აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოამლესა - CoAmlessa 8/10/2.5მგ 30 ტაბლეტი

#46429_37
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიKRKA / კრკა
ბრენდის ქვეყანა სლოვენია
რაოდენობა და ფორმა30 კოლოფი
მოქმედი ნივთიერებაperindopril+indapamide+amlodipine
დოზა8მგ+10მგ+2.5მგ
მოკლე აღწერა
პრეპარატი კო-ამლესა ნაჩვენებია მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ
25.24₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კო-ამლესა ტაბლეტები 8 მგ/10 მგ/2,5 მგ

პერინდოპრილი/ამლოდიპინი/ინდაპამიდი

პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-  შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

-  დამატებითი კითხვებით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

-  პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის.

-  ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მითითებული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

1. რას წარმოადგენს პრეპარატი კო-ამლესა და რისთვის გამოიყენება

2. რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ კო-ამლესას მიღებამდე

3. პრეპარატი კო-ამლესას მიღების წესი

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

5. პრეპარატი კო-ამლესას შენახვის პირობები

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები

1. რას წარმოადგენს პრეპარატი კო-ამლესა და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი კო-ამლესა ნაჩვენებია მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სამივე აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) კონტროლს. პაციენტებმა, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს/ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, მათ ნაცვლად შეიძლება მიიღონ პრეპარატი კო-ამლესას ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს სამივე კომპონენტს.

პრეპარატი კო-ამლესა წარმოადგენს სამი აქტიური კომპონენტის კომბინაციას: პერინდოპრილი, ინდაპამიდი და ამლოდიპინი. პერინდოპრილი არის აგფ (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი (რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების კლასს, რომლებსაც ეწოდებათ დიჰიდროპირიდინები). ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება.

პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით პერინდოპრილი და ამლოდიპინი მოქმედებენ სისხლძარღვების გაფართოების გზით, შედეგად სისხლი უფრო მარტივად მოძრაობს სისხლძარღვებში. ინდაპამიდი ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თითოეული აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას, სამივე ერთად იძლევა არტერიული წნევის კონტროლის საშუალებას.

იხილეთ ბლოგი: კო-ამლესა — მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატი

2. რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ კო-ამლესას მიღებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა:

-  თუ გაქვთ ალერგია პერინდოპრილის ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორის, ინდაპამიდის ან სხვა ნებისმიერი სულფონამიდის, ამლოდიპინის ბესილატის ან სხვა ნებისმიერი დიჰიდროპირიდინის ან პრეპარატი კო-ამლესას სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში),

-  ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიც არის ხროტინი, სახის ან ენის შეშუპება,

-  თუ წარსულში აგფ სხვა ინჰიბიტორების მიღებისას გქონიათ ინტენსიური ქავილი ან ფართო გამონაყარი კანზე, ან თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მითითებული სიმპტომები გქონიათ სხვა გარემოების დროს (ანგიონევროზული შეშუპება),

-  თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება),

-  თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები),

-  თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, რომლის დროსაც შემცირებულია  თირკმელებში სისხლის მიწოდება (თირკმლის არტერიის სტენოზი). კო-ამლესა 8 მგ/5 მგ/2,5 მგ და 8 მგ/10 მგ/2,5 მგ ტაბლეტების გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმელების მძიმე და ზომიერი ხარისხის დაავადების დროს,

-  თუ გიტარდებათ დიალიზი ან სხვა ნებისმიერი ტიპის სისხლის ფილტრაცია. გამოყენებული ტექნოლოგიის მიხედვით, პრეპარატი კო-ამლესა შესაძლებელია არ იყოს თქვენთვის შესაფერისი,

-  თუ გაქვთ კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში,

-  თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ არანამკურნალევი გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (სითხის ძლიერი შეკავება, სუნთქვის გაძნელება),

-  თუ თქვენ გაქვთ კარდიოგენული შოკი (როცა გულს არ შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს საკმარისი რაოდენობით სისხლი), აორტის სტენოზი (გულიდან გამავალი ძირითადი სისხლძარღვების შევიწროება) ან არასტაბილური სტენოკარდია (ტკივილი მკერდში, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს მოსვენებულ მდგომარეობაშიც),

-  თუ თქვენ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ძლიერი ჰიპოტენზია),

