| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Grindex / გრინდექსი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 50 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | amitriptyline |
| დოზა | 25მგ |
ამიტრიპტილინი
გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
ამიტრიპტილინი (Amitriptylinum)
სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა
გარსით დაფარული ტაბლეტები.
ერთი ტაბლეტები შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - 25 მგ ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდი;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი), სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;
ტაბლეტების გარსი:
25 მგ: საღებავი ოპადრაი II ყვითელი 85F22450 (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი PEG 3000, ყვითელი ქინოლინი (E 104), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ყვითელი ”ჩამავალი მზე” (E 110), ინდიგოკარმინი (E 132), კარნაუბის ცვილი.
აღწერა
ტაბლეტები 25 მგ: მრგვალი, ყვითელი გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები. გადატეხის ადგილი თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსურები. ანტიდეპრესანტები. მონოამინის უკუმიტაცების არასელექციური ინჰიბიტორი. ათქ კოდი: N06AA09.
იხილეთ ბლოგი: მედიკამენტი ამიტრიპტილინი — ეფექტიანი ანტიდეპრესანტული საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ამიტრიპტილინი წარმოადგენს ტრიციკლურ ანტიდეპრესანტს და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. მას გააჩნია მნიშვნელოვანი ანტიქოლინერგული და სედაციური თვისებები. ეს, თავის მხრივ, ხელს უშლის განმეორებით შეწოვას და შესაბამისად, ნორადრენალინის და სეროტონინის ინაქტივაციას ნერვულ დაბოლოებებში. ამ მონოამინის ნეიროტრანსმიტერების უკუმიტაცების თავიდან აცილება აძლიერებს მათ მოქმედებას თავის ტვინში. ეს დაკავშირებულია ანტიდეპრესულ აქტივობასთან.
მოქმედების მექანიზმი ასევე მოიცავს იონის არხის ბლოკირების ზემოქმედებას, ნატრიუმის, კალიუმის და NMDA არხებზე როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე ზურგის ტვინის დონეზე. ნორადრენალინის, ნატრიუმის და NMDA-ს ზემოქმედება - ეს მექანიზმებია, რომლებიც, როგორც ცნობილია, დაკავშირებულია ნეიროპათიური ტკივილების თერაპიის შენარჩუნებასთან, ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილების პროფილაქტიკასთან და შაკიკის პროფილაქტიკასთან. ამიტრიპტილინის ტკივილის შემცირების ეფექტი არ არის დაკავშირებული მის ანტიდეპრესიულ თვისებებთან.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები სხვადასხვა დონით ავლენენ მსგავსებას მუსკარინულ და ჰისტამინურ H1 რეცეპტორებთან.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ამიტრიპტილინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული იქნა მოზრდილებთან შემდეგი ჩვენებების მკურნალობისას:
- მძიმე დეპრესიული ეპიზოდი;
- ნეიროპათიული ტკივილი;
- ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილის პროფილაქტიკა;
- შაკიკის პროფილაქტიკა.
ამიტრიპტილინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული იქნა ბავშვებში 6 წლის ასაკიდან ღამის ენურეზის მკურნალობისას (იხილეთ პარაგრაფი “ჩვენებები გამოყენებისთვის”).
რეკომენდირებული დოზები მითითებულია პარაგრაფში “გამოყენების მეთოდი და დოზები”. მხოლოდ სტაციონარში მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებში დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება დღეში 200 მგ-მდე დოზები, ხანდახან 300 მგ დღეში.
ანტიდეპრესიული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, როგორც წესი, დგება 2-4 კვირის შემდეგ; სედაციური მოქმედება არ სუსტდება.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
პრეპარატის ტაბლეტების სახით პერორალურად მიღება განაპირობებს მაქსიმალურ დონეს შრატში დაახლოებით 4 საათის შემდეგ. (tmax = 3,89±1,87 საათი, დიაპაზონი 1,93-7,98 საათი). 50 მგ-ის პერორალურად მიღების შემდეგ საშუალო მნიშვნელობა Cmax = 30,95±9,61 ნგ/მლ; დიაპაზონი შეადგენს 10,85-5,70 ნგ/მლ (111,57±34,64 ნმოლ/ლ, დიაპაზონი 39,06-164,52 ნმოლ/ლ). საშუალო აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 53 % (Fabs = 0,527±0,123, დიაპაზონი 0,219-0,756).
განაწილება
განაწილების სავარაუდო მოცულობა (Vd)β, გაზომილი ვენაში შეყვანის შემდეგ, შეადგენს 1221 ლ±280 ლ; დიაპაზონი 769-1702 ლ (16±3 ლ/კგ).
პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს დაახლოებით 95 %-ს.
ამიტრიპტილინი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ნორტრიპტილი გადიან პლაცენტარულ ბარიერს.
მეძუძურ დედებთან ამიტრიპტილინი და ნორტრიპტილინი ორგანიზმიდან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ქალებთან, კონცენტრაციის თანაფარდობა რძეში / სისხლის შრატში შეადგენს დაახლოებით 1:1. საანგარიშო ეფექტი (ამიტრიპტილინი + ნორტრიპტილინი) ჩვილისთვის შეადგენს დაახლოებით 2%-ს ამიტრიპტილინის შესაბამისი დოზებიდან, დაკავშირებული დედის სხეულის მასასთან (მგ/კგ) (იხილეთ ქვეპარაგრაფი “ორსულობა და ძუძუთი კვება”).
მეტაბოლიზმი
ამიტრიპტილინის in vitro მეტაბოლიზმი უპირატესულად ხდება დემეთილირების (CYP2C19, CYP3A4) და ჰიდროქსილირების (CYP2D6) გზით შემდგომი კონიუგაციით გლუკურონის მჟავასთან. სხვა მონაწილე იზოზიმებს წარმოადგენენ CYP1A2 და CYP2C9. ამასთან მეტაბოლიზმი დამოკიდებულია გენეტიკურად განპირობებულ პოლიმორფიზმთან. ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს მეორეული ამინი - ნორტრიპტილინი.
