| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 სუპოზიტორია |
| მოქმედი ნივთიერება | grindelia+gelseminum |
ჩვენება: მშრალი ან სველი ხველის სიმპტომური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზების ინფექციების და მწვავე ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს.
კოკლუსედალი ნურისონი
მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ELERTE
მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
გამოშვების ფორმა: რექტალური სანთელი #10
შემადგენლობა: გრინდელი 10მგ, ჰელზემიუმი 5მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.
კლინიკო-თერაპიული ჯგუფი: ხველების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
ორი მცენარის საუკეთესო კომბინაცია ხველისა და ბრონქული სეკრეტის შესამცირებლად.
იხილეთ ბლოგი: კოკლუსედალი ნურისონი — უსაფრთხო და ეფექტიანი საბავშვო პრეპარატი ხველის წინააღმდეგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოკლუსედალი ნურისონი არის ერთადერთი ხველის საწინააღმდეგო რექტალური სანთელი, რომელიც გამოიყენება ჩვილებში 1 თვის ასაკიდან.გრინდელის და ჰელზემიუმის სინერგიული მოქმედებით მცირდება ლორწოს სეკრეცია სასუნთქ გზებში.
გრინდელის ახასიათებს ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჰელზემიუმი მსუბუქი სედაციური მოქმედების შედეგად ავლენს დამამშვიდებელ ეფექტს.
ჩვენებები: მშრალი ან სველი ხველის სიმპტომური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზების ინფექციების და მწვავე ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ კოკლუსედალი ნურისონი თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა ანალური ხვრელის ან სწორი ნაწლავის დაზიანება (გამოყენების გზასთან დაკავშირებული წინააღმდეგჩვენება).
სიფრთხილის ზომები: ცხელების ან სქელი, ჩირქოვანი ნახველის გამოვლენისას, ან ბრონქების/ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება რექტალურად 1-2 სუპოზიტორია დღეში.
ნაჩვენებია 1 თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვებში.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
შესაძლო გვრდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს გამოყენების გზასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეფექტები.
შენახვის პიორბები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25°C მაღალ ტემპერატურაზე.