| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Orthomol - ორთომოლი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ბიუთი კაცის 30 ფლაკონი ორთომოლი - Orthomol
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლი® ბიუთი კაცებისთვის!
ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილის მხარდასაჭერად!
ორთომოლი®ბიუთი კაცებისთვის ვიტამინების, მინერალების და ნუტრიენტების კომპლექსი სპეციალურად შეიქმნა მამაკაცებისთვის კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
კოლაგენის ჰიდროლიზატი წარმოადგენს დაბალმოლეკულური მასის მქონე პეპტიდებს, რომლებიც მიღებულია ფერმენტული ჰიდროლიზის გზით. კოლაგენი წარმოადგენს ძირითად სტრუქტურულ ცილას კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის. ის ხელს უწყობს კანის ელასტიურობის, სიმკვრივისა და დატენიანების შენარჩუნებას. კოლაგენის ადექვატური მიღება შესაძლოა იყოს სასარგებლო კანის ზოგადი მდგომარეობისთვის, მათ შორის ტენიანობისა და ელასტიურობის შენარჩუნებაში.
ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც ხშირად გამოიყენება კანის დატენიანებისა და ჰიდრატაციის შენარჩუნების მიზნით.
გამოიყენება კანის მოვლისთვის, რათა ხელი შეეწყოს კანის ნორმალურ მდგომარეობას და ელასტიურობას.
ჰიდროქსითიროზოლი, რომელიც მიღებულია ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტიდან, მიეკუთვნება პოლიფენოლების კლასს და წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს. ითვლება, რომ ის ხელს უწყობს კანის დატენიანებას, აუმჯობესებს მის ელასტიურობას და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
ვიტამინი E ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ანიჭებს თმას ბზინვარებას.
ვიტამინი C უზრუნველყოფს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილისთვის.
ვიტამინი B7 (ბიოტინი) მონაწილეობს კერატინის სინთეზში და ხელს უწყობს კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობის მხარდაჭერას. ბიოტინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის ბუნებრივ რეგენერაციულ პროცესებში.
კოენზიმ Q10 (უბიქინონი) არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს უჯრედების ენერგეტიკული მეტაბოლიზმის პროცესებში. კოენზიმ Q10-ს შეუძლია ხელი შეუწყოს კანის ელასტიურობის მხარდაჭერას და კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავას ბუნებრივ სინთეზს.
სელენი წარმოადგენს აუცილებელ მინერალს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. სელენი აქტიურად გამოიყენება კანის, თმისა და ფოლიკულების მოვლის პროდუქტებში.
თუთია აუცილებელი მინერალია, რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი ჯირკვლების და კანის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში. თუთია ხელს უწყობს კანის დატენიანებას და რეგენერაციას, ასევე გამოიყენება თმის და კანის მოვლის პროდუქტებში საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
იხილეთ ბლოგი: ორთომოლეკულური მედიცინის მნიშვნელობა თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
რეკომენდებულია თმა, კანი, ფრჩხილის ჯანსაღი ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
დღიური დოზა 1 მზა დასალევი ფლაკონი 20 მლ (22 გ) შეიცავს:
|
შემადგენლობა |
დღიური დოზა |
%NRV* |
|
|
კოლაგენის ჰიდროლიზატი |
2500 მგ |
** |
|
|
ჰიალურონის მჟავა |
100 მგ |
** |
|
|
კოენზიმი Q10 (უბიქინონი) |
10 მგ |
** |
|
|
ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტი, საიდანაც |
170 მგ |
||
|
ჰიდროქსითიროზოლი |
5,1 მგ |
||
|
ვიტამინები: |
|||
|
ვიტამინი E |
9.6 მგ ალფა-TE*** |
80 |
|
|
ვიტამინი C |
80 მგ |
100 |
|
|
ბიოტინი |
50 მკგ |
100 |
|
|
მინერალები: |
|||
|
სელენი |
55 მკგ |
100 |
|
|
თუთია |
10 მგ |
100 |
|
* NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
** არ არის ხელმისაწვდომი საცნობარო რაოდენობა
*** ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, კოლაგენის ჰიდროლიზატი, სტაბილიზატორი გლიცერინი, მარაკუიას წვენის კონცენტრატი, ლიმონმჟავა, ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ჰიდროქსითიროზოლს, ნატრიუმის L-ასკორბატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კოენზიმი Q10, კალიუმის სორბიტი, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, დამატკბობლები აცესულფამი K და სუკრალოზა, არომატიზატორი, D-ბიოტინი.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ხელოვნურ საღებავებს
მიიღება 1 მზა დასალევი ფლაკონი ყოველდღე ჭამის დროს ან მის შემდეგ. ფლაკონი მიღებამდე უნდა შეინჯღრეს.
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება:
საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების ასევე ჯანსაღი წესის შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა
№30 მზა დასალევი ფლაკონი ფორთოხალ-მარაკუიას არომატით.
მწარმოებელი
Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.