ნორტრიპტილინი წარმოადგენს ნორადრენალინის მიტაცების უფრო ძლიერ ინჰიბიტორს, ვიდრე სეროტონინის, თავის მხრივ ამიტრიპტილინი თანაბარი დონით აქვეითებს ორივე ნეირომედიატორის მიტაცებას. სხვა მეტაბოლიტები, მაგალითად ცის- და ტრანს-10-ჰიდროქსიამიტრიპტილინი და ცის- და ტრანს-10-ჰიდროქსინოტრიპტილინი, ხასიათდება ნორტრიპტილინის მსგავსი აქტიურობის პროფილით, თუმცა მათი მოქმედება მნიშვნელოვნად უფრო სუსტად არის გამოხატული. დემეთილნორტრიპტილინი და ამიტრიპტილინ-N-ოქსიდი წარმოდგენილია სისხლის პლაზმაში მხოლოდ მცირე რაოდენობით; ბოლო მათგანი ფაქტიურად არააქტიურია. ამიტრიპტილინთან და ნორტრიპტილინთან შედარებით ყველა მეტაბოლიტს გააჩნია მნიშვნელოვნად ნაკლებად გამოხატული ანტიქოლინერგული მოქმედება. 10-ჰიდროქსინოტრიპტილინის საერთო კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ჭარბობს, მაგრამ მეტაბოლიტების უმეტესობა კონიუგირებულია.
გამოყოფა
ამიტრიპტილინის გამოყოფის ნახევარპერიოდი (t½ β) პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 25 საათს (24,65±6,11 საათი, დიაპაზონი 16,49-40,36 საათი). საშუალო სისტემური კლირენსი (Cls) შეადგენს 39,24±10,18 ლ/სთ, დიაპაზონი შეადგენს 24,53-53,73 ლ/სთ.
გამოიყოფა ძირითადად შარდის საშუალებით. ამიტრიპტილინის გამოყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით უმნიშვნელოა (დაახლოებით 2 %).
სისხლის პლაზმაში ამიტრიპტილინი + ნორტრიპტილინი შემცველობის სტაბილური ჯამური დონეების უმეტესობა პაციენტებთან მიიღწევა ერთი კვირის განმავლობაში, სტაბილური დონე პლაზმაში მოიცავს ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის დაახლოებით ერთნაირ წილს ტაბლეტებით დღეში 3-ჯერ მკურნალობის შემდეგ 24 საათის განმავლობაში.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან დადგენილია გამოყოფის უფრო ხანგრძლივი ნახევარპერიოდი და პერორალური კლირენსის შემცირებული მნიშვნელობები (Clo) შენელებული მეტაბოლიზმის გამო.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობას შეუძლია შეზღუდოს ღვიძლის მეტაბოლიზმი, რაც იწვევს წამლის მეტ შემცველობას სისხლის პლაზმაში, და ამ პაციენტებისთვის დოზირების დროს გმართებთ სიფრთხილე (იხილეთ პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზები”).
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა არ ახდენს გავლენას წამლის კინეტიკაზე.
პოლიმორფიზმი
პრეპარატის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია გენეტიკურ პოლიმორფიზმზე (CYP2D6 და CYP2C19) (იხილეთ პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზები”).
ფარმაკოკინეტიკური / ფარმაკოდინამიური თანაფარდობა
ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის კონცენტრაციები პლაზმაში ძალიან განსხვავდება სხვადასხვა ინდივიდებისთვის, და უბრალო კორელაცია თერაპიულ პასუხთან დადგენილი არ არის.
თერაპიული პლაზმური კონცენტრაცია რთული დეპრესიის დროს შეადგენს დაახლოებით 80-200 ნგ/მლ (≈ 280-700 ნმოლ/ლ) (ამიტრიპტილინი + ნორტრიპტილინი). 300-400 ნგ/მლ-ზე მეტი დონეები დაკავშირებულია გულის გამტარობის დარღვევის მომატებულ რისკთან QRS კომპლექსის გაფართოების ან ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის სახით.
ჩვენებები გამოყენებისთვის
ამიტრიპტილინი გრინდექსი, გარსით დაფარული ტაბლეტები გამოიყენება:
- მოზრდილებში მძიმე დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობისას;
- მოზრდილებში ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობისას;
- მოზრდილებში ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილის (chronic tension type headache, CTTH) პროფილაქტიკური მკურნალობისას;
- მოზრდილებში შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობისას;
- ბავშვებში, 6 წლის ასაკიდან ღამის ენურეზის სამკურნალოდ ორგანული პათოლოგიის, მათ შორის spina bifida და მასთან დაკავშირებული დარღვევების არარსებობისას; მკურნალობის ყველა სხვა სახის მიმართ რეაქციის არარსებობისას ან გამორიცხვისას წამლების გამოყენებით და წამლების გამოყენების გარეშე, სპაზმოლიზური პრეპარატების და ვაზოპრესინთან დაკავშირებული პრეპარატების ჩათვლით. ეს წამალი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მედიცინის მუშაკის მიერ, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა აკონტროლოს მუდმივი ენურეზი.
გამოყენების წესები და დოზები
მიიღება შიგნით. ტაბლეტებს ყლაპავენ, წყლის მიყოლებით.
დოზები
წამლების დოზირების ყველა სქემა ვერ განხორციელდება ნებისმიერი ფარმაცევტული ფორმების/ დოზირებების დახმარებით. საწყისი დოზებისთვის და დოზის შემდგომი გაზრდისას უნდა შეარჩიოთ სათანადო სამკურნალო ფორმა / დოზირება.
