აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნეო 50 ტაბლეტი

#34388_1348
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა პოლონეთი
რაოდენობა და ფორმა50 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაpotassium aspartate+magnesium aspartate
მოკლე აღწერა

პრეპარატი მაგნეო გამოიყენება კალიუმის, მაგნიუმის და ასპარაგინატის  დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და შესავსებად. 

28.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მაგნეო

17მგ მაგნიუმის იონები + 54მგ კალიუიმის იონები, ტაბლეტები

Magnesii hydroaspartas + kalii hydroaspartas

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართის შინაარსს, რადგანაც ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

-     ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მიტითებით. 

-     შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა

-     თუ თქვენ პრეპარატთან დაკავშირებით გჭირდებათ რჩევა ან დამატებითი ინფორმაცია, მიმართეთ  თქვენს ფარმაცევტს

-     თუ პაციენტს განუვითარდა ნებიმიერი არასასურველი სიმპტომები, მათ შორის ნებისმიერი არასასურველი სიმპტომები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, საჭიროა ეცნობოს მათ შესახებ ექიმს ან ფარმა ცევსტს. იხ. პუნქტი 4.

-     თუ 14 დღის შემდეგ გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს ან პაციენტი თავს გრძნობს უარესად, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ფურცელი-ჩანართის შემცველობა:

1. რას წარმოადგენს პრეპარატი მაგნეო და რა მიზნით გამოიყენება 

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის მაგნეო გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება პრეპარატი მაგნეო

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინსახება პრეპარატი მაგნეო

6. გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს პრეპარატი მაგნეო და რა მიზნით გამოიყენება 

მაგნეო არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს ასპარაგინატების სახით.

მაგნიუმი, კალიუმი და ასპარაგინის მჟავა მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, იონური ბალანსის შენარჩუნებაში და ადამიანის ორგანიზმში ნერვ-კუნთოვან გამტარებლობაში. 

მაგნიუმი:

მაგნიუმის ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს ქსოვილები ყველაზე გაძლიერებული მეტაბოლური პროცესებით: თავის ტვინი, გულის კუნთები და ღვიძლი. მაგნიუმი მოქმედებს კალციუმის იონებთან ერთად ძვლის ქსოვილის სტრუქტურის წარმოქმნის დროს. 

მაგნიუმის სწორი დონე გავლენას ახდენს:

- მომატებული აგზნებადობის დაქვეითებაზე;

- აუმჯობესებს კონცენტრაციას და ჩაძინებას

- აქვეითებს სტრესისადმი მომატებულ მგრძნობელობას და კუნთების მუშაობის დარღვევას, რომელიც ვლინდება კანკალით, სპაზმებით და ტიკებით;

- აქვეითებს კორონარული დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის რითმის დარღვევის რისკს. 

მაგნიუმის დეფიციტი ზრდის კორონარული დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის რითმის დარღვევის რისკს. 

კალიუმი:

კალიუმის იონების კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში 15-ჯერ აჭარბებს მის კონცენტრაციას უჯრედგარე სითხეში. ამ ბალანსის დარღვევა, კალიუმის ცვლის დარღვევის შედეგად (რაც გამოწვეულია მაგ., კალიუმის დეფიციტით) ჩვეულებრივ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს შემდეგი სისტემების სწორი მუშაობისთვის:

- ნერვული სისტემა, ნერვული და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობა (მოძრაობა, გულის მუშაობა, სხვა შინაგანი ორგანოების მუშაობა);

- სხვადასხვა ნივთიერებების ტრანსპორტის სისტემები უჯრედებიდან და ორგანიზმის ქსოვილების უჯრედებში (კვება, სუნთქვა, გამოყოფა);

- სისხლის მიმოქცევის და გამოყოფის სისტემა წყალ-ელექტროლიტური ცვლის ნორმალიზაცია (პერიფერიული წნევის საზღვრების და სისხლის მჟავიანობის შენარჩუნება). 

ასპარაგინის მჟავა წარმოადგენს ნეიროტრანსმიტერს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ასტიმულირებს ორგანიზმის აქტივობას, არეგულირებს უჯრედებში კალიუმის, ნატრიუმის და კალციუმის იონების კონცენტრაციას.

მიღების ჩვენება

პრეპარატი მაგნეო გამოიყენება კალიუმის, მაგნიუმის და ასპარაგინატის  დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და შესავსებად. 

იხილეთ ბლოგები:

მაგნეოს ანოტაცია — მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ამ მედიკამენტზე უნდა ვიცოდეთ

მაგნეო — როდის გამოიყენება და რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის შესახებ

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის მაგნეო გამოყენებამდე

როდის არ შეიძლება პრეპარატის მაგნეო მიღება:

- ალერგია მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის  (მითითებულია პუნქტში 6) მიმართ. 

- თირკმლის უკმარისობა ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა 

- ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება); 

- ჰიპერმაგნიემია (სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის მომატება);

- გულის მუშაობის დარღვევისას;

- მიასთენიის დროს (Myasthenia gravis  – იშვიათი დაავადება, რომელიც ვლინდება კუნთების ძლიერი დასუსტებით);

- დაბალი არტერიული წნევის დროს. 

შედარებით უკუჩვენებად ითვლება უკვე არსებული სიმსივნური პროცესი. 

