აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლატიკორტი - Laticort 0.1% მალამო 15გ

#9704_107
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა პოლონეთი
რაოდენობა და ფორმა1 ტუბი
მოქმედი ნივთიერებაhydrocortisone butyrate
დოზა0.001
მოკლე აღწერა

გამოიყენება სებორეული და ატოპიური დერმატიტის დროს.

18.10₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
  • აღწერა
  • შეფასებები

ლატიკორტი®

LATICORT

სავაჭრო დასახელება:  ლატიკორტი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჰიდროკორტიზონი 

სამკურნალწამლო ფორმა:  მალამო გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა: 

1 გ მალამო შეიცავს: 

მოქმედი ნივთიერება:  ჰიდროკორტიზონის ბუტირატი -1 მგ. 

დამხმარე ნივთიერებები: თეთრი ვაზელინი - 1გ- მდე.

აღწერა: თითქმის უფერო, გამჭვირვალე ცხიმიანი მასა. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის 

ათქ კოდი: D07AB02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ჰიდროკორტიზონი წარმოადგენს სინთეზურ არა-ჰალოგენიზირებულ გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის. ის ახდენს  ანთების საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა  შემავიწროვებელ და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას.  

ადგილობრივი სისხლძარღვთა  შემავიწროვებელი მოქმედების საშუალებით ამცირებს  ექსუდაციურ რეაქციებს. მალამოს გამოყენება რეკომედნებული დოზებით არ იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვას.  

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ჰიდროკორტიზონი ადგილობრივად გამოყენებისას ადვილად  აღწევს კანის რქოვან შრეში, მცირე ხარისხით აქვს სისხლში აბსორბციისა და სისტემური ზემოქმედების უნარი. 

ჰიდროკორტიზონის აბსორბცია ძლიერდება თხელ კანზე, ნაკეცების ან სახის არეში, ასევე დაზიანებულ ეპიდერმისზე, ან ანთებითი პროპცესით დაზიანებულ კანზე გამოყენებისას. ჰიდროკორტიზონის აბსორბცია ასევე ძლიერდება ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის ხშირად წასმისას ან მისი კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას. ბავშვებში ჰიდროკორტიზონის შეწოვა კანიდან უფრო მეტად არის გამოხატული მოზრდილებთან შედარებით.  

მეტაბოლიზმი 

სისხლში აბსორბციის შემდეგ ჰიდროკორტიზონის ბუტირატი  მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ჰიდროკორტიზონად და სხვა მეტაბოლიტებად.  

გამოყოფა 

გამოიყოფა  ძირითადად გლუკურონის მჟავასთან ნაერთის  სახით,  მცირე რაოდენობით შეუცვლელი სახით  ძირითადად თირკმელებითა და ნაწლავებით ნაღველთან ერთად. 

იხილეთ ბლოგი: ლატიკორტი — ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება

გამოყენების ჩვენებები 

სხვადასხვა წარმოშობის კანის ქვემწვავე და ქრონიკული არაინფიცირებული მშრალი ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით საშუალო ან მძიმე ხარისხის  ალერგიული გენეზის დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობს ძლიერი ქავილით ან გარქოვანებით და მგრძნობიარეა ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ.  

• სებორეული დერმატიტი. 

• ატოპიური დერმატიტი. 

• ბავშვთა პაპულოზური ურტიკარია. 

• ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. 

• მულტილფორმული ერითემა. 

• სისტემური წითელი მგლურა. 

• ფსორიაზი. 

• წითელი ბრტყელი ლიქენი.

უკუჩვენებები

 • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება ჰიდროკორტიზონის  (ან ნებისმიერი გლუკოკორტიკოსტეროიდის) და პრეპარატის  ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ. 

 • კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული  (მათ შორის, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი) ინფექციები. 

• ვულგარული, ვარდისფერი აკნე

•  პერიორალური დერმატიტი. 

• ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.