მძიმე დეპრესიული ეპიზოდები
დოზირება უნდა დაიწყოთ ყველაზე დაბალი დოზით, მისი თანდათანობით გაზრდით ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკური საპასუხო რეაქციისა და თერაპიის გადატანის შესაფასებლად.
მოზრდილები
საწყისი დოზა 25 მგ 2-ჯერ დღეში-ღამეში (50 მგ დღეში-ღამეში). თუ საჭიროა, დოზა შეგვიძლია გავზარდოთ 25 მგ-ით ყოველ მეორე დღეს, დღე-ღამეში 150 მგ-მდე, დოზის ორ მიღებად დაყოფით.
შემანარჩუნებელი დოზა იგივეა, რაც ყველაზე მცირე ეფექტური დოზა.
65 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმული ადამიანები და გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები
საწყისი დოზა 10-25 მგ დღე-ღამეში.
სადღეღამისო დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ 100-150 მგ-მდე, ორ მიღებაზე დაყოფით, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციისა და წამლის ამტანობის მიხედვით.
100 მგ-ზე მეტი დოზები უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით.
შემანარჩუნებელი დოზა იგივეა, რაც ყველაზე მცირე ეფექტური დოზა.
ბავშვები და მოზარდები
ამიტრიპტილინი არ შეიძლება გამოყენებული იყოს 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან უსაფრთხოება და ეფექტურობა დამტკიცებული არ არის (იხილეთ პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).
მკურნალობის ხანგრძლივობა
როგორც წესი, ანტიდეპრესანტები იწყებენ მოქმედებას მიღების დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ გრძელდება 6 თვემდე გამოჯანმრთელების შემდეგ, რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
ნეიროპათიული ტკივილი, ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილის პროფილაქტიკური მკურნალობა და შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა
დოზა პაციენტებისთვის განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესაბამისი გაუტკივარების უზრუნველსაყოფად გვერდით ეფექტებთან ერთად. როგორც წესი, ყველაზე მცირე ეფექტური დოზა მიღებული უნდა იყოს უმოკლეს ვადაში, რომელიც საჭიროა სიმპტომების სამკურნალოდ.
მოზრდილები
რეკომენდირებული დოზებია 25-75 მგ დღე-ღამეში, მიიღება საღამოს. 100 მგ-ზე მეტი დოზები მიღებული უნდა იყოს სიფრთხილით.
საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 10-25 მგ საღამოს. შესაძლებელია დოზების გაზრდა 10-25 მგ-ით ყოველ 3-7 დღე-ღამეში, ამტანობის მიხედვით.
დოზა შეიძლება მიღებული იყოს დღე-ღამეში ერთხელ ან გაიყოს ორ მიღებად. არ არის რეკომენდირებული 75 მგ-ზე მეტი ერთჯერადი დოზა.
გაუტკივარების ეფექტი ჩვეულებრივ შეიმჩნევა დოზირებიდან 2-4 კვირის შემდეგ.
65 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 10-25 მგ საღამოს.
75 მგ-ზე მეტი დოზები მიღებული უნდა იყოს სიფრთხილით.
როგორც წესი, მკურნალობა დაწყებული უნდა იყოს დოზების უფრო დაბალი დიაპაზონით, მოზრდილებისთვის რეკომენდირებულ დოზებთან შედარებით. დოზა შეიძლება გაზრდილი იყოს პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის და მის მიერ წამლის ამტანობის მიხედვით.
ბავშვები და მოზარდები
ამიტრიპტილინი არ შეიძლება გამოყენებული იყოს 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან უსაფრთხოება და ეფექტურობა დამტკიცებული არ არის (იხილეთ პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).
მკურნალობის ხანგრძლივობა
ნეიროპათიული ტკივილი
მკურნალობა არის სიმპტომური და გრძელდება განსაზღვრული დროის განმავლობაში. ბევრი პაციენტისთვის თერაპია შეიძლება აუცილებელი იყოს რამდენიმე წლის განმავლობაში. გაღრმავებული მკურნალობისას რეკომენდირებულია რეგულარული განმეორებითი შეფასება პაციენტის შემდგომი მკურნალობის მიზანშეწონილობის დასადასტურებლად.
ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილის პროფილაქტიკური მკურნალობა და შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა მოზრდილებში
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს განსაზღვრული დროის განმავლობაში. რეკომენდირებულია რეგულარული განმეორებითი შეფასება პაციენტის შემდგომი მკურნალობის მიზანშეწონილობის დასადასტურებლად.
ღამის ენურეზი
ბავშვები და მოზარდები
რეკომენდირებული დოზები:
- 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის: 10-20 მგ. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში მიღებული უნდა იყოს უფრო შესაფერისი წამლის ფორმა;
- 11 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის: 25-50 მგ დღე-ღამეში.
დოზა უნდა გაზარდოთ თანდათანობით.
დოზა მიღებული უნდა იყოს დაძინებამდე 1-1,5 საათით ადრე.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ეკგ, გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომის გამოსარიცხად.
მკურნალობის მაქსიმალურმა პერიოდმა არ უნდა გადააჭარბოს 3 თვეს.
ამიტრიპტილინით მკურნალობის განმეორებითი კურსის საჭიროებისას სამედიცინო შემოწმების ჩატარება რეკომენდირებულია ყოველ 3 თვეში.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში ამიტრიპტილინის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით.
პაციენტთა განსაკუთრებული კატეგორიები
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს შეუძლიათ ამ წამლის მიღება ჩვეულებრივი დოზით.
