| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 დრაჟე |
| მოქმედი ნივთიერება | pancreatin+bile+hemicellulase+simethicon |
ჩვენება: საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ღეჭვის გაძნელება ან კბილის პროთეზი.
ფლატინი ნაწლავებში ხსნადი გარსით დაფარული დრაჟე
გამოიყენება პერორალურად
გთხოვთ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხოთ ეს ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
• თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და არ მისცეთ მას სხვას.
• ამ პრეპარატის გამოყენებისას, თუ ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას, გთხოვთ აცნობოთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
• მიჰყევით ინსტრუქციას ზუსტად ისე, როგორც ფურცელში წერია. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა
ამ ფურცელში:
1. რა არის ფლატინი და რისთვის მიიღება
2. ფლატინის მიღებამდე
3. როგორ მიიღება ფლატინი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფლატინი
6. დამატებითი ინფორმაცია
სათაურები მოცემულია.
• ფლატინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც აქტიურ ინგრედიენტები სახით შეიცავენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტების, ნაღვლის ექსტრაქტს და სიმეთიკონს
• ფლატინი არის თეთრი, მრგვალი, ნაწლავებში ხსნადი გარსით დაფარული დრაჟე და წარმოდგენილია შეფუთვაში 30 და 60 დრეჟეს შემცველობით.
• ფლატინი ხელს უწყობს ლიპიდების, ცილების, ნახშირწყლების, მცენარეული საკვებით მიღებული ცელულოზის მონელებას, ცხიმში ხსნადი ვიტამინის (A, D, E, K) შეწოვას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წარმოქმნილი აირების გამოშვებას და ბუნებრივ მოცილებას.
ფლატინი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
• პანკრეასის ქრონიკული ანთება, საჭმლის მომნელებელი დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებით
• კუჭ-ნაწლავის დაავადებები და საჭმლის მომნელებელი დარღვევები, რომლებიც ვითარდება კუჭ-ნაწლავის ოპერაციის შემდეგ (მეტეორიზმი),
• საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ღეჭვის გაძნელება ან კბილის პროთეზი,
• ჩივილები აირების არსებობის გამო და საჭმლის მომნელებელი სისტემის უკმარისობა, რაც იწვევს შებერილობას და ბოყინს საკვების მიღების შემდეგ,
• ნაწლავური აირების გამოდევნა რადიოლოგიის წინ.
იხილეთ ბლოგი: ფლატინი — ეფექტიანი დამხმარე მომნელებელი სისტემების პრობლემთან ბრძოლაში
არ მიიღოთ ფლატინი
თუ;
• თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ,
• თუ გაქვთ დადასტურებული ან საეჭვო ნაწლავის პერფორაცია და გაუვალობა,
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ფლატინის გამოყენებისას
თუ;
• თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა,
• თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება ბილირუბინის მაღალი დონით
• თუ გაქვთ სანაღვლე გზების ობსტრუქცია,
• თუ გაქვთ პოდაგრა, სისხლში შარდოვანას მაღალი დონე ან თირკმლის უკმარისობა,
• თუ ალერგიული ხართ ცხოველური (ღორის) წარმოშობის ცილებზე,
ამ პრეპარატის მიღებისას მიმართეთ თქვენს ექიმს და გამოიყენეთ ფრთხილად.
თუ ერთდროულად იყენებთ სხვა მედიკამენტებს, აცნობეთ ექიმს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობის შესახებ.
მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები ეხებოდა წარსულში ნებისმიერ დროს არსებულ მდგომარეობას, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ფლატინის მიღება საკვებთან და სასმელთან
მიიღეთ 1-2 ნაწლავებში ხსნადი გარსით დაფარული დრაჟე ჭამის დროს და დალიეთ ბევრი წყალი.
რეკომენდებული არ არის ძირითად და ოდნავ მჟავე (pH 5,5-ზე მეტი) საკვებთან ან სასმელთან ერთად მიღება.
ორსულობა
გთხოვთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ფლატინში შემავალი აქტიური ნივთიერებების არასაკმარისი კონტროლირებადი კვლევების გამო ადამიანებში, რისკი/სარგებლის თანაფარდობა უნდა შეფასდეს ორსულობისას საჭიროების შემთხვევაში.