-  თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა (გულს არ შეუძლია სისხლის საკმარისი რაოდენობით გადატუმბვა, რაც იწვევს ქოშინს ან პერიფერიულ შეშუპებას, როგორიც არის ფეხების შეშუპება, ტერფების და კოჭის შეშუპება) გულის მწვავე შეტევის შემდეგ,

-  თუ თქვენ ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული (პრეპარატი კო-ამლესას მიღება ასევე არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადებზეც - იხ. ,,ორსულობა და ძუძუთი კვება“),

-  თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და თქვენ იღებთ ალისკირენის შემცველ წნევის დასაწევ პრეპარატს,

-  თუ თქვენ იღებდით ან იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის ქრონიკული (ხანგრძლივი) უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ყელის მიდამოში სწრაფი შეშუპების) განვითარების რისკი.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს პრეპარატი კო-ამლესას მიღების დაწყებამდე:

-  თუ ახლო წარსულში გქონდათ გულის შეტევა,

-  თუ თქვენ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამავალი ძირითადი სისხლძარღვის შევიწროება) ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის სტენოზი, რომელიც ამარაგებს თირკმელს სისხლით),

-  თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან,

-  გულთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრობლემა,

-  თუ თქვენ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები ან გიტარდებათ დიალიზი,

-  თუ თქვენ გაქვთ არტერიული წნევის გამოხატული მატება (ჰიპერტონიული კრიზი),

-  თუ თქვენ გაქვთ კუნთების ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ტკივილი კუნთებში, ტკივილი ზეწოლისას, კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვა,

-  თუ თქვენ მნიშვნელოვნად მომატებული გაქვთ ჰორმონი ალდოსტერონის დონე სისხლში (პირველადი ალდოსტერონიზმი),

-  თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

-  თუ თქვენ გაქვთ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება (კანის დაავადებები), მაგალითად სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია,

-  თუ თქვენ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების გასქელება),

-  თუ თქვენ გაქვთ ჰიპერპარათირეოზი (პარაფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა),

-  თუ თქვენ გაქვთ პოდაგრა,

-  თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი.

-  თუ თქვენ იცავთ დიეტას მარილის შეზღუდული შემცველობით ან იღებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს,

-  თუ თქვენ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის შემანარჩუნებელ პრეპარატებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), ან კალიუმის დანამატებს, რადგან საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული მათი ერთდროული გამოყენება პრეპარატ კო-ამლესასთან ერთად (იხ. ,,სხვა პრეპარატები და კო-ამლესა“),

-  თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი და გესაჭიროებათ დოზის გაზრდა,

-  თუ თქვენ გქონიათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,

-  თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებული ყლაპვა ან სუნთქვა (ანგიონევროზული შეშუპება). მითითებული სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. ამ სიმპტომების განვითარებისას თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,

-  თუ თქვენ იღებთ არტერიული წნევის დასაწევ ჩამოთვლილთანაგ რომელიმე პრეპარატს:

-  ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორი (არბ) (ასევე ცნობილია სარტანის სახელით - მაგალითად, ვალსარტანი, თელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ თქვენ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების პრობლემები,

-  ალისკირენი.

მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია პერიოდულად შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგალითად, კალიუმი) დროის რეგულარული ინტერვალით.

ასევე, იხილეთ ინფორმაცია ნაწილში ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“

-  თუ თქვენ ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, რადგან შესაძლებელია მომატებული გქონდეთ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი, და ეს პრეპარატი შესაძლებელია ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დასაწევად სხვა რასის პაციენტებთან შედარებით,

-  თუ თქვენ გიტარდებათ ჰემოდიალიზი მაღალი ჰიდრავლიკური გამტარობის მემბრანების

გამოყენებით,

-  თუ თქვენ იღებთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი იზრდება (ყელის მიდამოში სწრაფად განვითარებული კანქვეშა შეშუპება):

-  რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ);

-    სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც

მიეკუთვნებიან ე.წ. უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენებიან გადანერგილი ორგანოების განდევნის საწინააღმდეგოდ და კიბოს სამკურნალოდ).

-  ლინაგლიპტინი, საკსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა

გლიპტინების კლასის პრეპარატები (გამოიყენებიან დიაბეტის სამკურნალოდ).  