ღვიძლის უკმარისობა
რეკომენდირებულია დოზის ზედმიწევნითი შერჩევა, სისხლის შრატში პრეპარატის შემცველობის დონის განსაზღვრა.
P450 CYP2D6 ციტოქრომის ინჰიბიტორები
ამიტრიპტილინით თერაპიისას CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორის დამატებისას (მაგალითად, ბუპროპიონის, ქინიდინის, ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის), პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, ამიტრიპტილინის დოზა შეიძლება შემცირდეს (იხილეთ პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
CYP2D6 ან CYP2C19 გარკვეული სუსტი მეტაბოლიზატორები
ამ პაციენტებში შეიძლება იყოს ამიტრიპტილინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის - ნორტრიპტილინის უფრო მაღალი კონცენტრაციები პლაზმაში. გასათვალისწინებელია დოზის შემცირება რეკომენდირებული დოზიდან 50%-ით.
მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტისას წამლის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის რამდენიმე კვირის განმავლობაში შემცირებით.
თუ დაგავიწყდათ მორიგი დოზის მიღება, მიიღეთ წამალი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ ახლოვდება წამლის შემდეგი მიღების დრო, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღოთ. გააგრძელეთ წამლის მიღება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით და არ გააორმაგოთ დოზა.
უკუჩვენებები
· ამიტრიპტილინის და/ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი. გულის ნებისმიერი სახის ბლოკადები ან რითმის დარღვევა, ასევე კორონარული არტერიების უკმარისობა.
· მაო-ს ინჰიბიტორებთან (მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან) ერთდროულად მიღება.
ამიტრიპტილინის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება (სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს აგზნებას, ცნობიერების არევას, ტრემორს, მიოკლონუსს და ჰიპერთერმიას).
მკურნალობა ამიტრიპტილინის გამოყენებით შეგიძლიათ დაიწყოთ მაო-ს შეუქცევადი არასელექციური ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ და მოკლობემიდის, შექცევადი მოქმედების პრეპარატის შეწყვეტიდან არანაკლებ 1 დღე-ღამის შემდეგ. მკურნალობა მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებით დაწყებული უნდა იყოს ამიტრიპტილინის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.
ღვიძლის მძიმე დაავადება.
6 წლამდე ასაკის ბავშვები.
თუ გაქვთ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, შეატყობინეთ ეს ექიმს პრეპარატის გამოყენების წინ.
გვერდითი მოვლენები
ამიტრიპტილინს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, ანალოგიური იმ მოვლენების, რომლებიც ჩნდება სხვა ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღებისას. გვერდითი მოვლენებიდან ზოგიერთი (მაგალითად, თავის ტკივილი, ტრემორი, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კუჭის შეკრულობა და დაქვეითებული ლიბიდო) შეიძლება იყოს დეპრესიის სიმპტომები და ჩვეულებრივ სუსტდება დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად.
შემდგომში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია MedDRA ორგანოების სისტემის და შეხვედრის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირად ( 1/10), ხშირად ( 1/100, ), ხშირად არა ( 1/1000, ), იშვიათად ( 1/10000, ), ძალიან იშვიათად ), უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებით).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემების მხრივ
იშვიათად: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
იშვიათად: მადის დაქვეითება.
უცნობია: ანორექსია, მომატებული ან დაქვეითებული შაქრის დონე სისხლში.
ფსიქიკის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირად: აგრესია
ხშირად: ცნობიერების აშლა, ლიბიდოს დაქვეითება, აგზნება.
ხშირად არა: ჰიპომანია, მანია, მოუსვენრობა, უძილობა, ღამის კოშმარები.
იშვიათად: დელირია (ხანდაზმულ პაციენტებში), ჰალუცინაციები, სუიციდალური აზრები ან ქმედებები1.
უცნობია: პარანოია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ძალიან ხშირად: ძილიანობა, ტრემორი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, მეტყველების აშლილობა (დიზართრია).
ხშირად: კონცენტრირების უნარის დარღვევა, გემოს შეცვლა, პარესთეზია, ატაქსია.
ხშირად არა: კრუნჩხვები.
ძალიან იშვიათად: აქათიზია, პოლინეიროპათია.
უცნობია: ექსტრაპირამიდული დარღვევები.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
ძალიან ხშირად: აკომოდაციის დარღვევა.
ხშირად: მიდრიაზი.
ძალიან იშვიათად: მწვავე გლაუკომა.
უცნობია: თვალის სიმშრალე.
დარღვევები სმენის ორგანოების და ლაბირინთის მხრივ
ხშირად არა: ტინიტი.
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან ხშირად: პალპიტაცია, ტაქიკარდია.
ხშირად: ატრიოვენტრიკულარული (AV) ბლოკადა, ჰისის კონის ფეხის ბლოკადა.
არა ხშირად: კოლაფსის მდგომარეობა, გულის უკმარისობის გაუარესება.
იშვიათად: არითმია.
ძალიან იშვიათად: კარდიომიოპათია, torsades de pointes.
უცნობია: ჰიპერმგრძნობიარე მიოკარდიტი.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ძალიან ხშირად: ორთოსტატური ჰიპოტენზია.
ხშირად არა: ჰიპოტენზია.
უცნობია: ჰიპერთერმია.
დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ
ძალიან ხშირად: გაჭედილი ცხვირი.
ძალიან იშვიათად: ფილტვის ალვეოლების და ფილტვის ქსოვილის ალერგიული ანთება შესაბამისად (ალვეოლიტი, ლეფლერის სინდრომი).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირად: პირის სიმშრალე, შეკრულობა, გულისრევა.
ხშირად არა: დიარეა, ღებინება, ენის შეშუპება.
იშვიათად: სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, პარალიზური ილეუსი.
ღვიძლის და/ან სანაღვლე სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათად: სიყვითლე.