მკურნალობის დროს, თუ შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
გთხოვთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ფლატინში შემავალი აქტიური ნივთიერებების დედის რძეში გამოყოფის შესახებ, გამოყენებამდე უნდა შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა ძუძუთი კვებისათვის.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ფლატინი არ ახდენს დადასტურებულ ზემოქმედებას ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლატინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ფლატინში შემავალი ლაქტოზას მონოჰიდრატის და საქაროზას გამო, თუ ექიმმა გითხრათ, რომ უკვე ხართ რეზისტენტული ზოგიერთი შაქრის მიმართ, გთხოვთ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართოთ ექიმს.
ფლატინი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს(23 მგ) ნატრიუმს ყოველ დოზაზე; ნატრიუმის ამ დოზაზე არ აღინიშნება მოულოდნელი გვერდითი ეფექტები.
მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამო, აცნობეთ თქვენს ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებთ.
აკარბოზას ერთდროული გამოყენების შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველ პრეპარატებთან, როგორიცაა პანკრეატინი, ამილაზას მომნელებელი ნახშირწყლები, შეუძლია შეამციროს აკარბოზას ზემოქმედება (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ).
თუ იღებთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ლევოთიროქსინს, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, აცნობეთ თქვენს ექიმს. თუ მიიღებთ ფლატინს ლევოთიროქსინის შემცველ პრეპარატთან ერთად, ამ ორი პრეპარატის ყოველი დოზის გამოყენებას შორის უნდა დაიცვათ მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.
თუ ამჟამად იყენებთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს ან ცოტა ხნის წინ იყენებდით, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ მიიღოთ ფლატინი.
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ან თავად არ გააგრძელოთ მკურნალობა.
თუ თქვენი ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული, შესაძლებელია ფლატინის 1 ან 2 დრაჟეს მიღება. ფლატინის გამოყენება უნდა დაიწყოს რადიოლოგიურ გამოკვლევამდე და ოპერაციებამდე 2 დღით ადრე და მიღებული უნდა იყოს 2 დრაჟე ჭამის შემდეგ.
მიღების გზა და მეთოდი
ფლატინი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
გადაყლაპეთ დაუღეჭავად, საკვების მიღების დროს, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად (იხ. პუნქტი „ფლატინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად“).
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
ბავშვები:
ამ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოიყენება.
ხანდაზმულები:
ამ ასაკობრივ ჯგუფში განსაკუთრებული გამოყენების წესი არ არსებობს, გამოიყენება მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზით.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმლის უკმარისობა: არ არსებობს კლინიკური კვლევები თირკმლის უკმარისობის დროს გამოყენების შესახებ.
ღვიძლის უკმარისობა: არ გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის დროს.
თუ ფიქრობთ, რომ ფლატინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ფლატინის საჭიროზე მეტი დოზა:
თუ მიიღეთ ფლატინის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლატინის მიღება
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ ფლატინის მიღებას
თუ მკურნალობას შეწყვეტთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თქვენი დაავადების სიმპტომები შეიძლება კვლავ განვითარდეს.
ყველა პრეპარატის მსგავსად, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1-პაციენტში
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში. იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათად: ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
• მუცლის ტკივილი
ხშირი:
• დიარეა
• გულისრევა
• ღებინება
• თავის ტკივილი
არახშირი:
• ალერგიული რეაქციები
იშვიათი:
• გამონაყარი კანზე
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი პაციენტის საინფორმაციო ფურცელში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეინახეთ ფლატინი შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ფლატინის შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ პროდუქტი და/ან შეფუთვა დაზიანებულია, არ გამოიყენოთ ფლატინი.
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
• აქტიური ნივთიერება:
თითოეული ნაწლავებში ხსნადი გარსით დაფარული დრაჟე შეიცავს: 87,5 მგ პანკრეატინი (3150 ამილაზა, 1050 ლიპაზა, 210 პროტეაზა F.I.P.), 50 მგ ჰემიცელულოზა 25 მგ ხარის ნაღვლის ექსტრაქტი და 50 მგ სიმეთიკონი
• დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K-30, კალციუმის კარბონატი, კარნაუბის ცვილი, ჟელატინი (ფხვნილი), კაოლინი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა (ფხვნილი), ტალკი და ტიტანის დიოქსიდი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.