-  საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ვალსარტანის ფიქსირებულ დოზასთან კომბინაციაში), გამოიყენება გულის ხანგრძლივი უკმარისობის სამკურნალოდ.

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით, თან ახლავს გართულებული ყლაპვა ან სუნთქვა) აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. ეს სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის პროცესის ნებისმიერ დროს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, საჭიროა პრეპარატი კო-ამლესას მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. ასევე იხ. ნაწილი 4.

აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლებელია იყოთ ორსულად). პრეპარატი კო-ამლესა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და უკუნაჩვენებია ორსულობის 3 თვეზე მეტი ვადის დროს, რადგან ამ ვადაზე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხ. ნაწილი ,,ორსულობა და ძუძუთი კვება“).

თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს ან მედიცინის  სხვა მუშაკს, რომ იღებთ პრეპარატ კო-ამლესას შემდეგ შემთხვევებში:

-  თუ გაქვთ მშრალი ხველა,

-  თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ანესთეზიის და/ან ქირურგიული ოპერაციის გაკეთება,

-  თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ დიარეა ან ღებინება, ან გაუწყლოება;

-  თუ თქვენ გეგმავთ დიალიზის ან დსლპ აფერეზის ჩატარებას (ქოლესტერინის გამოყოფა სისხლიდან აპარატით);

-  თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაციის კურსი, რათა შემცირდეს მგრძნობელობა ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის მიმართ,

-  თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ სამედიცინო კვლევა, რომელიც საჭიროებს იოდის კონტრასტული ნივთიერების შეყვანას (ნივთიერება, რომელიც იძლევა ორგანოების, თირკმელების ან კუჭის რენტგენის სურათების მიღების საშუალებას),

-  თუ განიცდით მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას ან ტკივილს თვალებში, ეს შესაძლებელოა იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, რომლებიც, როგორც წესი, ვლინდება კო-ამლესას მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ ანამნეზში გაქვთ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, არასასურველი რეაქციის განვითარების რისკი იზრდება. პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს.

სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატი კო-ამლესა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ინდაპამიდს), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-ტესტზე.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატი კო-ამლესას გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და კო-ამლესა

შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ სხვა პრეპარატის მიღებას.

საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული კო-ამლესას და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება:

-  ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),

-  ალისკირენი (სამკურნალო პრეპარატი, გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები,

-  კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის მარილები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ კალიუმის დონე სისხლში (მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესიული, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების განდევნის აღმოსაფხვრელად და ჰეპარინი, სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად თრომბების წარმოქმნის პრევენციის მიზნით),

-  ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

-  საკუბიტრილი/ვალსარტანი (გამოიყენება შენარჩუნებული გულის უკმარისობის სამკურნალოდ). იხ. პუნქტი ,,არ შეიძლება პრეპარატი კო-ამლესას გამოყენება“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“,

-  სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანტიოთენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

 

პრეპარატი კო-ამლესათი მკურნალობაზე შესაძლებელია იმოქმედონ სხვა სამკურნალო პრეპარატებმა.

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

-  მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (არბ) ან ალისკირენის (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულების (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას) ჩათვლით, კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 მგ-დან 50 მგ-მდე დოზით დღეში,

-  საანეთეზიო პრეპარატები,

-  იოდის შემცველი კონტრასტული აგენტი;

-  მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, რიფამპიცინი, ერითრომიცინი ინექციის ფორმით, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები: სამკურნალო საშუალებები, რომელიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),

-  მეტადონი (გამოიყენება დამოკიდებულების სამკურნალოდ),

-  პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ),

-  ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

-  ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა სეზონური ციებ-ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი),

-  კორტიკოსტეროიდები, გამოყენებული სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მძიმე ხარისხის ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,

-  იმუნოდეპრესიულები, გამოიყენებიან აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდეგ ქსოვილის განდევნის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი),

-  რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოიყენებიან აივ სამკურნალოდ),

-  კიბოს სამკურნალო პრეპარატები,

-  კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები),

-  გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის გარკვეული სახეობების სამკურნალოდ),

-  პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),

-  ოქროს პრეპარატების ინექციები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ),

-  ვინკამინი (გამოიყენება სიმპტომური კოგნიციური დარღვევების სამკურნალოდ ხანდაზმულ პირებში, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),

