მაგნეო — როდის გამოიყენება და რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის შესახებ
10 ივნ 2025

სიახლეებით დატვიტთულ თანამედროვე სამყაროში ძალიან მარტივია, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალები ყურადღების მიღმა დაგვრჩეს - მაგნიუმისა და კალიუმის დეფიციტი ასეთი დეტალების რიცხვში ნამდვილად შედის. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მეტ ყურადღებას ვიტამინებისა და კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტებს აქცევენ, ეს ორი ელემენტი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ეს ორი ელექტროლიტი უამრავ რამეზეა პასუხისმგებელი — ისინი გავლენას ახდენენ კუნთოვან სისტემაზე, ნერვული იმპულსების გამართულ მუშაობაზე, არტერიულ წნევასა და გულის ფუნქციონირებაზე.
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს საშუალებებს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ — მაგნეო სწორედ ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია.
მაგნეო კალიუმის, ასპარაგინმჟავას და მაგნიუმის დეფიციტის დროს გამოიყენება, ასევე შესაძლებელია ის მიიღოთ პროფილაქტიკისთვისაც.
მაგნეო ბ6 ვიტამინების შემცველ პრეპარატებში, მაგალითად “მაგნე B-ში”, არ უნდა აგვერიოს, ეს ორი სხვადასხვა მედიკამენტია.
მაგნეო ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობს და ნერვულ, ასევე ნერვულ-კუნთურ გამტარობას აუმჯობესებს; ის გულის კუნთის გამართულ ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს.
მედიკამენტ მაგნეოს მთავარი კომპონენტები მაგნიუმისა და კალიუმის ასპარტატებია. უფრო ზუსტად, მაგნეოს აბი (მაგნეო 250 მგ.) მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს 250 მგ. მაგნიუმის ჰიდროასპარტატსა და 250 მგ. კალიუმის ჰიდროასპარტატს.
ასევე დამხმარე ნივთიერებებია: კარტოფილის სახამებელი, უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, პოლივინილის სპირტი, ტალკი და მაგნიუმის სტერეატი. წამალი მაგნეო შაქარს არ შეიცავს, ამიტომ მისი გამოყენება დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც უსაფრთხოა.

როგორც ვთქვით, პრეპარატი მაგნიუმის, კალიუმისა და ასპარაგინმჟავის დეფიციტის აღსადგენად, ასევე პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
წამალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გაიწოვება. მაგნიუმი, კალიუმი და ასპარაგინმჟავა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობს და იონების ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება; ეს ნივთიერებები ორგანიზმში ნერვული თუ ნერვულ-კუნთური გამტარობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს და გულის კუნთის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. მაგნიუმისა და კალიუმის იონები ერთად მონაწილეობს ძვლის ქსოვილის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.
ორგანიზმში მაგნიუმის ჯანსაღი რაოდენობით ქონა აუცილებელია, რადგან ამ დროს:
რაც შეეხება კალიუმს, უჯრედებში მისი იონების კონცენტრაცია იმაზე 15-ჯერ მეტია, ვიდრე არაუჯრედულ სითხეში. თუ კალიუმის დეფიციტის შედეგად ეს ბალანსი და კალიუმის ცვლა დაირღვევა, შესაძლოა, ზოგიერთი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას სერიოზული საფრთხე შეექმნას.
ეს სისტემებია:
ასპარაგინის მჟავა, თავის მხრივ, ნეიროტრანსმიტერია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. იგი ორგანიზმის აქტივობას ასტიმულირებს; ამასთანავე, ეს ნივთიერება უჯრედებში კალიუმის, ნატრიუმისა და კალციუმის იონების კონცენტრაციას არეგულირებს.

მაგნეოს მიღების წინ რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად თუ მაგნიუმის ან კალიუმის შემცველ მედიკამენტებს იღებთ აღნიშნული პრეპარატის მიღება უსაფრთხო არ არის, რადგან შესაძლოა დოზის გადაჭარბების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ.
მაგნეოს გამოყენება არ შეიძლება ძლიერი გაუწყლოების დროს და სხეულის ფართო დაზიანებებისას (მაგალითად, როცა სხეულის დიდი ნაწილი დამწვარია). ხანდაზმულებისთვის მაგნეო სიფრთხილით ინიშნება, რადგან ამ ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებში კალიუმის გამოყოფა დაქვეითებულია.
ეს პრეპარატი პერორალურად მიიღება, წყლის მიყოლებით. უფროსებმა დღეში სულ 2-6 ტაბლეტი უნდა მიიღონ; სასურველია, ეს დილასა და საღამოს გააკეთოთ, დაყოფილი დოზებით. ზუსტ დოზას ექიმი განსაზღვრავს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროებების შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, თუ მაგნეოს დოზა გამოგრჩათ დამატებითი ტაბლეტი არ უნდა მიიღოთ, უბრალოდ უნდა განაგრძოთ წამლის ჩვეულებრივ მიღება ექიმის მიერ განსაზღვრული დოზებით.
უნდა გახსოვდეთ, რომ მაგნეოს ხანგრძლივი მოხმარებისას ორგანიზმში მაგნიუმისა და კალიუმის დონეები უნდა აკონტროლოთ.
როგორც სხვა ყველა პრეპარატს მაგნეოსაც აქვს გვერდითი მოვლენები. ერთ-ერთი ასეთი გვერდითი მოვლენა შესაძლია იყოს ღებინება და დიარეა, იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტს ჭამამდე მიიღებთ. იმგვარი გვერდით ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რაც თანდართულ ინსტრუქციაში არ წერია უმჯობესია მიმართოთ ექიმს.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვის ანდა სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მაგნეოსთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ შემდეგი ნივთიერებები: ფოსფატები, რკინის შემაერთებლები, კალციუმი (საუბარია მაღალ დოზაზე), ფტორქინოლონი და ტეტრაციკლინი. თუკი ამ წამალთან ერთად მათი გამოყენება აუცილებელია, მიღებებს შორის ინტერვალი მინიმუმ 3 საათი უნდა იყოს. ფოსფატების, რკინის შემაერთებლებისა და კალციუმის შემცველი საშუალებების გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის უნარს აქვეითებს.
საგულისხმოა ისიც, რომ მაგნეოსთან ერთად მაგნიუმის შემცველი სხვა პრეპარატების (რომლებიც კუჭის მჟავას ასუსტებს ან ანეიტრალებს) მიღებამ, შესაძლოა, მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომები გამოიწვიოს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მეორე მხრივ, კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების, აკფ ინჰიბიტორებისა და ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი არასტეროიდული პრეპარატის (მაგალითად, ინდომეტაცინი) მიღებისას იზრდება რისკი, რომ კალიუმის ნაკლებობა განვითარდება.
წამალი მაგნეო აუცილებლად შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მაქსიმუმ 25°C ტემპერატურაზე. მედიკამენტი არ მიიღოთ, თუ შეფუთვაზე დატანილი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია.
10 ივნ 2025