 • კანის მთლიანობის დარღვევა (ჭრილობები, წყლულები). 

• კანის სიმსივნეები. 

• კანის ტუბერკულოზური ან სიფილისური დაზიანება. 

• 2 წლამდე ასაკის ბავშვები. 

• ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

სიფრთხილით

• წასმა კანის დიდ უბნებზე,  ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზების გამოყენება, და ასევე პრეპარატით ხანგრძლივი თერაპია (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში). 

• წასმა  სახის კანზე და ინტერტრიგინოზულ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები). 

• ოკლუზიური ნახვევების გამოყენება

• წასმა  თვალის გარშემო ან ქუთუთოების კანზე  (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), მათ შორის გლაუკომის ან კატარაქტის მქონე პაციენტებში.

 • ძუძუთი კვების პერიოდი 

• კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. 

ორსულობა

პრეპარატ ლატიკორტის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შესაძლოა პრეპარატ ლატიკორტის® გამოყენება ორსული ქალების  მკურნალობისთვის ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ასეთ შემთხვევებში თერაპია უნდა იყოს ხანმოკლე და შემოიფარგლებოდეს კანის მცირე უბნებით. 

ძუძუთი კვება

ჰიდროკორტიზონის გარეგანი გამოყენებისას მისი დედის რძეში შეწოვილი რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.  გამოიყენება სიფრთხილით ძუძუთი კვების პერიოდში ხანმოკლე  კურსებით და კანის მცირე უბნებზე.

გამოყენების მეთოდი და დოზები

გარეგანი

პრეპარატი ლატიკორტი® უნდა წაესვას თხელ ფენად პათოლოგიურად შეცვლილი კანის უბნებზე მასაჟის მოძრაობებით  შეღწევის გაზრდის მიზნით. დაავადების რეზისტენტული მიმდინარეობის შემთხვევაში, მაგალითად მკვრივი ფსორიაზის ლოკალიზაციისას იდაყვებზე, მუხლებზე, პრეპარატის გამოყენება აუცილებელია ოკლუზიური ნახვევების ქვეშ, რომლებიც იცვლება 24 საათში.

მოზრდილი პაციენტები

გამოიყენება არაუხშირეს 1-2-ჯერ დღეში. უწყვეტი თერაპიის კურსი - არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში; კერძოდ, სახის კანზე - არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ არაუმეტეს 1 ტუბი მალამო (15 გრამი). 

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ლატიკორტი®  უკუნაჩვენებია 2 წლამდე  ასაკის ბავშვებისათვის. 

ბავშვებში,  სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან  მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, შეიძლება უფრო ადვილად განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური  სისტემის ფუნქციის დარღვევა  და კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება. 

2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლატიკორტი®  უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, მხოლოდ ერთჯერ დღეში კანის მცირე უბნებზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხანმოკლე კურსებით; არ უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე. 

გვერდითი მოვლენები 

გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე კლასიფიცირებულია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების შესაბამისად.  გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად: 

ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10) არა-ხშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე). 

გვერდითი მოვლენების ვითარდება იშვიათად და შექცევადი ხასიათისაა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:  

სიხშირე უცნობია: შეიძლება განვითარდეს აკნეს მაგვარი სიმპტომები, პოსტ-სტეროიდული პურპურა, ეპიდერმისის და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, ჰიპერტრიქოზი ან ალოპეცია, კანის დეპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია და სტრიები, ტელეანგიექტაზიები, პერიორალური დერმატიტი, თმის ფოლიკულების ანთება, მეორადი ინფექციები, კანის გაღიზიანება. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ურტიკარია ან ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, შესაძლებელია კანის მიმდინარე დაავადებების გამწვავება. 

მხედველობის ორგანოს მხრივ:

სიხშირე უცნობია: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. 

