| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | metamizole+pitofenone+fenpiverinium |
| დოზა | 500მგ+0.5მგ+0.1მგ |
ჩვენება: ტკივილის სინდრომი შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმების დროს.
ბარალგინ-უნი®
ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო სახელწოდება
ბარალგინ-უნი® (Baralgin-Uni®)
არაპატენტირებული (გენერიკული) საერთაშორისო დასახელება
კომბინირებული პრეპარატი
წამლის ფორმა
ტაბლეტები
1 ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მეთამიზოლი 500 მგ
პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 5.0 მგ
ფენპივერინის ბრომიდი 0.1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სახამებელი კარტოფილის, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ათქ-კოდი: N02BB52
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზიური, პირაზოლონები, მეთამიზოლი ნატრიუმის კომბინაციები სხვა საშუალებებთან (ფსიქოლეფსურების გარდა).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ბარალგინ-უნი კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გამოხატული ანალგეზიური, სპაზმოლიზური და სიცხის დამწევი მოქმედება აქვს. პირდაპირი მიოტროპული მოქმედებისა და, ნაწილობრივ, ანტიქოლინერგული მოქმედების ხარჯზე პრეპარატი იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას.
ფარმაკოკინეტიკა. პერორალური მიღებისას პრეპარატის აქტიური ნივთიერებები სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. პლაზმის ცილებს უკავშირდება 50–60%. პრეპარატი გადადის დედის რძეში.
ნატრიუმის მეთამიზოლი ღვიძლში ინტენსიურად ბიოტრანსფორმირდება 4 ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით. ეს მეტაბოლიტები თავ-ზურგ-ტვინის სითხეშიც აღინიშნება. პრეპარატი ძირითადად თირკმლებით გამოიყოფა.
იხილეთ ბლოგი: ბარალგინი — პრეპარატი ტკივილისა და სპაზმების წინააღმდეგ
• ტკივილის სინდრომი შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმების დროს (მათ შორის, თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავების კოლოკა, დისმენორეა, ნაღვლმდენი გზების დისკინეზია);
• ტკივილის ხანმოკლე კუპირება ნევრალგიის, ართრალგიის, იშიალგიის დროს;
• დამხმარე პრეპარატის სახით ტკივილების შესამსუბუქებლად ქირურგიული ჩარევებისა და დიაგნოსტიკური პროცედურების შემდეგ.
ბარალგინ-უნის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, სასურველია ჭამის შემდეგ.
მოზრდილებსა და 15 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1_2 ტაბლეტი 2_3-ჯერ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. მიღების ხანგრძლივობა _ არა უმეტეს 5 დღისა. სადღეღამისო დოზის გაზრდა და მკურნალობის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
ბავშვებში პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება.
6_8 წლის ბავშვებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 2_3-ჯერ დღეში.
9_12 წლის ბავშვებში ინიშნება 3/4 ტაბლეტი 2_3-ჯერ დღეში.
13_15 წლის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი 2_3-ჯერ დღეში.
დოზირების სხვა რეჟიმი შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში პრეპარატს კარგი ამტანობა ახასიათებს.
ზოგჯერ მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ძალიან იშვიათად _ ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციება); ცალკეულ შემთხვევებში _ ანგიონევროზული შეშუპება, წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
შესაძლებელია თავბრუხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, ციანოზი; ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილების დროს შესაძლებელია შეტევის პროვოცირება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი; თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ოლიგურია, ანურია, პროტეინურია, ინტერსტიციური ნეფრიტი, შარდის წითლად შეღებვა); ოფლის გამოყოფის შემცირება, შარდის გამოყოფის გაძნელება.
მომატებული მგრძნობელობა პირაზოლონის წარმოებულების, ასევე ფენილბუტაზონის, პიტოფენონის, ფენპივერინის ან მათი წარმოებულების მიმართ; ნივთიერებათა ცვლის დარღვევები; ცნობიერების დაკარგვა, ტაქიარითმია; დახურულკუთხოვანი გლაუკომა; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკური სტენოზი; 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, ძილიანობა, ცნობიერების დარღვევა, გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების დანიშვნა, სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრსა და ბოლო 6 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბარალგინ-უნისა და ქინაქინის შემცველი პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება.
ბარალგინ-უნისა და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია ციკლოსპორინის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც 100 მმ ვწ. სვ-ზე დაბალი სისტოლური წნევა აქვთ ან არასტაბილური ჰემოდინამიკა აღენიშნებათ, ასევე სისხლმბადი სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით (1 კვირაზე მეტი) გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
აგრანულოციტოზზე ეჭვის შემთხვევაში ან თრომბოციტოპენიის არსებობისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ატოპიური ბრონქული ასთმისა და პოლინოზების მქონე პაციენტებში იზრდება ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მწვავე აბდომინური ტკივილის კუპირებისათვის (მიზეზის დადგენამდე).
ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ბარალგინ-უნის ტოქსიკურობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულებისას, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.
შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან (ბლისტერი).
2 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.