ხშირად არა: ღვიძლის უკმარისობა (მაგალითად, ღვიძლის ქოლესტაზური დაავადება).
უცნობია: ჰეპატიტი.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირად: ოფლდენის გაძლიერება.
ხშირად არა: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება.
იშვიათად: ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა.
თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირად: შარდვის დარღვევები.
ხშირად არა: შარდის შეკავება.
მკერდის და რეპროდუქციული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირად: ერექციული დისფუნქცია.
ხშირად არა: გალაქტორეა.
იშვიათად: გინეკომასტია.
ზოგადი დაზიანებები და რეაქცია შეყვანის ადგილას
ხშირად: მომატებული დაღლილობა, წყურვილის შეგრძნება
იშვიათად: ციებ-ცხელება.
გამოკვლევები
ძალიან ხშირად: წონაში მომატება.
ხშირად: ეკგ ცვლილებები: QT ინტერვალის გახანგრძლივება, QRS კომპლექსის გაფართოება, ჰიპონატრემია.
ხშირად არა: თვალის შიდა წნევის მომატება.
იშვიათად: წონაში კლება, ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება: ტუტე ფოსფატაზის და ტრანსამინაზის მომატებული აქტივობა.
1 მიღებულია ცნობები სუიციდური აზრების და სუიციდური ქცევების შესახებ ამიტრიპტილინის მიღების დროს ან მაშინვე მისი შეწყვეტისას.
პრეპარატების კლასის ეფექტი
ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც ძირითადად უტარდებოდათ 50 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებს, მიუთითებენ ძვლების მოტეხილობის მომატებულ რისკზე სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენების დროს. მომატებული რისკის მოქმედების მექანიზმი დაუდგენელია.
ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების, და ასევე ისეთი გვერდითი რეაქციების გაჩენისას, რომლებიც არ არის ნახსენები ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას იზრდება გულის რითმის დარღვევებისა და მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების ალბათობა. ასეთი მდგომარეობების განვითარება ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას პაციენტებში უკვე არსებული გულის დაავადებებით.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
პოსტმარკეტინგულ პერიოდში რეგისტრირებული იყო QT ინტერვალის გახანგრზლივების და არითმიის რამდენიმე შემთხვევა. რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა გამოხატული ბრადიკარდიის მქონე პაციენტებისთვის, არაკომპენსირებული გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ან პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ რამდენიმე სამკურნალო საშუალებას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპერკალემია, ჰიპომაგნეზია) წარმოადგენს პროარითმიის რისკის მომატების პირობას.
ანესთეტიკების გამოყენებამ ტრი-/ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებით თერაპიის ფონზე შეიძლება გაზარდოს არითმიების და არტერიული ჰიპოტენზიის რისკი. შეძლებისდაგვარად აუცილებელია შეწყდეს ამიტრიპტილინის გამოყენება ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე; გადაუდებელი ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში სავალდებულოა შეატყობინოთ ანესთეზიოლოგს ამიტრიპტილინით მკურნალობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭიროა ამიტრიპტილინის დანიშვნისას ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს ან იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ პრეპარატებს ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ, ვინაიდან შესაძლებელია გულის არითმიის განვითარება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები განსაკუთრებით არიან მიდრეკილები ორთოსტატიური ჰიპოტენზიის განვითარებისკენ.
მოცემული წამალი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს კრუნჩხვითი დარღვევების, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, ჰიპერთირეოზის მქონე ავადმყოფებისთვის, პარანოიდული სიმპტომების და ღვიძლის მძიმე დაავადების ან გულსისხლძარღვთა სისტემის, პილოროსტენოზის და პარალიზური ილეუსის არსებობის დროს.
პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ მცირე სიღრმის და თვალის წინა კამერის წვრილი კუთხის იშვიათი მდგომარეობა, შესაძლებელია გამოვლინდეს გლაუკომის მწვავე შეტევა თვალის გუგის დილატაციის შედეგად.
სუიციდი/სუიციდალური აზრები
დეპრესია დაკავშირებულია სუიციდალური აზრების, თვით-დაზიანების და სუიციდის (სუიციდალური ქცევა) მომატებულ რისკთან. ეს რისკი ნარჩუნდება მდგრადი რემისიის მიღწევამდე. გაუმჯობესებას შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის რამდენიმე კვირა ან უფრო მეტი დროც, ამიტომ გაუმჯობესების მიღწევამდე ზედმიწევნით უნდა ადევნოთ თვალყური პაციენტებს. საერთო კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.
ცნობილია, რომ პაციენტებში რომელთა ანამნეზშიც არსებობს სუიციდის მცდელობები ან გამოხატული სუიციდალური აზრები უკვე მკურნალობის დაწყებამდე, არსებობს სუიციდალური აზრების ან სუიციდის მომატებული რისკი, ამიტომ მკურნალობის დროს მათზე გმართებთ ზედმიწევნითი დაკვირვება. კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზმა პლაცებოსთან შედარებით, ფსიქიური აშლილობის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ანტიდეპრესანტების გამოყენების მიმართ აჩვენა სუიციდალური ქცევის მომატებული რისკი 25 წლამდე პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტებს, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით.
მკურნალობას, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებისა, თან უნდა ახლდეს ზედმიწევნითი მეთვალყურეობა, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის ცვლილების დროს. უნდა გააფრთხილოთ პაციენტები (და მათი გარემოცვა), რომ აუცილებელია თვალყური ადევნონ ნებისმიერ კლინიკურ გაუარესებას, სუიციდური ქცევის ან აზრების გამოჩენას და ქცევის ნებისმიერ უჩვეულო ცვლილებას, ასევე, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებისთვის აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის დროს.
მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია დაავადების მანიაკალურ ფაზაში გადასვლა; დაავადების მანიაკალური ფაზის დაწყების მომენტიდან პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ამიტრიპტილინის მიღება.
ისევე, როგორც სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებს, ამიტრიპტილინსაც შეუძლია შეცვალოს ინსულინის და გლუკოზის საპასუხო რეაქცია, რაც საჭიროებს დიაბეტის საწინააღმდეგო თერაპიის კორექციას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში; გარდა ამისა, დეპრესიული დაავადება შეიძლება გამოვლინდეს გლუკოზის ბალანსის ცვლილებით პაციენტის ორგანიზმში.
არსებობს შეტყობინებები ჰიპერპირექსიის შემთხვევების შესახებ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენების ფონზე ანტიქოლინერგულ ან ნეიროლეპტიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნის დროს, განსაკუთრებით ცხელი ამინდისას.
თერაპიის უცაბედმა შეწყვეტამ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიღების შეწყვეტის სინდრომი თავის ტკივილის, უძლურობის, უძილობის და გაღიზიანების სახით.
ამიტრიპტილინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული სუსი-ს მიმღები პაციენტების მიერ (იხილეთ პარაგრაფები “გამოყენების მეთოდი და დოზები” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ღამის ენურეზი
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ეკგ-ს ჩატარება QT-ს გახანგრძლივებული ინტერვალის სინდრომის გამორიცხვის მიზნით.
ენურეზის მკურნალობისას არ შეიძლება ამიტრიპტილინის შეთავსება ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან.
სუიციდალური აზრები და ქცევა ასევე შეიძლება წარმოიშვას სხვა არადეპრესიული აშლილობების მკურნალობის დასაწყისში; ენურეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია დაცული იყოს სიფრთხილის იგივე ზომები, რაც დეპრესიის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
ბავშვები და მოზარდები
გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ზრდასთან, სქესობრივ მომწიფებასთან, კოგნიტიურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით არ არის ხელმისაწვდომი (იხილეთ პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზები”).
დამხმარე ნივთიერებები
ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება გალაქტოზის იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობის მქონე პაციენტების, ასევე Lapp ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.
ამიტრიპტილინის ტაბლეტების შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (10 მგ გარსით დაფარულ ტაბლეტებში - ალისფერი (პონსო 4R (E 124 ) და 25 მგ გარსით დაფარულ ტაბლეტებში, - ყვითელი ”ჩამავალი მზე” (E 110).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ამიტრიპტილინის გამოყენების შესახებ.
ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს რეპროდუქციული ტოქსიურობა.
ამიტრიპტილინის მიღება არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს, თუ ამაში არ არის განსაკუთრებული საჭიროება, და მხოლოდ რისკის/სარგებლის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ.
დედის მიერ წამლის ხანგრძლივი გამოყენების და ორსულობის გვიან ვადებში გამოყენების დროს ახალშობილებში შეიძლება გამოვლინდეს წამლის მიღების შეწყვეტის სინდრომი. ეს შეიძლება მოიცავდეს მომატებულ აგზნებას, ჰიპერტონიას, ტრემორს, არარეგულარულ სუნთქვას, კვების დარღვევას და ხმამაღალ ტირილს და შესაძლოა, ანტიქოლინერგულ სიმპტომებს (შარდის შეკავებას, შეკრულობას).
ძუძუთი კვება
ამიტრიპტილინი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში (შეესაბამება დედისთვის განკუთვნილი დოზის 0,6-1%-ს). არ შეიძლება გამოვრიცხოთ რისკი ბავშვისთვის რომელსაც კვებავენ ძუძუთი. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ამ სამკურნალო საშუალების შეწყვეტის / თავის შეკავების შესახებ მიღებული უნდა იყოს ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობის შეფასებით დედისთვის თერაპიის უპირატესობის მიმართ.
ფერტილობა
ამიტრიპტილინმა აჩვენა ორსულობის სიხშირის შემცირება ვირთხებში.
მონაცემები ამიტრიპტილინის ადამიანის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე ზეგავლენა
ამიტრიპტილინი წარმოადგენს სედაციურ სამკურნალო საშუალებას.
პაციენტთან, რომელიც იღებს ფსიქოტროპულ პრეპარატს, მოსალოდნელია საერთო ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, რაც განაპირობებს ავტომობილის მართვისა და მექანიკურ მოწყობილობასთან მუშაობის საშიშროებას და აკრძალვას. ალკოჰოლის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს გვერდითი მოვლენები.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამიტრიპტილინის სხვა წამლებზე ზემოქმედების უნარი
კომბინაციები, რომელთა გამოყენება უკუნაჩვენებია
მაო-ს ინჰიბიტორები (არასელექციური, ასევე სელექციური А (მოკლობემიდი) და В (სელეგილინი) – “სეროტონინის სინდრომის” რისკი (იხილეთ პარაგრაფი “უკუჩვენებები”).
კომბინაციები, რომელთა გამოყენებაც რეკომენდირებული არ არის
სიმპატომიმეტიკები: ამიტრიპტილინს შეუძლია გააძლიეროს ადრენალინის, ეფედრინის, იზოპრენალინის, ნორადრენალინის, ფენილეფრინის და ფენილპროპანოლამინის (მაგალითად, რომელსაც შეიცავს ადგილობრივი და ზოგადი ანესთეტიკები და ნაზალური დეკონგესტანტები) მოქმედება.
ადრენერგული ნეირონების ბლოკატორები: ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ გუანეტიდინის, ბეტანიდინის, რეზერპინის, კლონიდინის და მეთილდოფას ანტიჰიპერტენზიულ ეფექტებს. რეკომენდირებულია გადახედოთ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის მთელ სქემას ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენებით მკურნალობის დროს.
