კალციმერინის ანოტაცია მარტივად: რისთვის და როგორ გამოიყენება ეს პრეპარატი
7 აგვ 2025

კალციმერინი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, რომელიც სხვადასხვა მინერალის დანაკლისის შესავსებლად გამოიყენება. ბავშვებში მას ხშირად ზრდის ხელშესაწყობად მიმართავენ, მოზრდილ ასაკში კი — ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ან აღსადგენად. ამ მოქმედების მისაღწევად კალციმერინი ვიტამინისა და რამდენიმე მიკროელემენტისგან შედგება.
ქართულ ბაზარზე კალციმერინის მსგავსი შედგენილობის არაერთი საშუალებაა ხელმისაწვდომი, თუნდაც კალცემინი სილვერი. დანამატებში შემავალ კომპონენტებს კარგად უნდა დააკვირდეთ, რადგან პრეპარატებში მცირედი განსხვავებები ზოგჯერ შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
მნიშვნელოვანია, რომ კალციმერინი დანამატია და არა სამკურნალო საშუალება. მისი მიზანი ორგანიზმში მინერალების დეფიციტის შევსებაა, ხოლო არასწორად ან უმიზეზოდ (დეფიციტის გარეშე) მიღებამ შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
აფთიაქებიდან ეს საშუალება ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა სასურველია, იგი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენოთ. კალციმერინის ფასი შეიძლება სააფთიაქო ქსელებისა და სააქციო პერიოდების მიხედვით განსხვავებული იყოს. ამის გადამოწმებას PSP-ს ონლაინაფთიაქში შეძლებთ.
სანამ დანამატის გამოყენებას დაიწყებდეთ, მოდით, კალციმერინის ანოტაცია ჩავშალოთ და განვიხილოთ: როგორ მუშაობს ის, რისთვის გამოიყენება, როგორ უნდა მივიღოთ და შესაძლებელია თუ არა, რომ გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
პრეპარატში 4 მოქმედი ნივთიერება გვხვდება — კალციმერინი D3 ვიტამინს, კალციუმს, მაგნიუმსა და თუთიას აერთიანებს. უფრო ზუსტად, კალციმერინის აბები, თითო ტაბლეტი, შეიცავს:
კალციმერინის აბების მოქმედება თითოეული ამ კომპონენტის ერთობლივი მუშაობის შედეგია. სხეულში მათი როლი და ფუნქციები შემდეგნაირია:
გასათვალისწინებელია, რომ Ca, Mg და Zn ერთობლივად მოქმედებს და ერთმანეთის შეწოვასაც კი უწყობს ხელს. მაგალითად, მაგნიუმი კალციუმის შეწოვას აუმჯობესებს და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებს ამცირებს. Ca და Mg ძვლების ჯანმრთელობისათვის აუცილებელი მიკროელემენტებია. გარდა ამისა, ორივე მათგანი კუნთის შეკუმშვასა და მოდუნებაში მონაწილეობს (კუნთის ამგვარი მუშაობა რომ არა, მოძრაობას ვერ შევძლებდით).
მსგავსი მოქმედების წყალობით კალციმერინი შემდეგი მიზნებით გამოიყენება:
რეკომენდებული დოზით მიღებისას, როგორც წესი, კალციმერინის მიღება უსაფრთხოა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს მიზანშეწონილი მაინც არაა.
არ მიიღოთ ეს დანამატი, თუ სხეულში კალციუმისა და მაგნიუმის დონეები მომატებული გაქვთ. მოერიდეთ მის გამოყენებას თირკმლის მძიმე დაავადებების, თირკმლის კენჭების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაშიც. სიფრთხილეა საჭირო, თუ პარალელურად იღებთ სხვა მინერალურ დანამატებს, შარდმდენებს, ანტიბიოტიკებს ან ჰორმონულ პრეპარატებს.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ამ მდგომარეობის შესახებ (თუნდაც მინერალების მოჭარბებაზე) ვერ გაიგებთ, თუ სპეციალურ გამოკვლევებს არ ჩაიტარებთ. შესაბამისად, როგორი უვნებელიც არ უნდა დანამატის მიღება, საფრთხისგან — ან პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენებისგან — დაზღვეული მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ იქნებით.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ისიც, რომ ფიზიკურ დისკომფორტს ზოგჯერ სხვადასხვა დაავადება იწვევს და არა მინერალებისა თუ ვიტამინების ნაკლებობა. შესაბამისად, სწორი მკურნალობისთვის კვლავაც ექიმს უნდა მიმართოთ და ჯერ პრობლემების მიზეზები დაადგინოთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კალციმერინი დანამატია, ანუ დამხმარე საშუალებაა. მისი მიღება დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების საჭიროებას ვერ შეამცირებს.

კალციმერინის აბების მიღების დროს მკაცრი წესების დაცვა საჭირო არ არის, თუმცა, თავისთავად, ეს დანამატი რეკომენდებული დოზებით უნდა მიიღოთ.
3-იდან 12 წლამდე ბავშვებში კალციმერინის თითო ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ. 12 წლიდან ზემოთ რეკომენდებული დოზა ერთი ტაბლეტია დღეში 2-ჯერ. ეს საშუალება ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ ჭიქა წყლის მიყოლებით.
კალციმერინის ყველა კომპონენტი სხეულისთვის საკმაოდ მარტივად ასატანია. გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, მსუბუქია და არც ისე ხშირად ვლინდება. მოდით, შესაძლო სიმპტომები კომპონენტების მიხედვით ჩავშალოთ:
გაითვალისწინეთ, რომ კალციმერინის ტაბლეტები დამხმარე ნივთიერებებსაც შეიცავს. თუკი რომელიმე ასეთ კომპონენტზე ალერგია გაქვთ, შესაძლოა, დანამატის გამოყენებისას ალერგიულმა რეაქციებმაც იჩინოს თავი. ამის საპრევენციოდ შეგიძლიათ, პრეპარატის თანდართულ ანოტაციაში დამხმარე ნივთიერებები გადაამოწმოთ ან ამის შესახებ ინფორმაცია ფარმაცევტს სთხოვოთ.
საერთო ჯამში, რეკომენდებული დოზებით ამ დანამატის მიღება საკმაოდ უსაფრთხოა და ძალიან მცირეა შანსი, რომ რაიმე გართულებას გამოიწვევს. თუკი რაიმე მძიმე ან უჩვეულო სიმპტომი შეგაწუხებთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.
გაითვალისწინეთ, რომ შეძენის შემდეგ ეს პრეპარატი მშრალ და ბნელ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას უნდა შეინახოთ. ტემპერატურა 25°С-ს არ უნდა აღემატებოდეს. გამოყენებამდე მნიშვნელოვანია, შეფუთვაზე პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეამოწმოთ. ამ დროის გასვლის შემთხვევაში კალციმერინი არ გამოიყენოთ — ასე მისი მიღება მაქსიმალურად ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება.
7 აგვ 2025