| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 5 სუპოზიტორია |
| მოქმედი ნივთიერება | glycerol |
ჩვენება: ყაბზობა ჩვილებსა და ბავშვებში (საბავშვო სუპოზიტორიები).
გლიცერინი
GLYCERIN
სუპოზიტორიები
(საბავშვო და მოზრდილთა)
ყაბზობის სამკურნალო საშუალება
შემადგენლობა:
თითოეული სუპოზიტორია შეიცავს:
საბავშვო მოზრდილებისათვის
ჟელატინი 0,17 გ. 0,32 გ.
გლიცერინი 0,70 გ. 1,40 გ.
გლიცერინის სუპოზიტორიები (საბავშვო და მოზრდილთა) ეფექტურად მოქმედებს ფეკალური მასების გამოყოფაზე 15-30 წუთში სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსთან კონტაქტის შემდეგ. გლიცერინის ჰიგროსკოპური მოქმედება გამოიხატება სწორი ნაწლავის შეკუმშვის სტიმულაციაში. გარდა ამისა, გლიცერინი ახდენს ფეკალური მასების დარბილებას და გაპოხვას, რაც ამცირებს ყაბზობას.
იხილეთ ბლოგი: გლიცერინი - პრეპარატი კანის სიმშრალისა და ყაბზობის წინააღმდეგ
- ყაბზობა ჩვილებსა და ბავშვებში (საბავშვო სუპოზიტორიები);
- ყაბზობა მოზრდილებში;
- გლიცერინის სუპოზიტორიები გამოიყენება პერიოდულად, საფაღარათო საშუალებებზე დამოკიდებულ პაციენტებში, ნაწლავთა მოქმედების დასარეგულირებლად.
ერთი სუპოზიტორია მიიღება რექტალურად საჭიროებისამებრ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გვერდითი ეფექტები:
გლიცერინის სუპოზიტორიები არის აბსოლუტურად უსაფრთხო და გააჩნია კარგი ამტანობა. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და დისკომფორტი რექტალურ მიდამოში.
ჰიპერმგრძნობელობა გლიცერინზე, ნაწლავთა გაუვალობა, არადიაგნოსტირებული აბდომინალური ტკივილი, აპენდიციტი ან მწვავე ქირურგიული მუცელი.
შეფუთვა:
კოლოფი შეიცავს 5 საბავშვო ან 5 მოზრდილთა სუპოზიტორიას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.