| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ტუბი |
| მოქმედი ნივთიერება | comb.drug |
ჩვენება:რბილი ქსოვილების ჩირქოვან ანთებითი პროცესები კარბუნულოზი, ფურუნკულოზი, პანარიციუმი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
იხილეთ ბლოგი: როდის გამოიყენება თურმანიძის მალამო — რა უნდა ვიცოდეთ ამ მრავალმხრივ საშუალებაზე
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: რბილი ქსოვილების ჩირქოვან ანთებითი პროცესები კარბუნულოზი, ფურუნკულოზი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადებების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებული ათეროსკლეროზი) ტროფიული წყლული, დიაბეტური ფეხი, პოსტრავმული დაჩირქებული ჭრილობები. ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ
პროქტოლოგიაში: ანალური ნაპრალები, პარაპროქტიტი, ბუასილი.
გინეკოლოგიაში: საშვილოსნოს ყელის ეროზიო , კოლპიტი, ენდოცერვიციტი.
მეანობაში: კერტების ნახეთქები, შორისზე ჭრილობები.
ხმარების წესი: ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. ღრმა ჭრილობებში მალამოს შეყვანა ხდება ტამპონით. ყოველი შეხვავის წინ ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიური (3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა 24 სთ-ში ერთხელ.
გინეკოლოგია: ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
პროქტოლოგია: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
შენახვის ვადა: 3 წელი ინახება მშრალ გრილ ადგილას.
წამლის ფორმა: 25, ალუმინის ტუბი