პერმეტრინი — მუნისა და ტილების საწინააღმდეგო პრეპარატი
12 სექ 2025

მუნი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს. იგი გამოწვეულია კანის ქვეშ დამკვიდრებული ტკიპით (Sarcoptes scabiei), რომელიც ძლიერ ქავილს, სიწითლესა და ანთებით რეაქციას იწვევს. დაავადება ადვილად ვრცელდება კონტაქტური გზით, ამიტომ მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია როგორც პაციენტის, ისე მისი გარემოცვის ჯანმრთელობისთვის.
მკურნალობისთვის თანამედროვე მედიცინა ადგილობრივ პრეპარატებს გვთავაზობს, რომელთა შორის ერთ-ერთი პოპულაური საშუალება პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ ბაქტერიციდული გელია. პსპ-ის აფთიაქებში ასევე ხელმისაწვდომია პერმეტრინის ხსნარი, რომელიც ტილების წინააღმდეგ გამოიყენება. ორივე პრეპარატი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
როგორც აღვნიშნეთ, პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით არის გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილი პრეპარატი, რომელსაც მუნის საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს. იგი გამოიყენება მუნისა და მის თანმხლები კანის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში ორი თვის ასაკიდან (ბავშვებში მხოლოდ ექიმის დანიშნულებით).
გელის გამოყენება მარტივია: მცირე რაოდენობით უნდა დაიტანოთ კანის დაზიანებულ უბნებზე თხელი ფენის სახით და ნაზად შეიზილოთ. პრეპარატი კანზე 24 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს, რის შემდეგაც საპნით ჩამობანაა საჭირო. აუციელებლი გამოცვალოთ თეთრეული, რომელიც ამ 24 საათის განმავლობაში გამოიყენეთ.
დაიმახსოვრეთ, პრეპარატი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი და არ უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსებზე.
თუ შემთხვევით გელი გადაყლაპეთ, როგორც წესი, სერიოზული საფრთხე არ არსებობს, თუმცა რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
დოზის გადაჭარბება ადგილობრივი გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა, რადგან აქტიური ნივთიერება პერმეტრინი სისხლში პრაქტიკულად არ შეიწოვება, თუმცა მცირე გვერდითი ეფექტების რისკი მაინც არსებობს.

სამკურნალო საშუალებების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება პერმეტრინის გელის გამოყენების შემდეგაც აღინიშნოს, თუმცა ისინი ყველა პაციენტებში არ ვლინდება.
ზოგჯერ გელის გამოყენების ადგილას შეიძლება ქავილი, სიწითლე, წვის შეგრძნება, შეშუპება ან პარესთეზია (კანის უგრძნობლობა/ჩხვლეტა) გაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში სასურველია პრეპარატის გამოყენება შეწყვიტოთ და საჭიროების შემთხვევაში ექიმს მიმართოთ
თუ შენიშნავთ სიმპტომებს, რომლებიც პერმეტრინის ინსტრუქციაში არ არის მითითებული, ან არსებული გვერდითი ეფექტები განსაკუთრებით გაწუხებთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტილების წინააღმდეგ გამოიყენება პერმეტრინის 1,5%-იანი ხსნარი, რომელიც 100 მლ-იან ფლაკონშია მოთავსებული. „მირროლლა პერმეტრინ ფორა+“ წარმოადგენს პედიკულიციდურ საშუალებას შამპუნის ფორმით, რომელსაც ერთგვაროვანი, სქელი კონსისტენცია აქვს, მოყვითალო-მოლურჯო შეფერილობით და უცხო მინარევების გარეშე.
პრეპარატის აქტიური კომპონენტია პერმეტრინი, ხოლო დამხმარე ნივთიერებები მის შამპუნის ბაზაში სრულ გახსნას უზრუნველყოფს. მას სწრაფი და ძლიერი პედიკულიციდური ეფექტი ახასიათებს, რაც ტილების განადგურებას იწვევს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პროცედურის 7-10 დღის შემდეგ გამეორება.
რაც შეეხება გამოყენების წესს, შამპუნის 10-30 გ (თმის სიგრძის შესაბამისად) წინასწარ დატენიანებულ თმაზე ან სხეულის თმიან უბანზე უნდა დაიტანოთ. პერმეტრინის ტილების ხსნარი მსუბუქად კანში მსუბუქად უნდა შეიზილოთ, სანამ ქაფი წარმოიქმნება. 20 წუთის შემდეგ საჭიროა თმის გამდინარე წყლით ჩამობანა და ჩვეულებრივი შამპუნით დაბანა. თმის გაშრობის შემდეგ აუცილებელია წვრილკბილა სავარცხლით მკვდარი ტილების მოცილება.
პროცედურის შესრულების დროს რეკომენდებულია რეზინის ხელთათმანების გამოყენება და ჰიგიენის წესების დაცვა.
პერმეტრინის ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული:
12 სექ 2025