-  ბეპრიდილი, ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის პრეპარატები),

-  სულტოპრიდი (ფსიქოზების სამკურნალოდ),

-  გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, საგულე გლიკოზიდურების პრეპარატები, ბრეტილიები),

-  ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ),

-  დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),

-  ბაკლოფენი (გაფანტული სკლეროზის დროს წარმოქმნილი კუნთების სპასტიკურობის სამკურნალოდ),

-  სამკურნალო პრეპარატები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიც არის ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინები,

-  კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,

-  მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები (მაგალითად, სენა),

-  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ან სალიცილატები მაღალი დოზით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა),

-  ამფოტერიცინი B ინექციის სახით (მძიმე ხარისხის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ),

-  ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ნეიროლეფსიურები),

-  ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),

-  ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ),

-  ვაზოდილატატორები, ნიტრატების ჩათვლით (სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები),

-  სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი),

-  Hypericum perforatum (კრაზანა),

-  დანტროლენი (ინფუზია სხეულის ტემპერატურის სწრაფი მნიშვნელოვანი მომატების დროს),

-  ტაკროლიმუსი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებისთვის),

-  სიმვასტატინი (პრეპარატი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს),

-  ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესიული),

-  საანესთეზიო საშუალებები,

-  სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენებიან დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების განდევნის პრევენციისთვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ე.წ. უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს). იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.

მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:

-  თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილებში ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

კო-ამლესას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

პრეპარატი კო-ამლესას მიღება სასურველია კვების წინ.

პრეპარატი კო-ამლესათი მკურნალობის დროს არ შეიძლება გრეიპფრუტის ან გრეიპფრუტის წვენის მიღება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გრეიფრუტმა ან გრეიფრუტის წვენმა შესაძლებელია გამოიწვიონ აქტიური კომპონენტის ამლოდიპინის მატება სისხლში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატი კო-ამლესას მოქმედების მოულოდნელი გაძლიერება.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ასევე ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

ორსულობა

თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლებელია იყოთ ორსულად).

ჩვეულებრივ, ექიმი მოგცემთ პრეპარატი კო-ამლესას მიღების შეწყვეტის რეკომენდაციას დაორსულებამდე ან პრეპარატი კო-ამლესას მაგივრად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრეპარატი კო-ამლესას მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს, რადგან ორსულობის ამ ვადაზე პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.

ლაქტაცია

დადგენილია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. პრეპარატი კო-ამლესას მიღება მეძუძურ ქალებში არ არის რეკომენდებული. დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი კო-ამლესა არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე დაბალი არტერიული წნევის გამო, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არ არის რეკომენდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა სანამ თქვენ არ დაადგენთ, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე პრეპარატი კო-ამლესა.

კო-ამლესა შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

3. პრეპარატ კო-ამლესას მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

პრეპარატის რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტის მიღება სასურველია დილით, საკვების მიღებამდე. ტაბლეტი ჩაიყლაპება, ჭიქა წყლის დაყოლებით.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. პრეპარატი კო-ამლესა ინიშნება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს/ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.

თუ მიიღეთ პრეპარატ კო-ამლესას საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების უახლოეს განყოფილებას. ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომი ჭარბი დოზის მიღებისას არის არტერიული წნევის დაწევა. თუ აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა (ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიც არის თავბრუსხვევა ან გულყრა), მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია ზურდგზე დაწოლილ მდგომარეობაში ფეხების სიმაღლეზე მოთავსებით.

ფილტვებში შეიძლება დაგროვდეს ზედმეტი სითხე (ფილტვების შეშუპება), ქოშინის გამოწვევით, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათის განმავლობაში.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი კო-ამლესას მიღება

მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის მიღება ყოველ დღე, რადგან რეგულარული მკურნალობა უფრო ეფექტურია. თუმცა, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი კო-ამლესას დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი კო-ამლესას მიღება

ვინაიდან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამ სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტამდე თქვენ უნდა მიმართოთ რჩევისთვის ექიმს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კო-ამლესამაც შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:

-  ძლიერი თავბრუსხვევა ან გულყრა დაბალი არტერიული წნევის გამო (ხშირი - შესაძლებელია განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