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატის მაგნეო მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია:

-     პაციენტებში გაუწყლოებით;

-     პაციენტებში ქსოვილების გავრცელებული დაზიანებით (მაგალითად, სხეულის დიდი ზედაპირის დამწვრობა);

-     ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, კალიუმის შემცირებული გამოყოფის გამო;

-     პაციენტებში, რომლერბიც ღებულობენ მაგნიუმის სხვა პრეპარატებს, ჭარბი დოზირების რისკის გამო.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, საჭიროა სისხლში მაგნიუმის და კალიუმის სისტემატური კონტროლი. 

პრეპარატი მაგნეო და სხვა სამკურნალო საშუალებები 

ექიმს უნდა შეატყობინონ ამჟამად ან უახლოეს წარსულში გამოყენებული ყველა პრეპარატების შესახებ, ასევე მათ შესახებაც რომელთა მიღებასაც პაციენტი გეგმავს. 

თუ პაციენტი ღებულობს ნებისმიერ ქვემოჩამოთვლილ პრეპარატებს, მან უნდა აცნობოს ამის შესახებ ექიმს:

-     ვარფარინის წარმოებული ანტიკოაგულაციური საშუალებები;

-     ფოსფატების, რკინის ნაერთების, კალციუმის მაღალი დოზების შემცველი პრეპარატები ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რადგანაც რეკომენდებული ინტერვალი ამ პრეპარატების მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 3 საათს;

-     ფტორქინოლონების და ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკები, რადგანაც რეკომენდებული ინტერვალი ამ პრეპარატების მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 3 საათს;

-     კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები;

-     ამფ ინჰიბიტორები (ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყებეული პრეპარატები);

-     ანთების საწიანააღნმდეგო არასტეროიდული პრეოპარატები (ასაპ) (მაგალითად, ინდომეტაცინი, ტკივილის სამკურნალოდ);

-     სათითურას გლიკოზიდები, რადგანაც კალიუმის ნაერთები ამცირებენ მის მოქმედებას. მაგნიუმის შემცველი პრეპარატების ერთობლივი გამოყენება (რომლებიც ავლენენ კუჭის წვენის შემასუსტებელ და გამანეიტრალიზებელ მოქმედებას) შეიძლება იწვევდეს მაგნიუმით მოწამლვის სიმპტომებს, განსაკუთრებით, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის იმაში ღებულობს თუ არა ზემოთამოთვლილთაგან რომელიმე სამკურნალო საშუალებას, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.    

ორსულობა და ლაქტაცია

თუ პაციენტი არის ორსულად ან კვებავს ბავშვს ძუძუთი, ვარაუდობს რომ შეიძლწება იყოს ორსულად ან გეგმავას ბავშვის აგჩენას, მან პრპეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართიოს ექიმს ან ფარმაცევტს 

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სამკურნალო პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარებზე

3. როგორ მიიღება პრეპარატი მაგნეო

ამ პრეპარატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.   

გამოიყენება პერორალურად.  

რეკომენდებული დოზა

მოზრდილებში, პერორალურად საშუალოდ 2-6 ტაბლეტი ცალკე დოზებად, დილით და საღამოს ჭამის შემდეგ. 

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, შეიძლება გამოიყენონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. 

პრეპარატის მაგნეო რეკომენდებულზე მაღალი დოზის გამოყენებისას

რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს ან ფარმაცევტს. 

პრეპარატით ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს 

-     ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის მმომატებული კონცენტრაცია, რომერლიც ვლინდება კუნთებში ტკივილერბით და ჭიანჭველების ცოცვის შეგნძნებით, თავბრუსხვევით);

-     ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა, მყესთა რეფლექსების წინამორბედი გაქრობით;

-     სუნთქვის დარღვევა;

-     ბრადიკარდია (მეტისმეტად შენელებული გულისცემა);

-     წნევის შემცირება;

-     გულის წუთმოცულობის შემცირება;

პრეპარატის მაგნეო დოზის გამოტოვებისას

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ უნდა გამოიყენონ პრეპარატის ორმაგი დოზა. 

პრეპარატის მიღებისას ნებისმიერი შემდგომი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ამ პრეპარატმა, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება. თუმცა ისინი ყველაში არ ვლინდება.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი სიმპტომები:

-     გულისრევა, დიარეა;

-     გულის მუშაობის დარღვევა.

ნებისმიწერი გვერდითი მოქმედების, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო სიმპტომების გამოვლენისას რომლებიც არ არის მიტიტებული ამ ფურცელ-ჩანართში, უნდა შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინსახება პრეპარატი მაგნეო 

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე. 

ინახება არა უმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე. 

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბლისტერზე ან კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

ვარგისობიას ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება წამლების გადააგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ განთავისუფლდეთ მედიკამენტისგან რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ქმედება ეხმარება გარემოს დაცვას.

6. გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი მაგნეო

-     პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი და კალიმის ჰიდროასპარაგინატი.

-     1 ტაბლეტი შეიცავს 17მგ მაგნიუმის იონებს მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატის სახით, 54მგ კალიუმის იონებს კალიუმის ჰიდროასპარაგინატის სახით.

-     სხვა კომპონენტები: კარტოფილის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, პოლივილინის სპირტი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი. 

როგორ გამოიყურება პრეპარატი მაგნეო და შეფუთვის ჩემცველობა

პრეპარატი მაგნეოს გააჩნია ტაბლეტების ფორმა, 

ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერებშუი და მუყაოს კოლოფებში.

კოლოფი შეიცავს 50 ტაბლეტს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.