აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გლიცერინი საბავშვო 5 სანთელი

#25248_1111
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ეგვიპტე
რაოდენობა და ფორმა5 სუპოზიტორია
მოქმედი ნივთიერებაglycerol
მოკლე აღწერა

ჩვენება: ყაბზობა ჩვილებსა და ბავშვებში (საბავშვო სუპოზიტორიები).

1.74₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
  • აღწერა
  • შეფასებები

გლიცერინი

GLYCERIN

სუპოზიტორიები

(საბავშვო და მოზრდილთა)

ყაბზობის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა:

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს:

                              საბავშვო        მოზრდილებისათვის
ჟელატინი             0,17 გ.              0,32 გ.
გლიცერინი          0,70 გ.              1,40 გ.

ჩვენება:

გლიცერინის სუპოზიტორიები (საბავშვო და მოზრდილთა) ეფექტურად მოქმედებს ფეკალური მასების გამოყოფაზე 15-30 წუთში სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსთან კონტაქტის შემდეგ. გლიცერინის ჰიგროსკოპური მოქმედება გამოიხატება სწორი ნაწლავის შეკუმშვის სტიმულაციაში. გარდა ამისა, გლიცერინი ახდენს ფეკალური მასების დარბილებას და გაპოხვას, რაც ამცირებს ყაბზობას.

იხილეთ ბლოგი: გლიცერინი - პრეპარატი კანის სიმშრალისა და ყაბზობის წინააღმდეგ

გამოყენება:
-    ყაბზობა ჩვილებსა და ბავშვებში (საბავშვო სუპოზიტორიები);

-    ყაბზობა მოზრდილებში;

-    გლიცერინის   სუპოზიტორიები   გამოიყენება   პერიოდულად,   საფაღარათო საშუალებებზე დამოკიდებულ პაციენტებში, ნაწლავთა მოქმედების დასარეგულირებლად.

დოზირება:
ერთი  სუპოზიტორია მიიღება რექტალურად საჭიროებისამებრ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი ეფექტები:

გლიცერინის სუპოზიტორიები არის აბსოლუტურად უსაფრთხო და გააჩნია კარგი ამტანობა. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და დისკომფორტი რექტალურ მიდამოში.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა გლიცერინზე, ნაწლავთა გაუვალობა, არადიაგნოსტირებული აბდომინალური ტკივილი, აპენდიციტი ან მწვავე ქირურგიული მუცელი.

შეფუთვა:

კოლოფი შეიცავს 5 საბავშვო ან 5 მოზრდილთა სუპოზიტორიას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული  პროდუქტის  ჯგუფი  III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.