| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Walmark / ვალმარკი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კოლოფი |
| მოქმედი ნივთიერება | Ca |
ჩვენება: კალციუმის, მაგნიუმის და მიკროელემენტების დეფიციტის შევსება.
კალციმერინი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
1 აბი შიცავს :
კალციუმი (Calcium carbonate -1046,33 mg. , Calcium Gluconate,lactate - 10,50 mg) 400,00mg
მაგნიუმი (Magnesium Gluconate - 12,35mg,Magnesium Oxide - 268,81mg) 155mg
თუთია (Zinc Citrate 23.71 mg, Zinc Gluconate – 12.60 mg) 8,50mg
ვიტ. D3 (Cholecalciferol) 80 IU
იხილეთ ბლოგი: კალციმერინის ანოტაცია მარტივად: რისთვის და როგორ გამოიყენება ეს პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
Ca: უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილების ემალის ფორმირებაში. მიუხედევად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის. Mg: ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს. Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის. Ca, Mg და Zn: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი 3 მინერალია. ისინი მოქმედებენ სინერგიულად, ხელს უწყობენ ერთმანეთის შეწოვას და ორგანიზმის მიერ მათ მოხმარებას. მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორივე ელემენტი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვასა და რელაქსაციაში.
კალციუმის, მაგნიუმის და მიკროელემენტების დეფიციტის შევსება ბავშვთა ასაკში (ინტენსიური ზრდის პერიოდში), ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ძვლის მასის ფორმირებისათვის, კარიესის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის პრევენცია და მკურანლობა (კომპლექსურ თერაპიაში) პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ნერვული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
დღიური, რეკომენდებული დოზით მიღებისას უსაფრთხოა.
ბავშვებში 3 წლიდან 12 წლამდე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, 12 წლიდან ზევით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი გარსით დაფარული, პეროლარული გამოყენებისთვის.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი
ვალმარკის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Walmark - ვალმარკი