-  ბრონქოსპაზმი (მკერდის შებოჭილობის შეგრძნება, ფილტვების ობსტრუქცია და ქოშინი (არახშირი - შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

-  სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, გართულებული სუნთქვა (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. ნაწილი 2 ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) (არახშირი - შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

-  კანის მძიმე რეაქციები, მულტიფორმული ერითემის ჩათვლით (კანზე გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება წითელი ქავადი ლაქების გაჩენით სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე) ან ძლიერი გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის შეშუპება და აქერცვლა, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

-  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდში, ყბაში და ზურგში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით), გულის შეტევა) (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

-  ხელების ან ფეხების სისუსტე, ან მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც შესაძლებელია იყოს შესაძლო ინსულტის ნიშნები (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

-  კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგშირასაც ახლავს ცუდად ყოფნა (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

-  კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შესაძლებელია იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

-  სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევა (სიხშირე უცნობია),

-  თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რაც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით  (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია) (სიხშირე უცნობია),

-  კუთების სისუსტე, კრუნჩხვები, ტკივილი ზეწოლისას ან ტკივილი, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის ან სხეულის მაღალი ტემპერატურის ფონზე; ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთების ქსოვილის ანომალიური დაშლით (სიხშირე უცნობია).

სიხშირის კლების რიგითობით, გვერდითი ეფექტები შესაძლებელია მოიცავდნენ შემდეგს.

ძალიან ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

-   შეშუპება (სითხის შეკავება).

ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

-  კანის რეაქციები პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული და ასთმური რეაქციების განვითარების მიმართ, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა (უძილობა), მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო, ტინიტუსი (ხმაურის შეგრძნება ყურებში), დაბალი არტერიული წნევა, გულისცემა (გახშირებული გულისცემა), წამოხურება (სიცხის ან სითბოს შეგრძნება სახეზე), ქოშინი (დისპნოე),  ხველა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, გემოს შეგრძნების დარღვევა, პირში სიმშრალე, ნაწლავის დაცლის რითმის შეცვლა, დისპეფსია ან მონელების გართულება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანზე გამონაყარი, ქავილი), კუნთების სპაზმი, კოჭების შეშუპება, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება.

არახშირი (შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

-  რინიტი (ცხვირის შეგუბება ან სურდო), ეოზინოფილების ჭარბი რაოდენობა (ლეიკოციტების სახეობა), ჰიპოგლიკემია (შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში), ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: კალიუმის მაღალი დონე სისხლში, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და დაბალი არტერიული წნევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, უძილობა,  დეპრესია, კანკალი, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა), არარეგულარული გულისცემა, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ბრონქოსპაზმი (შებოჭილობა მკერდში, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება), ანგიონევროზული შეშუპება (ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ხროტინი, სახის ან ენის შეშუპება), ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, პურპურა (წითელი წერტილები კანზე), კანის ფერის შეცვლა, ოფლიანობა, თმის ცვენა, წითელი ან უფერო ლაქები კანზე, შუქის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ), ტკივილი ზურგში, კუნთებში ან სახსრებში, თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, გახშირებული შარდვის მოთხოვნილება, განსაკუთრებით ღამით, ერექციული დისფუნქცია, მკერდის ზრდა მამაკაცებში, ტკივილი მკერდში, ტკივილის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნის საერთო შეგრძნება, ცხელება, შარდოვანას დონის მომატება სისხლში, კრეატინინის დონის მატება სისხლში, სხეულის წონის შემცირება ან მომატება, სისუსტე,  გულყრა.

თუ თქვენ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური ტიპის დაავადება), მაშინ მდგომარეობა შესაძლებელია გაუარესდეს.

იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

-  შარდის გამუქება, გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმი, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება იყოს ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის სიმპტომები; სისხლში ქლორიდის დაბალი შემცველობა, სისხლში მაგნიუმის დაბალი შემცველობა, გონების დაბინდვა, ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: კალციუმის დონის მომატება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლის შრატში ბილირუბინის მაღალი დონე.

