელეფონი: +7 (48439) 90-500; ფაქსი: +7 (48439) 90-525.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