აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პერმეტრინი - Permethrin Lmp ბაქტერიოციდული 5% 40გ გელი

#50079_956
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ლატვია
რაოდენობა და ფორმა1 ტუბი
მოქმედი ნივთიერებაpermethrin
დოზა0.05
მოკლე აღწერა

ჩვენებები: გამოიყენება ქავილის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს კანის ინფექციური დაავადებები მოზრდილებში და ბავშვებში 2 თვიდან.

20.64₾
22.90₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით

Permethrinum

ყურადღებით წაიკითხეთ სრული ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ მოცემული მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის მითითების შესაბამისად.

- შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

- თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ ფარმაცევტს.

- თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

- თუ ქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თავს უარესად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.

მოცემულ ინსტრუქციაში ნახავთ თუ:

1. რა არის პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით და რა მიზნით გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შენახვის პირობები

6. პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით და რა მიზნით გამოიყენება

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არის გარეგანად გამოსაყენებელი მუნის საწინააღმდეგო საშუალება ანტიბაქტერიული ეფექტით. გელი გამოიყენება მუნისა და მისი თანმხლები კანის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში ორი თვის ასაკიდან. გამოიყენეთ ბავშვებში მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

იხილეთ ბლოგები:

პერმეტრინი — მუნისა და ტილების საწინააღმდეგო პრეპარატი 

რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

2. რა უნდა იცოდეთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებამდე

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არ გამოიყენება  

- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პერმეტრინის ან გელის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;

- 2 თვემდე ასაკის ბავშვები, რადგან არ არის საკმარისი გამოცდილება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში:

- თავიდან უნდა იქნას აცილებული გელის თვალებში მოხვედრა, რადგან გელი აღიზიანებს თვალის კონიუნქტივას. თუ ეს მაინც მოხდა, ჩამოიბანეთ თვალი ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით;

- მოერიდეთ გელის ლორწოვან გარსებზე მოხვედრას (ცხვირი, პირი, სასქესო ორგანოები). თუ ეს მოხდება, ჩამოიბანეთ ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით;

-  2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

სხვა მედიკამენტები და პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელიც ბოლო დროს მიიღეთ.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გელის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ შესაძლო რისკის ფაქტორის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ.

ძუძუთი კვების დროს, თქვენ უნდა ყურადღებით შეისწავლოთ რისკი-სარგებლის ფაქტორი, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება ან უარი თქვათ პრეპარატის გამოყენებაზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ტექნიკის მომსახურება

გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შეიცავს ეთილის სპირტს

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 4000 მგ ალკოჰოლს (ეთილის სპირტს) თითოეულ ტუბში 40გ, რაც შეესაბამება 100 მგ/გ. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.

3. როგორ გამოვიყენოთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით 

ყოველთვის გამოიყენეთ მოცემული პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

წაისვით გელის მცირე რაოდენობა თხელ ფენად კანის დაზიანებულ უბნებზე და ნაზად შეიზილეთ. გაიჩერეთ გელი 24 საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ საპნით და გამოიცვალეთ თეთრეული. განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია ხუთჯერ, თუ კანზე მუნი და ანთებითი პროცესები არ გაქრა, ან განახლდა და გაჩნდა მისი ახალი უბნები.

3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექსპოზიციის დრო 12 საათია. განმეორებითი გამოყენება დასაშვებია 2 დღის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ.

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ექსპოზიციის დრო 24 საათია, განმეორებით ექსპოზიციებს შორის შუალედური დრო 1-2 დღეა. განმეორებითი გამოიყენება 5-მდე.

თუ ფიქრობთ, რომ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მოქმედება არასაკმარისი ან ძალიან ძლიერია, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის! არ გამოიყენოთ შინაგანად ან ლორწოვან გარსებზე!

რა უნდა გააკეთოთ, თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით 

გელის შემთხვევით გადაყლაპვა, როგორც წესი, არ არის საშიში, მაგრამ მაინც რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

თუ თქვენ გამოიყენეთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით საჭიროზე მეტი

აქტიური ნივთიერება პერმეტრინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია დოზის გადაჭარბება. თუმცა, შეუძლებელია რაიმე გვერდითი ეფექტის სრულად გამორიცხვა, რომელიც გავლენას ახდენს ცალკეულ ორგანოთა სისტემებზე ან მთელ სხეულზე. 

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. განმეორებით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუნი არ ქრება, ან ჩნდება მისი ახალი კერები.

თუ შეწყვეტთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით მკურნალობას, დაიბანეთ საპნით და გამოიცვალეთ თეთრეული.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ქავილი, სიწითლე, წვის შეგრძნება, შეშუპება და პარესთეზია აპლიკაციის ადგილებზე. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ გელის გამოყენება.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენა განსაკუთრებით მძიმეა თქვენთვის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით  შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენისა და სინათლისგან დასაცავად.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით

- აქტიური ნივთიერებაა პერმეტრინი. 1 გ ლარი შეიცავს 50 მგ პერმეტრინს. 

- სხვა ინგრედიენტები: ეთილის სპირტი (96%), ქინიფურილი, კარბომერი, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.

გარეგნული სახე და შეფუთვა

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით - არის ყვითელი ფერის გელის მსგავსი გაუმჭვირვალე მასა.

გელი შეფუთულია ალუმინის 40გ ტუბებში, ტუბები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე