როდის გამოიყენება თურმანიძის მალამო — რა უნდა ვიცოდეთ ამ მრავალმხრივ საშუალებაზე
5 ივლ 2025

ალბათ, ყველა ოჯახში არის ადგილი სადაც სპეციალური, ქართული ტრადიციების მიხედვით დამზადებული მალამოები ინახება. და თუ არის, ამ ადგილას აუცილებლად ვიპოვით მულტიფუნქციურ მალამოს, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს თურმანიძის მალამოა.
ამ მრავალმხრივ საშუალებას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიური მოქმედება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მას შეუძლია ნეკროზული ქსოვილების მოცილება, ჩირქოვანი ნადებებისგან ჭრილობის გასუფთავება. თურმანიძის მალამო ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და ამგვარად, აჩქარებს ჭრლობების შეხორცების პროცესს.
თურმანიძის მალამო არის ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებების მქონე მალამო, რომელიც დამზადებულია ტრადიციული ქართული რეცეპტის მიხედვით. მისი მთავარი უპირატესობა ბუნებრივი, მცენარეული შედგენილობაა, რომელიც ეფექტიანად ებრძვის ანთებას, ბაქტერიებსა და კანის დაზიანებებს.
თურმანიძის მალამო გამოიყენება ჭრილობებისთვის. ის ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას, იცავს კანს შეშუპეპისგან და ამცირებს ინფექციის შეჭრის რისკს.
თურმანიძის მალამო შეგვიძლია გამოვიყენოთ დამწვრობის დროსაც — როგორც მზის ისე, თერმული დამწვრობის დროს. მალამო ამშვიდებს კანს, ამცირებს ტკივილს და ბუშტუკების გაჩენის რისკს.
თურმანიძის მალამო ბუასილისათვის — მალამოს ბუნებრივი შედგენილობა ამშვიდებს ქავილს, წვასა და დისკომფორტს, რაც ხშირად ახლავს ბუასილს და უდიდეს დისკომფორტს იწვევს.
ასევე, ეს მალამო განსაკუთრებით კარგი და სასარგებლოა დიდხანს მწოლიარე პაციენტებისთვის, რადგან მას ნაწოლების და კანის დაზიანების აღდგენა შეუძლია.
უფრო კონკრეტულად, თურმანიძის მალამო გამოიყენა შემდეგი დაავადებების დროს:
თურმანიძის მალამოს გამოყენების სფეროები თითქმის შეუზღუდავია. მას არამხოლოდ დერმატოლოგიაში, არამედ პროქტოლოგიაში, გინეკოლოგიასა და მეანობაშიც იყენებენ.
პროქტოლოგიაში მისი გამოყენება ანალური ნაპრალების, პარაპროქტიტისა და ბუასილის შესამსუბუქებლად ხდება, გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კოლპიტის, ან ენდოცერვიტის დროს მიმართავენ. ხოლო მეანობაში კერტების ნახეთქებისა და შორისზე ჭრილობების დროს.

თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო გამოიყენება გარეგანი დამუშავებისთვის. გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის კარგად გასუფთავება.
იქედან გამომდინარე, რომ თურმანიძის მალამო სრულიად ნატურალური პროდუქტებით არის დამზადებული, ალერგიული რეაქცია ძალიან იშვიათია, თუმცა პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია მცირე რაოდენობა წავისვათ მკლავზე და დავადგინოთ, ხომ არ გვაქვს ალერგიული რეაქცია.
ანოტაციის თანახმად, ჭრილობაზე გამოყენების შემთხვევაში, თავდაპირველად მალამოს თხელი ფენის დატანა ხდება სტერილურ, სამფენა დოლბანდზე, რის შემდეგაც მას ჭრილობას აფარებენ. ამ პროცედურამდე კი ჭრილობას ანტისეპტიკური ხსნარით ამუშავებენ.
გინეკოლოგიაში მალამო ვაგინალური ტამპონების სახით, 8-10 საათში ერთხელ გამოიყენება. პროქტოლოგიაში — ჰიგიენური აბაზანის შემდეგ, მალამოს საფენს დღეში ორჯერ იცვლიან. ღრმა ჭრილობებში მალამო ტამპონით შეყავთ.
ღრმა ან ღია ჭრილობის შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გაითვალისწინეთ, რომ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან მალამოს პირდაპირი კონტაქტი დაუშვებელია.
ამ კონკრეტული მალამოს ბუნებრივი შედგენილობიდან გამომდინარე, მას ხშირად იყენებენ ბავშვებშიც. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში გვხვდება საბავშვო თურმანიძის მალამოც და ის კანის გაღიზიანებასთან გასამკლავებლად, გამოყელვის მკურნალობისთვის, ან პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
პოლიეტილენის ქილის, ხრახნიანი თავსახურის მქონე ქილაში მალამოს 40გ-ია მოთავსებული. ანოტაციის მიხედვით, დაზიანებულ ადგილას თურმანიძის მალამოს თხელი ფენა უნდა დავიტანოთ. აღსანიშნავია, რომ გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არაა.
თურმანიძის მალამო 0,25 მგ — ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური, ბუნებრივი და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებაა ქართულ ბაზარზე. თუკი ეძებთ მალამოს, რომელიც ერთდროულად დაგეხმარებათ ჭრილობების, დამწვრობების, ბუასილის, აკნესა და კანის სხვადასხვა პრობლემის დროს — თურმანიძის მალამოს შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ.
5 ივლ 2025