აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლატიკორტი — ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება

უკან

ლატიკორტი — ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება

8 ივლ 2025

ლატიკორტი მალამო პსპ

სიწითლე, ქავილი, წვა — კანის ალერგიული რეაქცია სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. მკურნალობის კურსიც და ექიმის დანიშნულებაც ინდივიდუალურია, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩივილების შესაბამისად. ერთ-ერთი ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ამ დროს შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გირჩიოთ, ლატიკორტის კრემია.

ფარმაკოლოგიური თვისებების მხრივ, პოლონეთში წარმოებულ პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება. რაც შეეხება ფარმაკოლოგიურ ჯგუფს, ლატიკორტის მალამო ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო და სხვა მოქმედების მქონე პრეპარატებს მიეკუთვნება. 

რისთვის გამოიყენება ლატიკორტი 

ლატიკორტის მალამო პსპ-სა და სხვა სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია 15გ-იან ტუბის ფორმით. ის გამოიყენება მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. 

ლატიკროტი უნდა გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით, ანოტაციაში კი მისი მოხმარების შემდეგი ჩვენებებია ჩამოთვლილი: 

  • ფოტოდერმატოზები;
  • ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები;
  • დერმატომიოზიტი (იშვიათი ანთებითი დაავადება, რომელსაც კუნთის სისუსტესთან ერთად სპეციფიკური გამონაყარიც ახლავს);
  • წითელი მგლურა;
  • ფსორიაზი;
  • ეგზემა (შესაძლოა იყოს კონტაქტური, ბავშვების, ან ქრონიკული), 
  • კანის ალერგიული, სებორეული და კონტაქტური ანთებები. 

ლატიკორტი ალერგიის საწინააღდეგო მალამო

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება 

ლატიკორატი 0.1% გამოყენების წესი და დოზირება უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ანოტაციის მიხედვით კი, მალამო უნდა წაისვათ დაზიანებულ უბანზე 24 საათის განმავლობაში 1-3-ჯერ. სამკურნალო კურსის დასაწყისში პრეპარატი უნდა გამოიყენოთ არაუმეტეს 2-4-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში, თუ სახეზეა შედეგი, შემდეგ რეკომენდებულია გააგრძელოთ გამოყენება დღეში 1-2-ჯერ. მალამო სიფრთხილით უნდა წაისვათ ქუთუთოებზე და სახის კანზე. 

ზოგადად, ლატიკორტის გამოყენება 2 კვირაზე ხანგრძლივად არ შეიძლება, თუმცა სახის კანზე უნდა გამოიყენოთ არაუმეტეს ერთი კვირისა. სიფრთხილით და ექიმთან კონსულტაციის შედეგად ინიშნება ბავშვებში. 

აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ლატიკორტის დანიშვნა. თუ გადაწყდება 2 წელზე უფროს ბავშვებში ლატიკორტის გამოყენება გაითვალისწინეთ, რომ დოზა უნდა იყოს მხოლოდ ერთხელ დღე-ღამის განმავლობაში, კანის მცირე მონაკვეთზე და არ შეიძლება სახის კანზე გამოყენება. 

როგორია ლატიკორტის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები 

ლატიკორტის გამოყენებამდე გაეცანით პრეპარატის შედგენილობას, კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში მალამოს გამოყენება უკუნაჩვენებია. ასევე, არ შეიძლება ლატიკორტის გამოყენება ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში, თუ სახეზეა ახალწარმონაქმნები, კანის კიბოსწინა მდგომარეობა, ასევე კანის ბაქტერიული, ვირუსული, ან მიკოზური ინფექციები. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ უნდა ჩაიტაროთ.

ლატიკორტი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ორსული და მეძუძური ქალებისთვის პრეპარატის დანიშვნა საერთოდ არ არის რეკომენდებული. ასევე, არ წაისვათ ლატიკორტი სარძევე ჯირკვლებზე. 

ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ლატიკორტის ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება შეიძლება კანის ატროფიის მიზეზი გახდეს. ხოლო სახის კანზე გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანების ისეთი სიმპტომები, როგორიცაა წვა, სიწითლე, ზედმეტი სიმშრალე. ნებისმიერი დისკომფორტის, ან არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

ლატიკორტი უნდა შეინახოთ არაუმეტეს 5-15ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გამოყენებამდე ყურადღება მიაქციეთ პრეპარატის ვარგისიანობის ვადას.

8 ივლ 2025