ტრიპლიქსამი — პრეპარატი მაღალი წნევის წინააღმდეგ
15 ოქტ 2024

ტრიპლიქსამი მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამალია. ის ძირითადად ტაბლეტების სახით გვხვდება. ეს პრეპარატი სამ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს — პერინოპრილს, ინდაპამიდსა და ამლოდიპინს.
ჩვენს საზოგადოებაში ბევრ წამალზე გავრცელებულია შეხედულება, რომ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში წარმოებული არის განსაკუთრებული თვისებების მქონე და სხვებზე უკეთესი.
მაგალითად, მსგავსი შეხედულებაა ტრიპლიქსამის თურქული წარმოების მედიკამენტებზე, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი ყველა ბრენდი შესაბამისი აღიარების მქონე მწარმოებელია და ყველა პროდუქტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
რაც შეეხება ტრიპლიქსამის დოზებს — ის სამი ძირითადი დოზირებით გვხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს წამალი სამ სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, ანოტაციასა და შეფუთვაზე მითითებულია სამივე მათგანის შემცველობა. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში გვხვდება:
ასე გაკეთებული წარწერა ნიშნავს, რომ მაგალითად, პირველი დოზირების შემთხვევაში თითოეული ტაბლეტი შეიცავს N1 დასახელების ნივთიერებას 10 მგ-ს, მეორე ნივთიერების 2.5მგ-ს, ხოლო მესამეს — 10მგ-ის ოდენობით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ამ მედიკამენტის სახეობა, რომელიც შეგხვდება ასეთი დოზირებით: ტრიპლიქსამი 10 მგ, ან ტრიპლიქსამი 5 მგ.
წამლის განსხვავებული დოზები განსხვავებულ შემთხვევაში ინიშნება და, შესაბამისად, მოიხმარება. მის მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ პრეპარატის რეგულარული გამოყენება.
ხშირად დასმული კითხვაა მედიკამენტის ღირებულებაც — ტრიპლიქსამის ფასი მრავალ გარემოებაზე არის დამოკიდებული: გადასახადები, წარმოების გაძვირება/გაიაფება, ექსპორტ-იმპორტის ზრდა თუ შემცირება. შესაბამისად, ფასი შეიძლება მერყეობდეს.
როგორც უკვე ითქვა, წამლის მიღებამდე უმჯობესია კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან და დარწმუნებული ვიყოთ, რომ სწორედ ტრიპლიქსამია ის მედიკამენტი, რასაც უნდა ვიღებდეთ.
თუმცა, არის მთელი რიგი დეტალები, რის შესახებ ანოტაციის გაცნობითაც მივიღებთ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დოზებს შორის სხვაობის მიუხედავად, ტრიპლიქსამის სახეობების ანოტაცია მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ამიტომაც, თუკი მაგალითად ტრიპლიქსამის 10/2.5/10 დოზის ანოტაცია დაგეკარგათ, შესაძლოა, თქვენს კითხვაზე პასუხი ტრიპლიქსამის 5/1.25/5 ანოტაციაშიც იპოვოთ.
მედიკამენტის ანოტაცია გვატყობინებს, რომ მასში შემავალი სამივე აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას და შემდეგ აკონტროლებს მას.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ტრიპლიქსამის მიღებამდე რამდენიმე ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ მივიღოთ მედიკამენტი. მაგალითად, შესაძლოა, ტრიპლიქსამის მიღება რეკომენდებული არ იყოს იმ წამალთან ერთად, რომელსაც რეგულარულად ან თუნდაც დროგამოშვებით იღებთ. სწორედ ამიტომ, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, ვისაც თქვენი სამედიცინო ისტორია და მოხმარებული მედიკამენტები უკეთ ექნება შესწავლილი.
მკაცრი ზომები და მისი დალევისგან თავშეკავება საჭიროა, თუკი:
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისა, არსებობს გაფრთხილებების ჩამონათვალიც, რაც უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე. ამიტომაც, უმჯობესია, თვითნებურად წამლის დალევამდე გაესაუბროთ ექიმს, ან ფარმაცევტს მაინც.
პირველ რიგში, ტრიპლიქსამის მიღება ეკრძალებათ ბავშვებსა და მოზარდებს.
ასევე, თუკი გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, აცნობეთ ექიმს. სპეციალისტები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ტრიპლიქსამის მიღება შეწყდეს ორსულობის დაგეგმვის ეტაპზევე, ან დადგომისთანავე. მედიკამენტის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე არ არის რეკომენდებული, ხოლო 3 თვეზე მეტ ვადაზე მისმა მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
ტრიპლიქსამი არ ენიშნებათ არც ლაქტაციაზე მყოფ დედებს. ექიმი კონსულტაციის შემდეგ, როგორც წესი, არჩევს იმავე მოქმედების სხვა პრეპარატს მეძუძური დედებისთვის.
მედიკამენტის მიღება არაა რეკომენდებული ავტომობილის მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობისას. ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი — ასეთ დროს დაუშვებელია საჭესთან დაჯდომა, ან მოწყობილობებზე მუშაობა. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
15 ოქტ 2024