ძალიან იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

-  სისხლის მაჩვენებლების ცვლილება, როგორიც არის, ლეიკოციტების და ერითროციტების დონის შემცირება, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის შემცირება, თრომბოციტების დონის დაწევა სისხლში, შაქრის მაღალი დონე სისხლში, გულ-სისხლძარღვთა აშლილობები (სტენოკარდია, ინფარქტი, ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), ღრძილების შეშუპება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), მუცლის შებერილობა (გასტრიტი), პერიფერიული ნეიროპათია (დაავადება, რომელიც იწვევს შეგრძნებების, ტკივილის, კუნთების კონტროლის უნარის დაკარგვას), მძიმე ხარისხის გამოვლინებები კანის მხრივ, როგორიც არის მულტიფორმული ერითემა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რომელმაც შესაძლებელია იმოქმედოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

-  ცვლილება გულის ეკგ-ზე, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: შარდმჟავას მაღალი დონე, ახლომხედველობა (მიოპია), მხედველობის გაუარესება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში თვალშიდა მაღალი წნევის შედეგად (თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები), გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევები (პირუეტული ტაქიკარდია).

-  ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში (ღვიძლის დაავადებები) არსებობს ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარების რისკი (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება).

-  კანკალი, პოზის რიგიდობა, ნიღბისმაგვარი სახე, ნელი მოძრაობები და მოქანავე, გაუწონასწორებელი სიარული.

-  დეპიგმენტაცია, ფეხის და ხელის თითების დაბუჟება და ტკივილი (რეინოს ფენომენი).

-  კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), ტკივილის შეგრძნება ან ტკივილი, კუნთების კრუნჩვები, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ადჰ (ანტიდიურეზული ჰორმონი) არასწორ სეკრეციასთან. თუ თქვენ გაქვთ აღნიშნული სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველ რეაქციებზე შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. პრეპარატი კო-ამლესას შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ  და შეუმჩნეველ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 30 ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დაცვის მიზნით.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის წესები. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები

პრეპარატი კო-ამლესას შემადგენლობა

-  აქტიური ნივთიერებებია პერინდოპრილის ერბუმინი (პერინდოპრილი ტერტ-ბუტილამინი), ამლოდიპინი (ბესილატის სახით) და ინდაპამიდი.

ტაბლეტები 2 მგ/5 მგ/0,625 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 0,625 მგ ინდაპამიდს.

ტაბლეტები 4 მგ/5 მგ/1,25 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 1,25 მგ ინდაპამიდს.

ტაბლეტები 4 მგ/10 მგ/1,25 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 1,25 მგ ინდაპამიდს.

ტაბლეტები 8 მგ/5 მგ/2,5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 2,5 მგ ინდაპამიდს.

ტაბლეტები 8 მგ/10 მგ/2,5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 2,5 მგ ინდაპამიდს.

-  დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (ტიპი 1500), ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი (ტიპი A), კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური ჰიდრატირებული, მაგნიუმის სტეარატი. იხ. ნაწილი 2 „კო-ამლესა შეიცავს ნატრიუმს“.

პრეპარატი კო-ამლესას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტაბლეტები 2მგ/5მგ/0,625მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ნაზოლით ცალ მხარეს. ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გასამარტივებლად და არ უზრუნველყოფს ტაბლეტის გაყოფას თანაბარ ნაწილებად.

ტაბლეტები 4მგ/5მგ/1,25მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.

ტაბლეტები 4მგ/10მგ/1,25მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ნაზოლით ცალ მხარეს. ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გასამარტივებლად და არ უზრუნველყოფს ტაბლეტის გაყოფას თანაბარ ნაწილებად.

ტაბლეტები 8 მგ/5 მგ/2,5მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი,  ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

ტაბლეტები 8მგ/10მგ/2,5მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი,  ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ნაზოლით ცალ მხარეს. ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გასამარტივებლად და არ უზრუნველყოფს ტაბლეტის გაყოფას თანაბარ ნაწილებად.

ტაბლეტები 2 მგ/5 მგ/0,625 მგ, 4 მგ/5 მგ/1,25 მგ, 4 მგ/10 მგ/1,25 მგ, 8 მგ/5 მგ/2,5 მგ, 8 მგ/10 მგ/2,5 მგ

10 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

14 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ტაბლეტები 2 მგ/5 მგ/0,625 მგ, 4 მგ/10 მგ/1,25 მგ, 8 მგ/5 მგ/2,5 მგ, 8 მგ/10 მგ/2,5 მგ

7 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი რეალიზაციისთვის.

აფთიაქიდა გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.