პრეპარატის ქუთუთოების კანზე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს გლაუკომა ან კატარაქტა, და იშვიათ შემთხვევებში - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსრ).
სისტემური დარღვევები

სიხშირე უცნობია: ხანგრძლივი გამოყენებისას  და/ან  კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას,  ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომის გამოვლინება, ზრდისა და განვითარების შეფერხება ბავშვებში, არტერიული ჰიპერტენზია,  იმუნიტეტის დაქვეითება), როგორც ჰიდროკორტიზონის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება.  

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ასევე  დაზიანებული კანის დიდ უბნებზე გამოყენებისას, სადაც მომატებულია რეზორბციის უნარი,  შესაძლებელია მოხდეს დოზის გადაჭარბება, რომელსაც თან ახლავს  ჰიპერკორტიციზმის ნიშნები. 

მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის  მოხსნა (გრძელვადიანი თერაპიისას - ეტაპობრივი მოხსნა ან ნაკლებად აქტიური პრეპარატების დანიშვნა). 

ურთიერთქმედება სხვა სამკუკრნალო პრეპარატებთან

გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

თუმცა, შესაბამისი იმუნური პასუხის არარსებობის რისკის გამო, განსაკუთრებით ლატიკორტი® მალამოს გამოყენებისას კანის დიდ უბნებზე, უნდა ვერიდოთ პაციენტების ვაქცინაციას ყვავილის წინააღმდეგ და სხვა სახის იმუნიზაციებს. 

ლატიკორტი® მალამომ შეიძლება გააძლიეროს იმუნოდეპრესანტების მოქმედება და შეასუსტოს იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების ეფექტურობა.

სპეციალური მითითებები

უწყვეტი თერაპიის კურსი - არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში. ერიდეთ  ლატიკორტი® მალამოს მოხვედრას თვალებში და ლორწოვან გარსებზე. 

თუ ლატიკორტი® მალამოს ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის ნიშნები ან კანის გაღიზიანება, ასევე გვერდითი მოვლენების ან ეფექტების გაძლიერება, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. 

ლატიკორტი® მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე წასმისას, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გლუკოკორტისკოსტეროიდის  სისტემურ აბსორბციას; შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია  თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდულ კონტროლი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაციის შემდგომ  სისხლში და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის საშუალებით.  

მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაინიშნოს ადგილობრივად ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. თუ ინფექციის სიმპტომები შენარჩუნდება,  სამკურნალო პრეპარატის ლატიკორტი® გამოყენება უნდა შეწყდეს ინფექციის განკურნებამდე.

პრეპარატის ლატიკორტი®  თვალის გარშემო და ქუთუთოების კანზე წასმა უნდა მოხდეს სიფრთხილით გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების რისკის გამო, ასევე, ანამნეზში  ამ დაავადებების მქონე  პაციენტებში, რომლებსაც  შეიძლება გაუმწვავდეთ ამ დაავადებების მიმდინარეობა. 

პრეპარატი ლატიკორტი®  განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე  და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო,  ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები), თხელი კანიდან გლუკოკორტიკოსტეროიდების გაძლიერებული შეწოვის გამო და  გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გამო  (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების დროსაც კი.

სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ლატიკორტი®  ოკლუზიური ნახვევის ქვეშ სისხლში გლუკოკორტიკოსტეროიდების შეწოვის გაძლიერების გამო. შესაძლებელია განვითარდეს ეპიდერმისის ატროფია, სტრიები და ინფექცია.

პრეპარეატი  უნდა იყოს გამოყენებული სიფრთხილით კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.

ბავშვები და მოზარდები

2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლატიკორტი®  ხანგრძლივი თერაპიის სახით უნდა იქნას გამოყენებული  სიფრთხილით, რადგანაც ამ ჯგუფის პაციენტებში სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან  მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დარღვევა  და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება. 

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე 

პრეპარატი ლატიკორტი®  არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 0,1%. 

15 გ ალუმინის, შიგნიდან ლაკირებულ, ლითოგრაფირებულ ტუბებში.

ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3  წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.