ფლატინი — ეფექტიანი დამხმარე მომნელებელი სისტემების პრობლემთან ბრძოლაში
5 აგვ 2025

საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირია. ეს შეიძლება იყოს სიმძიმე ჭამის შემდეგ, მუცლის ტკივილი, გაზების დაგროვება თუ სხვა.
ასეთ შემთხვევებში ხშირად ფერმენტების შემცველი პრეპარატები გამოიყენება, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და ამასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაშიც გვეხმარება. ასეთი საშუალებებიდან ერთ-ერთია წამალი ფლატინი — რამდენიმე მოქმედი ნივთიერების შემცველი საშუალება, რომელიც ორგანიზმს საკვების უკეთ მონელებაში ეხმარება და პარალელურად და მეტეორიზმსაც ამსუბუქებს.
ეს წამალი პრეპარატების III ჯგუფს განეკუთვნება და ურეცეპტოდ გაიცემა. ფლატინის ფასი შეიძლება სააფთიაქო ქსელებისა და სააქციო პერიოდების მიხედვით განსხვავდებოდეს. მისი შეძენა PSP-ს ონლაინ აფთიაქიდანაც შეგიძლიათ.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ მის შესახებ ჯერ საბაზისო ინფორმაცია გვქონდეს. მოდით, ფლატინი უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ, კერძოდ: როგორ მოქმედებს, როდის გამოიყენება და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მიღებისას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფლატინი მრავალფუნქციური პრეპარატია. იგი რამდენიმე აქტიურ კომპონენტს შეიცავს. ესენია: პანკრეატინი, ხარის ნაღველი, ჰემიცელულოზა და სიმეთიკონი. შემომგარსველი ნივთიერებების სახით მედიკამენტში ასევე გვხვდება ტიტანის დიოქსიდი და შაქარი.
თითოეული ტაბლეტი პანკრეატინს შეიცავს. ეს ნივთიერება ფერმენტების ერთგვარი ნარევია, რომელსაც პანკრეასი გამოყოფს. ფერმენტები ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე რეაქციებს აჩქარებს. პანკრეატინი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დამშლელ ფერმენტებს შეიცავს — პროტეაზებს, ლიპაზებსა და ამილაზებს. შესაბამისად, მისი მიღებისას მონელება უფრო მარტივად მიმდინარეობს.
ფლატინის ტაბლეტები სპეციალური ნივთიერებებითაა შემოგარსული, რათა ფერმენტები და სხვა კომპონენტები კუჭის წვენმა თუ პეპსინმა არ დააზიანოს. გარსის დაშლის შედეგად წამლის კომპონენტები საბოლოოდ თორმეტგოჯა ნაწლავში გამოთავისუფლდება.
ხარის ნაღველი, კიდევ ერთი მოქმედი ნივთიერება, ცხიმების დაშლასა და შეწოვაში აქტიურად მონაწილეობს. იგი ლიპაზას, ცხიმის დამშლელი ფერმენტის, მოქმედებას აძლიერებს.
ჰემიცელულოზა, მეორე მხრივ, მცენარეებში შემავალ ცელულოზას შლის. შესაბამისად, იგი მცენარეული, ბოჭკოვანი, საკვების მონელებაში გვეხმარება. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცელულოზის დასაშლელად ადამიანის ორგანიზმს შესაბამისი ფერმენტი არ გააჩნია.
სიმეთიკონი, მედიკამენტის კიდევ ერთი კომპონენტი, აქაფებას უშლის ხელს. კუჭსა და ნაწლავებში იგი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას ამცირებს და მათ აერთიანებს. შედეგად აირების გამოთავისუფლება მარტივია და შებერილობაც მცირდება.

ფლატინი, თავისი კომპლექსური შედგენილობის გათვალისწინებით, შემდეგ სიტუაციებში გამოიყენება:
არსებობს სიტუაციებიც, როდესაც ფლატინის მიღება მიზანშეწონილი არაა. იგი არ უნდა გამოიყენოთ, თუკი პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული ხართ. ამასთანავე, ფლატინი არ ინიშნება ღვიძლის დარღევევების მქონე პაციენტებში — განსაკუთრებით მაშინ, როცა ბილირუბინი მომატებულია და აღინიშნება ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია, ასევე ილეუსი.
ფლატინის დოზირება და მიღების წესი სტანდარტულია — თუ, რა თქმა უნდა, ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად.
დღეში პრეპარატის 1-2 ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ. ფლატინი საკვებთან ერთად უნდა გადაყლაპოთ, თუმცა არ უნდა დაღეჭოთ — ასე პრეპარატის გარსი დაირღვევა, საჭირო ნივთიერებები კი შესაბამის ორგანომდე ვეღარ მიაღწევს. თუკი ოპერაციის ან რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარებას გეგმავთ, 2 დღით ადრე ეს მედიკამენტი ყოველი კვების შემდეგ უნდა მიიღოთ, 2-2 შემოგარსული ტაბლეტი.
თუკი პრეპარატის დოზას გადააჭარბებთ, შეიძლება გულისრევა და ფაღარათი დაგეწყოთ. როგორც წესი, ფლატინის მიღების შემდეგ ეს სიმპტომებიც გაქრება. მეორე მხრივ, გახანგრძლივებული ან ძლიერი დისკომფორტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.
გაითვალისწინეთ, რომ ფლატინი არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ. ბავშვებს მასზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ.
5 აგვ 2025