| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 შუშხუნა ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | paracetamol+ascorbic acid |
ეფერალგანი C 10 შუშხუნა ტაბლეტი
საერთაშორისო დასახელება:
PARCETAMOL
მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება.
შუშხუნა ტაბლეტები C ვიტამინით: ტუბში 10 ტაბ, შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.
1 ტაბ.
პარაცეტამოლი ..................... 330 მგ
ასკორბინის მჟავა ..................... 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კალიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სორბიტოლი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის დოკუზატი, პოვიდონი.
იხილეთ ბლოგი: დაივიწყეთ სიცხე და ტკივილი — ყველაფერი, რაც ეფერალგანზე უნდა იცოდეთ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეფერალგანი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მნიშვნელოვნად გამოხატული ანთების საწინაღმდეგო მოქმედება.
ეფერალგანი C ვიტამინით კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს და ასკორბინის მჟავას. იგი ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და ამაღლებს მათ რეზისტენტობას.
ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადების დროს.
პრეპარატი გამოიყენება თავის, ყელის, კბილის ტკივილის და მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.
დოზირება:
| ბავშვის ასაკი |
ბავშვის სხეულის წონა (კგ) |
ერთჯერადად მისაღები ტაბლეტების რაოდენობა |
ტაბლეტების მაქსიმალური რაოდენობა |
| 8-12 წელი |
25-33 | 1 | 3-4 |
| 12-15 წელი |
33-50 | 1.5 | 4-6 |
ბავშვის ასაკისა და სხეულის წონის შესაბამისობა მოცემულია ორიენტირებულად.
ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის რეკომენდებული ბავშვებში მკურნალობა 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით.
მოზრდილები და ბავშვები 15 წლის ასაკის ზევით (სხეულის წონა 50 კგ და მეტი):
ჩვეულებრივ 2-3 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს (990 მგ პარაცეტამოლი). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა - 12 ტაბლეტი (3 960 მგ პარაცეტამოლი). დღე-ღამეში მიიღება არა უმეტესი 12 ტაბლეტისა.
პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს.
პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ჟილბერის სინდრომით და ხანდაზმულებში, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს და შესაბამისად სადღეღამისო დოზაც მცირდება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით - 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ხანდახან მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით.
სწორი ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანება სუპოზიტორიების გამოყენების დროს;
იშვიათად - ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ნეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).
პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რის გამოც აუცილებლია სისხლის სურათის შემოწმება.
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.
არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
*ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;
*სისხლის სისტემის დაავადებები; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა
*ეფერალგანი C ვიტამინით არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები:
*ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჟილბერის სინდრომის (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია) არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება; პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური ტესტებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში ტკივილი. 2 დღის შემდეგ მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოვლენა, რაც დაკავშირებულია ტოქსიკური მეტაბოლიტის N-მეთილ-ბენზოქინონიმინის დაგროვებასთან, რომელიც პარაცეტამოლის მიღების თერაპიულ დოზებში ინაქტივირდება გლუტათიონთან კონიუგაციის ხარჯზე. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის უჯრედების, თირკმელების უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბიტების დანიშვნა (გააქტივებული ნახშირი), აცეტილცისტეინის (ზრდის ღვიძლში გლუტათონის წარმოქმნას) და მეთიონინის შეყვანა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
-პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
-პარაცეტამოლი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის დროს. ეფერალგანის და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის, ღვიძლის მიკროსომული ფერმენტის და სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების გაძლიერება.
-ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ეფერალგანისა და ალკოჰოლური სასმელების კომბინაცია. პრეპარატის გამოყენება აგრეთვე ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც მიდრეკილება გააჩნიათ ალკოჰოლური სასმელების მიმართ.
- ეფერალგანის გამოყენებისას სისხლში შარდმჟავას და შაქრის რაოდენობის განსაზღვრის ტესტის ჩატარებისას მოსალოდნელა ცრუდადებითი შედეგი.
-ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლი) ერთდროული მიღება ზრდის ლევომიცეტინის ტოქსიკურობას. ეფერალგანი ზრდის არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას.
-ეფერალგანი C ვიტამინით - ვიტამინი C აძლიერებს პენიცილინისა და რკინის შეთვისებას; თრგუნავს ჰეპარინისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას; აძლიერებს სალიცილატებით მკურნალობის დროს კრისტალოურიის რისკს.
-ორალური კონტრაცეპტივების მიღება ამცირებს ორგანიზმის მიერ ვიტამინ C შეთვისების უნარს.
ეფერალგანი C ვიტამინით ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.