ანტიქოლინერგული საშუალებები: ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს შეუძლიათ გააძლიერონ ამ სამკურნალო საშუალებების ეფექტები თვალის, ცენტრალური ნერვული სისტემის, ნაწლავის და შარდის ბუშტის მიმართ; უნდა მოერიდოთ ერთდროულად მიღებას ნაწლავის პარალიზური გაუვალობის, ჰიპერპირექსიის და ა.შ. მომატებული რისკის გამო.
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას მათ შორის ანტიარითმიულ პრეპარატებს, მაგალითად, ქინიდინს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ასტემიზოლს და ტერფენადინს, ზოგიერთ ანტიფსიქოზურ წამლებს (კერძოდ პიმოზიდს და სერტინდოლს), ციზაპრიდს გალოფანტრინს და სოტალოლს შეუძლიათ გაზარდონ პარკუჭოვანი არითმიის ალბათობა ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.
უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ამიტრიპტილინის და მეტადონის ერთდროულად მიღების დროს, ვინაიდან მოცემულ კომბინაციას შეუძლია მოახდინოს დამატებითი ზემოქმედება QT-ინტერვალზე და შეუძლია გაზარდოს სერიოზული გულ-სისხლძარღვთა შემთხვევების რისკი.
ასევე საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ამიტრიპტილინის და დიურეტიკების ერთდროულად გამოყენების დროს, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალემიას (მაგალითად, ფუროსემიდი).
ტიორიდაზინი: უნდა მოერიდოთ ამიტრიპტილინის და ტიორიდაზინის (CYP2D6 სუბსტრატის) ერთდროულად გამოყენებას, ამიტრიპტილინის მეტაბოლიზმის დარღვევის რისკისა და, შესაბამისად, გულის მხრივ გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის გამო.
ტრამადოლი: ტრამადოლის (CYP2D6 სუბსტრატის) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების (ტცა), როგორიცაა ამიტრიპტილინი, ერთდროულად მიღება ზრდის კრუნჩხვებისა და სეროტონინის სინდრომის რისკს. გარდა ამისა, მოცემულ კომბინაციას შეუძლია შეანელოს ტრამადოლის მეტაბოლიზმი აქტიურ მეტაბოლიტში და ამით გაზარდოს ტრამადოლის კონცენტრაცია, რაც პოტენციურად იწვევს ოპიატურ ტოქსიურობას.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფლუკონაზოლი და ტერბინაფინი, განაპირობებენ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კონცენტრაციის მომატებას სისხლის შრატში და თანმხლებ ტოქსიურობას. შეიმჩნეოდა ცნობიერების დაკარგვის შემთხვევები და torsade de pointes.
კომბინაციები, რომელთა გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
ცნს-ს დეპრესანტები: ამიტრიპტილინს შეუძლოა გააძლიეროს ალკოჰოლის, ბარბიტურატების და ცნს-ს სხვა დეპრესანტების დამამშვიდებელი მოქმედება.
სხვა წამლების უნარი ზემოქმედება მოახდინონ ამიტრიპტილინზე
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ამიტრიპტილინის ჩათვლით, ძირითადად მეტაბოლიზდება იზოენზიმებით CYP2D6 და CYP2C19 ციტოქრომ P450 ღვიძლში, რომლებიც ხასიათდება პოლიმორფიზმით პოპულაციაში. ამიტრიპტილინის მეტაბოლიზმში მონაწილე სხვა იზოენზიმები: CYP3A4, CYP1A2 და CYP2C9.
CYP2D6 ინჰიბიტორები. იზოენზიმი CYP2D6 შეიძლება დაითრგუნოს სხვადასხვა მედიკამენტებით, მაგალითად, ნეიროლეპტიკებით, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით, β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებით, ასევე არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებით. CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორების მაგალითები: ბუპროპიონი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი და ქინიდინი. ამ სამკურნალო პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ტცა-ს მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი შემცირება და პლაზმაში კონცენტრაციის მნიშვნელოვანი გაზრდა. განიხილეთ პლაზმაში ტცა-ს დონეების მონიტორინგის შესაძლებლობები ტცა-ს სხვა წამლებთან გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ცნობილია, როგორც CYP2D6 ინჰიბიტორები. შეიძლება საჭირო გახდეს ამიტრიპტილინის დოზის კორექტირება (იხილეთ პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზები”).
ციტოქრომ P450 სხვა ინჰიბიტორები. ციმეტიდინს, მეთილფენიდატს და კალციუმის არხების ბლოკატორების პრეპარატებს (მაგალითად, დილტიაზემი და ვერაპამილი) შეუძლიათ გაზარდონ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დონე პლაზმაში და ამით გამოწვეული ტოქსიურობა.
აღნიშნული იყო, რომ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფლუკონაზოლი (CYP2C9 ინჰიბიტორი) და ტერბინაფინი (CYP2D6 ინჰიბიტორი), ზრდიან ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის დონეს შრატში.
CYP3A4 და CYP1A2 იზოზიმები ახდენენ ამიტრიპტილინის მეტაბოლიზირებას ნაკლები დონით. თუმცა დამტკიცებული იქნა, რომ ფლუვოქსამინი (CYP1A2 ძლიერი ინჰიბიტორი) ზრდის ამიტრიპტილინის დონეს პლაზმაში და მოცემულ კომბინაციას უნდა მოვერიდოთ. ამიტრიპტილინის და CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და რიტონავირი, ერთდროულად მიღებისას მოსალოდნელია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეპტიკები ერთობლივად ახდენენ ერთმანეთის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას; ამან შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების და შეტევების შემცირებული ზღვარი. შესაძლებელია, საჭირო გახდება ამ წამლის დოზის რეგულირება.
