Triplixam - ტრიპლიქსამი 5/1.25/10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 44,47 ლ რეგულარული ფასი 59,30 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
43745_1373
მწარმოებელი ქვეყანა:
ირლანდია
მწარმოებელი:
Servier (Ireland)
არცერთი:
პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ.

ტრიპლიქსამი / TRIPLIXAM

  1. რა არის ტრიპლიქსამი და რისთვის გამოიყენება

ტრიპლიქსამი არის სამი აქტიური ინგრედიენტის: პერინოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის კომბინაცია. ეს პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ. 

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კომბინაციას პერინდოპრილი/ინდაპამიდი ფიქსირებული დოზით და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, შეიძლება მიიღონ ტრიპლიქსამის ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს იგივე რაოდენობის სამივე აქტიურ ინგრედიენტს. 

ყოველი აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ თქვენს არტერიულ წნევას:

  • პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ის მოქმედებს სისხლძარღვების გაფართოებით, რითაც უადვილებს გულს მათში სისხლის გადატუმბვას. 
  • ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება (რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება სულფონამიდის წარმოებულები ინდოლის ბირთვით). დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმლით წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზული საშუალებებისგან, იწვევს წარმოქმნილი შარდის რაოდენობის მხოლოდ მცირედ გაზრდას. 
  • ამლოდიპინი არის კალციუმის არხების მაბლოკირებელი (მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნებით და სისხლი ადილად მოძრაობს მათ სანათურში. 

 

  1. როგორ მიიღება ტრიპლიქსამი

ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მითითება. დააზუსტეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან მომენტები, რომლებიც თქვენთვის არ არის ნათელი. მიიღეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით, უმჯობესია დილით, ჭამამდე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომელი დოზაა თქვენთვის შესაფერისი. ეს ჩვეულებრივ შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში. 

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ტრიპლიქსამს ვიდრე საჭიროა

თუ თქვენ მიიღებთ ტაბლეტების ჭარბ რაოდენობას, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი წნევის სერიოზული დაწევა, რაც ზოგჯერ შეიძლება დაკავშირებული იყოს გულისრევასთან, ღებინებასთან, კრუნჩხვებთან, თავბრუსხვევასთან, ძილიანობასთან, ცნობიერების დაბინდვასთან, ოლიგურიასთან (ნორმაზე ნაკლები შარდის გამოყოფა), ანურიასთან (შარდის გამომუშავების ან გამოყოფის შეწყვეტა). შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, წაგივიდეთ გული ან იგრძნოთ სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრად დაცემისას შეიძლება განვითარდეს შოკი. თქვენი კანი შეიძლება გახდეს ცივი და ნოტიო, შეიძლება დაკარგოთ გონება. თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის ტრიპლიქსამის ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის მიღება

მეტი ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ წამალი მიიღოთ ყოველდღიურად, რეგულარული მკურბნალობის სახით. თუმცა თქვენ თუ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. 

თუ თქვენ წყვეტთ ტრიპლიქსამის მიღებას

რადგან ჰიპერტენზიის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. 

თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით თქვენ გექნებათ კითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

 

  1. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების ანალოგიურად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 

შეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

  • უეცარი მსტვენავი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში)
  • ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში)
  • პირის, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში)
  • კანის სერიოზული რეაქციები, კანის მნიშვნელოვანი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლის და კანის შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათად) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1 პაციენტში)
  • ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ხშირად) (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)
  • გულის შეტევა (ძალიან იშვიათად) (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში), გულისცემის რითმის სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევა (უცნობია)
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში ან ზურგში, რასაც ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათასდ) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1 პაციენტში)

სიხშრის კლების მიხედვით გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: 

  • ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება), მოულოდნელი სიწითლე, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის პრობლემები, ყურებში შუილი (ხმაურის შეგრძნება ყურებში), თავბრუსხვევა სისხლის დაბალი წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გასტრო-ინტესტინური დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების დარღვევები, დისპეფსია ან მონელების პრობლემები, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, ქავილი), კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, წვივების შეშუპება (ედემა).

  • არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში):

განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, კანკალი, ჭინჭრის ციება, გულის წასვლა, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, რინიტი (გაგუდული ცხვირი ან სურდო), დეფეკაციის რითმის ცვლილება, თმის ცვენა, პურპურა (კანზე წითელი წერტილები), კანის გაუეფრულება, კანის ქავილი, ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, თირკმლის პრობლემები, შარდის გამოყოფის დარღვევები, ღამით მოშარდვის სურვილების გახშირება, გახშირებული შარდვა, ერექციის მიღწევის შეუძლებლობა, ცხელება ან მაღალი ტემპერატურა, მამაკაცებში მკერდში დისკომფორტი ან მისი გადიდება, წონის მომატება ან დაქვეითება, სისხლის ზოგიერთი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, სისხლში კალიუმის მაღალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე), სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, თვალებში გაორება, გულსიცემის რითმის გახშირება, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შემდეგ, ბუშტუკები ხელების წვივების ან ტერფების კანზე, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, დაცემა, პირის სიმშრალე. 

  • იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):

ცნობიერების დაბინდვა, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატის ბილირუბინის მაღალი დონე. 

  • ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში)

ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, (რაც იწვევს სილურჯეების გაჩენას და ცხვირიდან სისხლდენას), ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (გულსცემის რითმის დარღვევა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში, ყბაში და ზურგში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით, გამოწვეული გულისკენ სისხლის ნაკადის გაუარესებით), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), ღრძილების შეშუპება, კანის მწვავე რეაქციები კანის ინტენსიური გამონაყარის, მთელი სხეულის სიწითლის, მწვავე ქავილის, ბუშტუკების, აქერცვლის და შეშუპების ჩათვლით, მულტიფორმული ერითემა (კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე წითელი ქავანა ლაქებით), სისხლდენა, მტკივნეულობა ან ღრძილების გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე პრობლემები, კანის გაყვითლება (სიყვითლე), მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვების დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, კუნთური ტონუსის მომატება, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი მაღალი დონე), სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ინსულტი, შესაძლოა ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო. 

  • უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დაავადება რომელიც გამოწვეულია ღვიძლის პათოლოგიით), ანომალური ეკგ, სისხლში კალიუმის დაბალი დონე,  თუ აღგენიშნებათ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზის ტიპი), ის შეიძლება გაუარესდეს, ახლომხედველობა (მიოპია), მხედველობის გაუარესება. 

ასევე არსებობს შეტყობინებები შემდეგ გვერდით ეფექტებზე: გართულებები რომლებიც მოიცავს: რიგიდობას, ტრემორს ან/და მოძრაობით დარღვევებს.

 

შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები (სისხლის ანალიზებში). თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი მდგომარეობის მონიტორინგისთვის. 

 

შეტყობინება გვერდით ეფექტებზე

თუ გამოგივლინდებათ რომელიმე გვერდითი ეფექტები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს აგრეთვე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. გვერდით ეფექტებზე შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

 

  1. როგორ ინახება ტრიპლიქსამი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტაბლეტებიან ფლაკონზე. პრეპარატი ვარგისია ვადაში მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არა უმეტეს 30ºჩ ტემპერატურაზე. 

ფლაკონისთვის, რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 30 ტაბლეტს, ვარგისობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 30 დღეს.

ფლაკონისთვის, რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 100 ტაბლეტს, ვარგისობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 100 დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში და ჩვეულებრივ ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა განთავისუფლდეთ წამლებისგან, რომელთაც აღარ ღებულობთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.  

 

  1. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრიპლიქსამი

  • აქტიური ნივთიერებებია პერინდოპრილ არგინინი, ინდაპამიდი და ამლოდიპინი. 

ტრიპლიქსამის ერთი 2.5/0.625/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 1.6975მგ პერინდოპრილს, 0.625მგ ინდაპამიდს და 5მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ 6.935მგ ამლოდიპინის ბეზილატს. 

ტრიპლიქსამის ერთი 5/1.25/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 3,395მგ პერინდოპრილს, 1.25მგ ინდაპამიდს და 6.935მგ ამლოდიპინ ბეზილატს 5მგ ამლოდიპინის ექვივალენტს.

ტრიპლიქსამის ერთი 5/1.25/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 3.395მგ პერინდოპრილს, 1.25მგ ინდაპამიდს და 13.870მგ 10მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ ამლოდიპინის ბეზილატს. 

ტრიპლიქსამის ერთი 10/2.5/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 6.790მგ პერინდოპრილს, 2.5მგ ინდაპამიდს და 6.935მგ 5მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ ამლოდიპინის ბეზილატს. 

ტრიპლიქსამის ერთი 10/2.5/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 6.790მგ 10მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ პერინდოპრილს, 2.5მგ ინდაპამიდს და 10მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ 13.870მგ ამლოდიპინი ბეზილატს 

  • სხვა ინგრედიენტებია:

- ტაბლეტის ბირთვი: ნაერთი კალციუმის კარბონატის და სახამებლის ფუძეზე: კალციუმის კარბონატი 90%, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი 10%, მიკროკრისტალური ცელულოზა  (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), მაგნიუმის სტეარატი (E572), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, პრეჟელატინიზებული სახემებელი.

  • ტაბლეტის აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა 6მPა.ს (E464),  მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის დიოქსიდი (E171).

 

როგორ გამოიყურება ტრიპლიქსამი და შეფუთვის შემადგენლობა

ტრიპლიქსამი 2.5/0.625/5მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 8.5მმ სიგრძით და 4.5მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს. 

ტრიპლიქსამი 5/1.25/5მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 9.75მმ სიგრძით და 5.16მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს. 

ტრიპლიქსამი 5/1.25/10მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10.7მმ სიგრძით და 5.66მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს. 

ტრიპლიქსამი 10/2.5/5 მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 11.5მმ სიგრძით და 6.09მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს. 

ტრიპლიქსამი 10/2.5/10მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 12.2მმ სიგრძით და 6.46მმ სიგანით, გრავირებით   ერთ მხარეს და   მეორე მხარეს. 

 

ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში 30, 60 (30 ტაბლეტიანი 2 ფლაკონი), 90 (30 ტაბლეტიანი 3 ფლაკონი) 100 და 500 ტაბლეტი (100 ტაბლეტიანი 5 ფლაკონი)

 

ტაბლეტების ფლაკონის საცობში მოთავსებულია გამაშრობელი. 

ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება ბაზარზე არ იყოს.

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