ციტოქრომ P450 ინდუქტორები. პერორალურ კონტრაცეპტივებს, რიფამპიცინს, ფენიტოინს, ბარბიტურატებს, კარბამაზეპინს და კრაზანას (Hypericum perforatum) შეუძლიათ გაზარდონ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მეტაბოლიზმი და გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში ტრიციკლური ანტიდეპრესანტების შემცირება და ანტიდეპრესიული რეაქციის შემცირება.
ეთანოლის არსებობისას იზრდება თავისუფალი ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის კონცენტრაცია პლაზმაში.
ნატრიუმის ვალპროატს და ვალპრომიდს შეუძლიათ გაზარდონ ამიტრიპტილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. რეკომენდირებულია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
თუ თქვენ იღებთ რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატის მიღების წინ ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ანტიქოლინერგული სიმპტომები. მიდრიაზი, ტაქიკარდია, შარდის შეკავება, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ნაწლავების პერისტალტიკის დაქვეითება. კრუნჩხვები. პირექსია. ცნს-ს დეპრესიის უცაბედი განვითარება. ცნობიერების დაბინდვა, რომელიც პროგრესირდება კომის განვითარებამდე. სუნთქვის დათრგუნვა.
კარდიალური სიმპტომები. არითმიები (ვენტრიკულარული ტაქიარითმიები, torsade de pointes, პარკუჭების ფიბრილაცია). ეკგ ტიპიურად აჩვენებს PR გახანგრძლივებულ ინტერვალს, QRS კომპლექსის გაფართოებას, QT ინტერვალის გახანგრძლივებას, Т კბილის გაფართოებას ან ინვერსიას, ST სეგმენტის დეპრესიას, ასევე სხვადასხვა დონის გულის ბლოკადებს გულის გაჩერებამდე. QRS კომპლექსის გაფართოება ჩვეულებრივ მკაფიოდ კორელირდება ტოქსიურობის სიმძიმესთან დოზის მწვავე მომატების შემდეგ. გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, კარდიოგენური შოკი. მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია.
ზრდასრულებში 750 მგ ან მეტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტოქსიურობა. დოზის გადაჭარბების ზემოქმედება უფრო გამოხატული იქნება ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების ერთდროულად გამოყენებისას. რეაქცია დოზის გადაჭარბების მიმართ მკაცრად ინდივიდუალურია. ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კარდიოტოქსიურობის, კრუნჩხვების და ჰიპონატრემიის მიმართ.
გაღვიძების დროს შეიძლება წარმოიქმნას დაბნეულობა, აგზნებადობა და ჰალუცინაციები, ატაქსია.
მკურნალობა
1. ჰოსპიტალიზაცია (ინტენსიური თერაპიის განყოფილება), თუ არსებობს საჭიროება. მკურნალობა ატარებს სიმპტომატურ და დამხმარე ხასიათს.
2. შეაფასეთ მდგომარეობა და საჭიროების მიხედვით ჩაატარეთ სასუნთქი გზების, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მკურნალობა (airway, breathing and circulation, ABC). უზრუნველყავით ი/ვ წვდომა. მნიშვნელოვანია მდგომარეობის საგულდაგულო მონიტორინგი აშკარად არა რთული შემთხვევის დროსაც კი.
3. შეისწავლეთ კლინიკური ნიშნები. შეამოწმეთ შარდოვანას და ელექტროლიტების დონე - მიაქციეთ ყურადღება კალიუმის შემცველობის დაბალ დონეს და აკონტროლეთ შარდის გამოყოფა. შეამოწმეთ აირების კონცენტრაცია არტერიულ სისხლში- ეძებეთ აციდოზი. ჩაატარეთ ელექტროკარდიოგრამა- ეძებეთ QRS > 0,16 წამის.
4. შერეული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფლუმაზენილი, რათა არ დაუშვათ ბენზოდიაზეპინის ტოქსიურობა.
5. კუჭის ამორეცხვა მიზანშეწონილია მხოლოდ პოტენციურად ფატალური დოზის გადაჭარბებიდან პირველი საათის განმავლობაში.
6. ტაბლეტების ჩაყლაპვიდან ერთი საათის განმავლობაში მიეცით 50 გ აქტივირებული ნახშირი.
7. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყეთ სასუნთქი გზების გამტარობა ინტუბაციის მეშვეობით. თერაპია ჟანგბადის ნიღბის გამოყენებით რეკომენდირებულია სუნთქვის შესაძლო გაჩერების თავიდან ასცილებლად. გულის ფუნქციების უწყვეტი ეკგ მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს 3-5 დღე-ღამის განმავლობაში. შესაბამის შემთხვევებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ:
- QRS ფართო ინტერვალები, გულის უკმარისობა და პარკუჭოვანი არითმია;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- ჰიპოტენზია;
- ჰიპერთერმია;
- კრუნჩხვები;
- მეტაბოლური აციდოზი.
8. შფოთვას და კრუნჩხვებს შეგიძლიათ უმკურნალოთ დიაზეპამით.
9. ტოქსიურობის ნიშნების მქონე პაციენტები უნდა აკონტროლოთ არანაკლებ 12 საათის განმავლობაში.
10. თუ პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში დროის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში, უნდა აკონტროლოთ რაბდომიოლიზის გამოვლენა.
11. რადგან ამ პრეპარატით ჭარბი დოზირება ხშირად შეგნებულად ხდება, აღდგენით პერიოდში პაციენტებს შეუძლიათ განახორციელონ სუიციდის მცდელობა სხვა საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული იყო ლეტალური გამოსავლის შემთხვევები მოცემული კლასის წამლების დოზის განზრახ ან შემთხვევით გადაჭარბების დროს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25 ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის ვადა
ვარგისია - 4 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკიან და ალუმინის ფოლგიან ბლისტერზე.
5 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.